ქართული დამწერლობა
დედაენის დღე
ქართული ლიტერატურა
ქართული ენა
სხვადასხვა
100

დაასახელეთ ქართული დამწერლობის სახეობა, რომელსაც დღეს ვიყენებთ.

მხედრული დამწერლობა.

100

როდი აღინიშნება დედაენის დღე (წლის რომელ თვესა და რიცხვში)?

14 აპრილი

100

ვის ეკუთვნის სიტყვები:

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი სული და გულიენაა.  ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.”

ილია ჭავჭავაძე

100

სიტყვათა რომელ კლასს (მეტყველების ნაწილს მიეკუთვნებიან დასახელებული სიტყვები?

ტკბილი, სწავლობს , განიერი, შენ, მიცურავს,თავისი.

ტკბილი, განიერი -ზედსართავი სახელი;

სწავლობს, მიცურავს - ზმნა;

შენ, თავისი - ნაცვალსახელი;

100

ვისი სახელობისაა გორის სახელმწიფო თეატრი?

გიორგი ერისთავი

200

დაასახელეთ ქართული დამწერლობის სახეები.

ასომთავრული დამწელობა

ნუსხა-ხუცური დამწერლობა;

მხედრული დამწერლობა;

200

რომელი წლიდან აღინიშნება დედაენის დღე?        

                                                                                               

 1990 წლიდან აღინიშნება დედაენის დღე.

200

 "მივალ, მივდივარ და მივიმღერი,

 თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,

 ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,

 ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება."

რა სახის  რითმაა გამოყენებული მოცემულ სტროფში?

ჯვარედინი

200

იპოვეთ მოცემულ წინადადებაში საკუთარი და საზოგადო სახელები:

დახანძრებული წევს ივერია, მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს.

საკუთარი - ივერია, მტკვარი;

საზოგადო - წნორი, თარი;

200

ვინ დააარსა პირველი სტამბა თბილისში?

ქართლის მეფე ვახტანგ VI

300

დაასახელეთ ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში (ეპიგრაფიკული ძეგლი) საქართველოში.

ბოლნისის სიონის წარწერა

300

სად და როდის ჩატარდა მიტინგი ენის სტატუსის შენარჩუნების მიზნით?    

                                                         

1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი

300

რომელი ნაწარმოების მიხედვით არის ეს ფილმი გადაღებული და ვინ არის ამ თხზულების ავტორი?

"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი";

ნოდარ დუმბაძე;

300

დაალაგეთ ბრუნვის ნიშნები საჭირო თანმიმდევრობითა და ბრუნვათა სახელწოდებების მითითებით:  -ად, -ი, -ით,-ის, -მა,-ო, -ს

სახელობითი -ი;

მოთხრობითი - მა;

მიცემითი - ს;

ნათესაობითი - ის;

მოქმედებითი - ით;

ვითარებითი - ად;

წოდებითი - ო;

300

რომელი წიგნი დაიბეჭდა პირველად თბილისის სტამაში?

"სახარება"

400

ვის მიაწერს XI საუკუნის მემატიანე ლეონტი მროველი ქართული ანბანის შექმნას?    

,,ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა- და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული".                     


მეფე ფარნავაზს;

400

სად დგას დედაენის ძეგლი და ვინ არიან ავტორები? 

                                                                                           

საქართველოში დედაენას ძეგლი დაუდგეს თბილისში, დედა ენის ბაღში.

დედაენის ძეგლის ავტორები არიან ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი;


400

დაასახელეთ ნაწარმოები და ეპიზოდი.

"პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,

მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;

გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,

მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად."


"ვეფხისტყაოსანი";

 ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი;

400

რომელია ზედმეტი: წყარო, თარო, ღვინო, სპილო, კილო, დრო

ზედმეტია - ღვინო;

400

1912 წელს თბილისის სტამბაში დაიბეჭდა...

"ვეფხისტყაოსანი"

500

დაასახელეთ ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში.                                                                                            

იერუსალიმის მახლობლად, იორდანეს უდაბნოში აღმოჩენილი წარწერა.

500

რატომ დასჭირდა ქართულ ენას დაცვა?

გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

500

დაასახელეთ ტექსტისა და მუსიკის ავტორი.

"ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე-მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი

წილნაყარია ღმერთთანა".


ტექსტის ავტორი - დავით მაღრაძე;

მუსიკის ავტორი - ზაქარია ფალიაშვილი, იოსებ კეჭაღმაძე;

500

იპოვეთ შეცდომა და გაასწორეთ;

1.უფოთლო ტყეში შემოჭრილ  გრიგალივით შემოვიდა მატარებელი.

2.გულს მომეშვა...კეთილს გუნებაზე დავდექი.

3.ანანია დიდის ამბით შეხვდა მოსულს.

1.შემოჭრილი გრიგალივით;

2.გულზე მომეშვა; კეთილგუნებაზე;

3.დიდი ამბით;

500

ვის ეკუთვნის დოკუმენტური პროზის, სამოგზაურო ჟანრის  ერთ-ერთი ნიმუში მოგზაურობა ევროპაში, რომელშიც დღიურების სახით აღწერილია საფრანგეთსა და იტალიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები.

სულხან-საბა ორბელიანი;

M
e
n
u