გასული წლის მარტში ამ ბერძენის ოდისეამ თბილისში წარუმატებლად ჩაიარა. დაასახელეთ ამ სპორტსმენის სახელიც და გვარიც
ოდისეას ვლახოდიმოსი
მწვანე მინდვრიდან თავი განსაკუთრებით 2014 წელს დაგვამახსოვრა, მართალია მის სახელს სხვანაირად წარმოთქვამენ, მაგრამ ამჟამად მექსიკური “ლეონის” ფეხბურთელის მამას მისი ამ კატეგორიაში ჩასმა ძალიან გაუხარდებოდა
ხამეს (ჯეიმსი) როდრიგესი
დაგვისახელეთ ის სკანდინავიური ნაკრები, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში თბილისში დავამარცხეთ
დანია
ლოგიკურია, რომ ცნობილი ფილოსოფოსის მოსეხნიო ამ მცველს „ვერდერშიც“ და „ბორუსიაშიც“ მაისურზე მხოლოდ სახელი ეწერა. დაასახელეთ მისი გვარი
სოკრატის პაპასტატოპულოსი
ფეხბურთზე შეყვარებული ეს კაცი შესაძლოა სულ სხვა როლში გახსოვდეთ, თუმცა მისი სახელის გაგონება ერთ-ერთი იმერული კლუბის საშინაო თამაშებზე შეგიძლიათ
ეროსი მანჯგალაძე
ამ ჯეიმსს წარმატებული სპორტული კარიერის გარდა, გამორჩეული გარეგნობითაც ვიცნობთ. ვიზუალის ეს ელემენტი მის მეტსახელშიც აისახა
ჯეიმს ჰარდენი
ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოსა და თურქეთს შორის მატჩს რომ მშვიდად ჩაევლო, ეგ უფრო გაგვიკვირდებოდა. 200 ქულის მოსაპოვებლად გაიხსენეთ ის თურქი კალათბურთელი, რომელსაც დუდა სანაძესთან დაპირისპირების გამო მოედანი ნაადრევად დაატოვებინეს
ფურკან კორკმაზი
პოლონური წარმოშობის ეს ამერიკელი, ოლიმპიური და კოლეჯის კალათბურთის ნამდვილი ლეგენდაა. მისი თავკაცობით აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმა ზედიზედ 3 ოქროს მედალი მოიპოვა. დაასახელეთ მისი გვარი
მაიკ კრჟიჟევსკი
მაიას კულტურისთვის კარგად ცნობილი ეს კლუბი 1920-იან წლებში არგენტინულ ფეხბურთში ქარიშხალივით მძვინვარებდა
ჰურაკანი
გასული სეზონის დერბიში, 98-ე წუთზე გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლის შემდეგ, ნაკრებში გამოძახების მოლოდინში მყოფმა ამ ადამიანმა “სამი ლომის” სოციალური ქსელები ალბათ არაერთხელ “დასტალკა”
ჯეიმს ტარკოვსკი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული პირველი მატჩი ევრობასკეტზე 2011 წლის 31 აგვისტოს ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში ჩაატარა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით 81-59 დასრულდა. გაიხსენეთ, რომელი ნაკრები დავამარცხეთ კლაიპედაში
ბელგია
ეს აფრიკელი ყოველთვის აღიარებდა, რომ მხოლოდ ფულისთვის თამაშობდა. თანაგუნდელის, ლუკა მოდრიჩის, „ჩელსიში“ ჩაშლილ ტრანსფერზე კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ საერთოდ ვერ ხვდებოდა, რატომ შეიძლებოდა ფეხბურთელის გაკრიტიკება პრინციპულ მეტოქესთან გადასვლის სურვილის გამო. დაასახელეთ მისი გვარი
ბენუა ასოუ-ეკოტო