რომელ წლებში მეფობდა გიორგი IV ლაშა?
1213-1223
რომელ წლებში მეფობდა რუსუდანი?
1223-1245 წწ
რომელ წლებში მეფობდა დავით VI ნარინი?
რომელ წლებში მეფობდა დავით VII ულუ?
1249-1270 წწ
რომელ წლებში მეფობდა დემეტრე II თავდადებული?
1270-1289 წწ
რომელი ქართველი მემატიანე გვიყვება მონღოლთა 100 წლიანი უღლის ( მმართველობის) შესახებ საქართველოში?
„ ჟამთააღმწერელი“
XIII საუკუნის რომელმა ჩინელმა ავტორმა მოგვცა მონღოლების სრული აღწერილობა?
მენდა ბეილუმ
სადაური მოგზაური იყო პლანო კარპინი, რომელმაც მონღოლების ისტორიაზე დაწერა?
იტალიელი
XIII საუკუნის, რომელმა სპარსმა ისტორიკოსმა დაწერა „ ქვეყნის დამყრობთა“ ისტორია?
ალადინ ათა მალიქ ჯუვეინი
დაასახელეთ XIV საუკუნის ქართული საისტორიო წყარო, რომელიც გვიყვება პიპა ქვენიფნეველის ეგვიპტეში გაგზავნას?
„ძეგლი ერისთავთა“
ვინ იყვნენ „რინდები“?
მოქეიფეს, ლოთს და შფოთისთავს ნიშნავს მაგრამ აღმოსავლეთში იყო ფილოსოფიური მიმდინარეობა
როგორი სამხედრო ბეგარა ქონდათ ქართველებს მონღოლების მიერ დადებული?
ყოველი ცხრა კომლიდან ერთი მიდიოდა მონღოლურ არმიაში სამსახუროდ
ჩამოთვალეთ მონღოლური გადასახადები? ( სამი მაინც)
მალი, ყაფჩერი, სატუზღე, ტამღა, საიამე, თაღარა, ნემარი.....
რომელი მეფის მიერ შეიქმნა „ხელმწიფის კარის გარიგება“?
გიორგი V ბრწყინვალის
რომელი საკანონმდებლო ძეგლი აგვარებდა მთაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და სამართლებრივ საკითხებს XIV საუკუნეში?
„ძეგლის დება“
რომელმა დამყრობელმა ილაშქა საქართველოში 1225 წელს, სად შედგა ბრძოლა და რა შედეგით დამთავრდა?
ჯალალ ედ დინმა, გარნისში, ქართველების მარცხით
ვინ შემოესია 1226 წელს საქართველოს სად მოხდა ძირითადი ბრძოლები და რა შედეგით დასრულდა აღნიშნული ისტორიული მოვლენა?
ჯალალ-ედ-დინი, თბილისში, ასი ათასი მოწამის წამებით
როდის გამოჩნდნენ მონღოლები პირველად საქართველოს საზღვრებთან, რა შედეგით დასრულდა ბრძოლა და ვინ სარდლობდა მონღოლებს?
1220-1221 წწ. ქართველების მარცხით, ჯებე და სუბუდაი
რომელი ორი ცნობილი აღმოსავლური ქალაქი აიღეს მონღოლებმა 1256 და 1258 წლებში და ვინ იყო მათი სარდალი?
ალამუთი და ბაღდათი, მანგუ ყაენის ძმა ჰულაგუ
რა ვითარებაში გარდაიცვალა დემეტრე მეორე?
მონღოლთა ურდოში მოჰკვეთეს თავი. ( ნებისმიერი სწორად ცამოყალიბებული პასუხი)
იმსჯელეთ მონღოლების ცხოვრების წესზე:
ნებისმიერი ლოგიკური პასუხი
იმსჯელეთ ორი მეფე დავითის( ნარინი და ულუ) მეფობის პერიოდზე:
ნებისმიერი ლოგიკური პასუხი
იმსჯელეთ გიორგი V ბრწყინვალის მიერ გატარებულ რეფორმებზე:
ლოგიკური და ქრონოლოგიურად დალაგებული პასუხები
იმსჯელეთ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობებზე:
ქრონოლოგიურად დალაგებული და სწორი პასუხი
იმსჯელეთ საქართველოსა და ეგვიპტის ურთიერთობებზე გიორგი ბრწყინვალის მეფობაში:
ნებისმიერი პასუხი ფაქტობრივი შედომის გარეშე