ფერადი გვარები
ცხოველთა სამყარო
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
ის ურჩევნია მამულსა…
100

არც ისე ხასხასა ხასიათის ამ კალათბურთელს შესანიშნავი დაცვით ვიცნობთ, თუმცა NBA-ში წლის საუკეთესო დამცველის წოდება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა - დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი

დრეიმონდ გრინი

100

ვინ იცის, რომ არა ფაბიენ ბარტეზი, საკულტო ფოტოს ერთ-ერთი გმირი შესაძლოა, სწორედ ის გამხდარიყო - დაგვისახელეთ ეს ფეხბურთელი

ბერნარ ლამა

100

ამ მრავალგზის მსოფლიო და აწ უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ishowspeed-თან კინაღამ სპრინტის დუელი დათმო - დაგვისახელეთ ეს სპორტსმენი

ნოა ლაილსი

100

სტავანგერელ ალფის კარგი კარიერა ჰქონდა, სანამ ერთმა ბრაზიანმა კაცმა მძიმე ტრავმა არ მიაყენა, თუმცა წლების შემდეგ ალფის შვილმა შური იძია და ბრაზიანის კაცის გუნდი არაერთხელ დაამწუხრა - დაგვისახელეთ შვილის სახელი და გვარი

ერლინგ ჰოლანდი

200

წინარმორბედისგან განსხვავებით, ის ასტროლოგიას ყურადღებას, ალბათ, ნაკლებად აქცევდა. თუმცა ნაკრებში მუშაობისას ფეხბურთელობის პერიოდის წარმატებები ნამდვილად ვერ გაიმეორა

ლორან ბლანი

200

ბურთის „მოპარვის” განსაკუთრებული უნარის გამო, 1997 წელს დაბადებულ ამ კალათბურთელს მეტსახელი ანიმაციური სერიალის „Dora The Explorer”-ის ერთ-ერთი პერსონაჟის გამო შეურჩიეს - დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი

დე’აარონ ფოქსი

200

Euro 2024-ზე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ორი გოლი გავიდა. „მეორეადგილოსანი“ მერიჰ დემირალის ავსტრიასთან გატანილი გოლია. გაიხსენე „პირველადგილოსანი“ გოლის მატჩის მონაწილე ორივე ნაკრები

 ალბანეთი - იტალია

200

იომარ დო ნაშიმენტო მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა მისი შვილები ფრენბურთელი დედის გვარს იყენებენ, 200 ქულის მოსაპოვებლად დაგვისახელე თუ რა გვარით ვიცნობთ 1991 და 1993 წელს დაბადებულ შვილებს

ტიაგო და რაფინია ალკანტარები

300

თუ გერმანული იცი, გაგიმართლა. თუ გაიხსენებთ, ვინ არის „ლესტერისა“ და „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე მხცოვანი ფეხბურთელი, მაშინ ეს 300 ქულა ნამდვილად დამსახურებული იქნება - დაგვისახელეთ ვისზეა საუბარი

მარკ შვარცერი

300

ამერიკელი მამის შვილმა ამ სპორტსმენმა 2024 წელს პარიზში ტიტული ვერ დაიცვა, რის შემდეგაც ძიუდოს ჩამოშორდა და გადაწყვიტა, ბედი პროფესიონალურ ჭიდაობაში სცადოს. - დაგვისახელეთ ეს ადამიანი

აარონ ვულფი

300

1997 წლის მიწურულს, დალას „მავერიქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა უელსი მოედანზე მომავალი ჩემპიონების ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ ჯარიმების ასაღებად შეუშვა. ბუბამ 6 ფოლი რეკორდულ - 2 წუთსა და 43 წამში აიღო, მოედანი „ღირსეულად“, რეკორდსმენის სტატუსით დატოვა. დაგვისახელეთ ის კალათბურთელი, რომელზე „სანადიროდაც” ბუბა უელსი პარკეტზე გამოჩნდა

დენის როდმანი

300

როლან გაროსის ჩემპიონი მამისა და "მის შვედეთის" გამარჯვებული დედის შვილს განსაკუთრებული დაცვითი უნარები გამოარჩევდა, რისი წყალობითაც NBA-ის სეზონის საუკეთესო დამცველის წოდებასაც გამოკრა ხელი - დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი

იოაკიმ ნოა

M
e
n
u