ამ ლეგენდამ, 2023 წელს რომაელი ცენტურიონის, კაიუს ანტივირუსის როლი მოირგო. ბრძოლის სცენების გადაღება, მისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე წესით არც უნდა გასჭირვებოდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
2005 წელს, პირველი ავსტრალიელი გახდა, რომელიც დრაფტის პირველ ნომრად აირჩიეს. დამატებითი მინიშნებისთვის იმასაც გეტყვით, რომ სწორედ ის ჩაანაცვლა 2016 წელს ზაზა ფაჩულიამ
ენდრიუ ბოგუტი
2010 წლის 22 ივნისი იდგა. მატჩის დაწყებისას ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ შეხვედრაში 183 გეიმს, 216 ეისს და 980 მოგებულ ქულას იხილავდნენ. გვითხარით რომელ 2 ჩოგბურთელს შორის იყო ეს დაპირისპირება
ჯონ ისნერი Vs. ნიკოლას მაჰუთი
მისი რეალური სახელი RasenBallsport მაგრამ რეალობაში სრულიად სხვა სახელით ვიცნობ. რა სახელით ვიცნობთ 2009 წელს დაარსებულ ამ კლუბს?
RB Leipzig
ქართველებისთვის ძალიან ცნობილ ფილმში, ის მის თანაგუნდელებთან ერთად ბარის სცენაში ჩნდება. ქართული თარგმანის მიხედვით კი, მთავარი როლის შემსრულებლის მამას, სწორედ მისი სახელი ჰქვია
რაული
სან ანტონიო სპურსს, დრაფტის პირველი პიკი ისტორიაში სულ 3-ჯერ ჰქონია. ვემბანიამასგან სწორედ წინა ორის დანატოვარის გაგრძელებას ითხოვენ
ტიმ დანკანი და დევიდ რობინსონი
NBA-ში მოპოვებული ბეჭდების მიხედვით, ეს კალათბურთელი მხოლოდ ორ გუნდს ჩამორჩება. ბოსტონ სელტიკსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს
ბილ რასელი
ეკვადორში დაფუძნებული ეს გუნდი ესპანელმა იმიგრანტმა, ეუტიმიო პერესმა დაარსა. მიუხედავად იმისა, რომ 1925 წლის შემდეგ ქვეყნის ტიტული ბევრჯერ მოუპოვებია, მისი არსებობა მაინც მისის სახელის გამო ვიცით
Barcelona S.C.
როდესაც მას ვუყურებთ, მივხვდებით, რომ რეჟისორი არგენტინის და მესის დიდი გულშემატკივარია, რადგან ჯერ არ ჩატარებულ მუნდიალზე, ფინალს არგენტინას აგებინებს. ფილმში ეპიზოდურ როლს სწორედ ის ფორვარდი ასრულებს, რომლის მშობლიურ ქალაქშიც მიმდინარეობს ფილმის სცენარი
ბუდუ ზივზივაძე
1969 წლის დრაფტის პირველი ნომერი, ფერდინანდ ლუის აალსინდორი გახლდათ, და სწორედ მას აქვს NBA-ის ისტორიაში, ყველაზე მეტი MVP-ის ჯილდო. რა სახელით ვიცნობთ ამ ადამიანს?
კარიმ აბდულ-ჯაბარი
1187 გამარჯვება კარიერაში. 45-ჯერ მოგებული ბაშო, 16 ძენშო-იუშო (დაუამრცხებლად მოგება) რომელ იოკოძუნაზე ვსაუბრობ?
ჰაკუჰო
როდესაც საფეხბურთო კლუბი ჩელსი ყალიბდებოდა, მას სახელი შეიძლებოდა მეზობელი რაიონის „კენსინგტონის/Kensington“ საპატივცემულოდ დარქმეოდა. ჩელსის მუზეუმის თანამშრომლები ხშირად ხუმრობენ, რომ ბედნიერები არიან რომ ეს ასე არ მოხდა რადგან ბევრი ამ კლუბს დასცინებდა
დაასახელეთ 1930 წელს ამერიკაში დაფუძნებული კომპანიის სახელი
K.F.C.