სპორტსმენები ისტორიული სახელებით
ბალკანელები NBA-ში
პოტერიადა
ჩემპიონთა ლიგის ფინალები
100

აღსანიშნავია, რომ Euro 2020-ზე უნგრეთის ნაკრებში ამ სახელის მქონე ორი ფეხბურთელი ირიცხებოდა. საინტერესო დამთხვევა იქნებოდა, უნგრეთის ქვეჯგუფის მატჩები რომში რომ გამართულიყო. - გაიხსენე ეს სახელი

ატილა

100

კალათბურთის ამ მოცარტზე მაიკლ ჯორდანი ამბობდა: “მის წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნება იყო. ჩვენ მუდამ დაძაბული ბრძოლა გვქონდა, ცუდია, რომ ეს ცოტა ხანი გაგრძელდა” - ეს ბრძოლები, სავარაუდოდ, უფრო დიდხანსაც გაგრძელდებოდა, რომ არა 1993 წლის 7 ივნისს, ინგოლშტადთან მომხდარი შემთხვევა. დაგვისახელეთ, თუ ვის უწოდებენ კალათბურთის მოცარტს

დრაჟენ პეტროვიჩი

100

მიუხედავად იმისა, რომ მეტი და ან ძმა არ ჰყავთ, ფრანც და მორიც ვაგნერებს ინსტაგრამზე სწორედ ეს გვარი უწერიათ. - დაგვისახელეთ რა გვარზეა საუბარი

უიზლი

100

დაგვისახელეთ პირველი კლუბი, რომელმაც საკუთარ სტადიონზე შეძლო ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მოგება, თუკი გეტყვით რომ ფინალს, ევროპის ამ ერთ-ერთ გამორჩეულ არენაზე 124 000 გულშემატკივარი დაესწრო

რეალი

200

მას შემდეგ, რაც ეს ფეხბურთელი „ვალიადოლიდიდან“ „პაჩუკაში“ გაანათხოვრეს, აშშ-ს კიდევ უფრო მიუახლოვდა და თავისუფლად შეუძლია, მისი სრული სეხნიის მკვლელობის ადგილი თუ არა, სირჰან სირჰანი მაინც მოინახულოს, რომელიც სასჯელს სან დიეგოს მიმდებარედ იხდის. - დაგვისახელეთ ეს ფეხბურთელი

რობერტ კენედი ნუნეშ დუ ნასიმენტუ

200

2001 წლის ევროპისა და 2002 წლის მსოფლიოს ამ ჩემპიონს NBA-ის 5 გუნდში უასპარეზია, თუმცა თავი კალიფორნიული გუნდის შემადგენლობაში გაგვაცნო. აღსანიშნავია, რომ All Star-ზე სამქულიანების კონკურსი ორჯერ აქვს მოგებული, NBA-ის ჩემპიონი კი დირკ ნოვიცკისთან ერთად გახდა. დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი

პეჟა სტოიაკოვიჩი

200

1983 წელს დაბადებული ეს კალათბურთელი ნამდვილად მაგლების შვილია. კარიერის დიდი ნაწილი ინდიანაპოლისში გაატარა და 2009 წელს NBA-ის ოლ-სტარშიც იასპარეზა. - დაგვისახელეთ ვისზეა საუბარი

დენი გრეინჯერი

200

დაგვისახელეთ იმ ერთადერთი ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალის გამარჯვებული, სადაც ჩემპიონის გამოსავლენად ორი მატჩი გახდა საჭირო

ბაიერნი

300

ცნობილი სეხნიისგან განსხვავებით ევროპაში სპილოს ზომის ნაკვალევი ჯერ არ დაუტოვებია, თუმცა საფრანგეთში დაბადებულმა ამ ფეხბურთელმა ფესვებს არ უღალატა და ტუნისის ნაკრებში უკვე 35 შეხვედრა ჩაატარა. - დაგვისახელეთ ამ ფეხბურთელის სახელი და გვარი

ჰანიბალ მეჯბრი

300

NBA-ში საუკეთესო სეზონი 2015/16 წლებში ჰქონდა, როცა თამაშში საშუალოდ 12.2 ქულას აგროვებდა, თუმცა თქვენ ყველაზე კარგად შეიძლება თბილისში ჩაგდებული 25 ქულით გახსოვდეთ, რითიც საკუთარ ნაკრებს დრამატულ მატჩში გამარჯვება მოუტანა. - დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი

მირზა ტელეტოვიჩი

300

ეს იტალიელი 2016 წელს გენუიდან ტურინში გადარგეს, თუმცა იქ თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ტრანსფიგურაცია ფლორენციაში განიცადა. - დაგვისახელეთ ვისზეა საუბარი

როლანდო მანდრაგორა

300

1992 წლის 14 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამ ადამიანმა სტიუარტ პირსს სახეში თავი უთავაზა. სიმბოლურია, რომ მოგვიანებით, ამჯერად საკლუბო დონეზე, სწორედ მისი თავური გახდა დიდი გამარჯვების მომტანი. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი

ბაზილ ბოლი

M
e
n
u