გამოიცანით ის რაც დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს და დემოკრატიულობის ერთერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მას საფუძველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამედროვე პროცესისაგან განსხვავებული ფორმებით მიმდინარეობდა საზოგადოებისათვის მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლებოდა. ძველ საბერძნეთში, რომსა და შუა საუკუნეების ევროპაში ამ პროცესის მიღმა რჩებოდნენ გარკვეული ჯგუფები (ქალები, მონები, დაბალი სოციალური ფენა). დასასრულს გეტყვით, რომ საქართველოში პირველი დემოკრატიული ეს 1919 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქალებსაც შეეძლოთ.
არჩევნები
დაასახელეთ დასავლეთ რომლის იმპერიის ბოლო იმპერატორი
რომულუს ავგუსტუსი
რომელ კონტინეტს ან ქვეყანას უწოდებენ „უკუღმას“. ახსენი მნიშვნელობა
ავსტრალია
დაასახელეთ ბრიტანელი მოგზაური რომელმაც ანტარქტიდა მეორედ აღმოაჩინა?
ჯეიმს კუკი
რომელია მსოფლიოს უგრძესი მდინარე, დიდი კუნძული და ნახევარკუნძული?
ნილოსი
გრენლანდია
არაბეთის ნაევარკუნძული
დაასახელეთ ის რაც თანაბრად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ადამიანისთვის და ორგანიზაციისათვის. ძლიერი და მდიდარი ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სოციალ-ეკონომიკურ უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ მისი ეტიმოლოგია ბრიტანულ პარლამენტს უკავშირდება და ტყავის ქისასთან ერის დაკავშირებული. გამოსაცნობი რამ ქვეყნისთვის პრიორიტეტული და მისი შემუშავების პროცესში ჩართულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე.
ბიუჯეტი
ეს გატაცება ამ ხალხისთვს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ გადაწყვიტეს 4 წელიწადში ერთხელ შეკრებილიყვნენ და საკულტო რიტუალები ჩაეტარებინათ, რაც შემდგომ უფრო მრავალფეროვანი გახადეს. რომელ ხალხზეა საუბარი?
ბერძნები
რა ჰქვია ყინუნისგან თავისუფალ ადგილებს ანტარქტიდაში?
ოაზისები
გამოიცანით ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მის სახელს უკავშირდება ქართული სამართლის ძეგლი „დასტურლამალი“. 1707-1709 წლებში თავი მოუყარა არაბულ სამართლებრივ დოკუმენტებს, სისტემურად დაალაგა და თავადაც დაამატა ახალი დებულებები. ამ დოკუმენტით შედგენით ქართლის მეფე შეეცადა ხელისუფლების გამტკიცებასა და ფეოდალთა თვითნებობის ალაგმას.
ვახტანგ VI
დაასახელეთ ის რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური საქმიანობისათვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პრინციპი გვაძლევს შესაძლებლობას პრობლემები ადგილზე მოგვარდეს და ზედა დონეს არ გადაეცეს. ამით კი იზრდება მოქალაქეთა ჩართულობა და იზოგება რესურსები.
სუბსიდიარობის პრინციპი
გამოიცანით ის რის შესახებაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშავდა:
მისი ტექსტი ერთ-ერთი პროგრესიული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.
საქართვერთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია
ეს სახელმწიფო მოღვაწე სულ ერთი წელიც არ ყოფილა ქვეყნის სათავეში, დაიწყო სამოქალაქო ომი, რაც მისი ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა.
რომელ პიროვნებაზეა საუბარი?
ზვიად გამსახურდია
რას ნიშნავს სიტყვა სარკინეთი? რომელ მხარეს უწოდებენ სარკინეთს?
რკინის მადნის მარაგს
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი
ვინ იყვნენ კონკისტადორები?
ესპანელი და პორტუგალიელი გაღატაკებული ვაჭრები, ოქროს მაძიებელები
ძვ. წ XII ს-ში ამ მეფემ ჩრდილოეთის ქვეყნებში ილაშქრა და ამ ლაშქრობის წარწერაც მიუძღვნა. ეს მეფე ჩრდილოეთი ქვეყნებს „ნაირის ქვეყნებსაც“ უწოდებდა. დაასახელეთ ეს ხალხი და მათი მეფე
ასურეთის მეფე ტიგლათფილისერი I
დაასახელეთ ის, რაც პირდაპირი დემოკრატიის ფორმად ითვლება და თავისი მნიშვნელობის გამო კანონის ძალა აქვს. ეს გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს შეუძლიათ. გამოსაცნობი „რამ“ საქართველოში პირველად 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა, სადაც დასმული იყო შეკითხვა „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
რეფერენდუმი
დაასახელეთ ე. წ ბარბაროსი ორი მეფე, რომლებმაც სხვადასხვა დროს რომის იმპერატორის ტიტული მიიღეს?
კარლოს დიდი და გერმანიის მეფე ოტო I საღვთო რომის იმპერატორი
საქართველოში ოთხი ალაზანია, ჩამოთვალეთ ისინი
ალაზანი
პირიქითა ალაზანი
პირაქეთა ალაზანი
ხისის ალაზანი
„ვისაც არ შეგეშინდებათ ღმერთების რისხვის და უარყოფთ ჩემს მიერ დადგენილ კანონებს, დაამახინჯებს ჩემს სიტყვებს, შეცვლის ჩემს ბრძანებს, ვინც არ უნდა იყვეს დაწყევლის ღმერთი“- რომელ კანონმდებელ მეფეზეა საუბარი?
მეფე ხამურაბი
დაასახელეთ ის, რაც შეიძლება იყო მოქნილი, მყარი, დაწერილი, დაუწერელი, დროებითი ან მუდმივი
კონსტიტუცია
დაასახელეთ მოვლენა თანამედროვე სამყაროში შეუქცევადია და ამვე დროს ტექნოლოგიურმა პროგრესმა კიდევ უფრო დააჩქარა. სწორედ მის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა თქვა: „ეს ქარიშხალია, რომელმაც შეიძლება თქვენი სახლიც დაანგრიოს და თქვენი ქარის წისქვილიც სწრაფად აამუშაოს, საკითხავია, როგორ გამოიყენებთ მას“
გლობალიზაცია
ამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ ჩვ. წ აღრიცხვამდე პერიოდში საცხოვრებელს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ეძებდნენ და შემდეგ იქ სახლდებოდნენ, მათ ასეთი დასახლებები საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს, ვისზეა საუბარი?
ბერძნები
გამოიცანი ქვეყანა, რომელსაც სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანა ესაზღვრება, ამავე დროს არის კონტინენტზე ყველაზე დიდი?
ბრაზიალია
ამ მეფემ რამდენჯერმე შეცვალა სტრატეგია თავის ქეყნის დამპყრობლებთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ბოლოს თვითონ დარჩა დაზარალებული. რადგან ერთერთმა ქვეყნის წარმომადგენლებმა ის თავიდან მოიშორეს და მეფე მოკლეს, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რომელ მეფეზეა საუბარი?
გუბაზი
დაასახელეთ ქვეყანა, სადაც საკუთარ ღმერთებთან ერთად სხვა სქვეყნების ღმერთებსაც პატივს სცემდნენ და თავისი ღმერთების გვერდით ათავსებდნენ მათ ღმერთებს.
ხეთების ათასი ღვთაების ქვეყანა