ძველი წელთაღრიცხვით 336 წელს, 20 წლის ასაკში, იგი მაკედონელთა მეფე გახდა.
ალექსანდრე მაკედონელი
დისნეის ამ ანიმაციურ ფილმში 5 ყვავი მღერის სიმღერას „როცა ვხედავ მფრინავ სპილოს“
დაბო
კრწანისის ბრძოლაში დაღუპული ეს რაზმი ფშავ-ხევსურელი და არაგვისპირელი გლეხებისგან შედგებოდა.
სამასი არაგველი
10. იგი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სიაა, რომელშიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველებია შეყვანილი.
პასუხი: წითელი წიგნი
ეს სათამაშო გაყიდვაში უნგრული სახელით „ბუვოს კოცკა“ ჩაეშვა. იგი 1974 წელს 3D პრობლემების სასწავლებელ მოდელად გამოიგონეს.
რუბიკის კუბი
ამ მებრძოლების სიცოცხლეს ცერის პოზიცია წყვეტდა. მაღლა აღმართული სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავდა, ქვემოთ მიმართული - სასიკვდილო განაჩენს.
გლადიატორები
დისნეის 1961 წლის ანიმაციურმა ფილმმა ეს ლაქებიანი ძაღლის ჯიში კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
დალმატინელი
მარაბდის ბრძოლის ველზე ამ დედმამიშვილებთან ერთად დაც და დედაც დაიღუპა.
ცხრა ძმა ხერხეულიძე
20. მისი სხეულის სიგრძე 30 მეტრს, ხოლო წონა 150 ტონას აღემატება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხოველია.
პასუხი: ლურჯი ვეშაპი
ამ იაპონურ ლოგიკურ თავსატეხში ერთ დიდ უჯრაში ცხრაჯერ ცხრა, ანუ 81, პატარა უჯრაა მოთავსებული.
სუდოკუ
. ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებულ ამ ქალაქში მდებარეობდა.
ალექსანდრია
გერმანულ ენაზე ამ ანიმაციურ ფილმს ჰქვია: Schneewittchen und die sieben Zwerge.
ფიფქია და შვიდი ჯუჯა
ქართულ ფოლკლორში XVIII საუკუნის ამ ქალ გმირს მათე ყაჩაღად იცნობდნენ.
მაია წყნეთელი
40. ერთ ქართულ ნაწარმოებში ავტორს ურჩევენ, რომ ან ტიანშანი დატოვოს სათაურად ან ეს.
პასუხი: ცისფერი მთები
ეს კლასიკური თამაში კომპიუტერულმა მეცნიერმა, ალექსეი პაჟიტნოვმა, 1985 წელს გამოიგონა და ბლოკებისგან შედგება.
ტეტრისი
მაკედონიური წარმოშობის მიუხედავად, ეს დედოფალი ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დედოფლად ითვლება, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კლეოპატრა
2016 წელს გამოსვლიდან მალევე ამ ანიმაციური ფილმის ტაიტურ ენაზე გახმოვანებული ვერსიაც გამოვიდა ეკრანებზე.
მოანა
ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლ ამ გლეხს მიხეილ ჯავახიშვილმა ვრცელი რომანი მიუძღვნა, მასზე დაწერილი ლექსი კი ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლია.
პასუხი: არსენა ოძელაშვილი
ჩათვლა: არსენა მარაბდელი
ასე ჰქვია გია ყანჩელის ერთ-ერთ კომპოზიციას; მათი ხშირად ხილვა შემოდგომაზეც შეგიძლიათ.
პასუხი: ყვითელი ფოთლები
40. ითვლება, რომ პირველი ეს ხეზე ამოკვეთილი ინგლისის რუკა იყო, რომელიც მრავალ ნაწილად იყო ამოჭრილი.
ფაზლი
ამ ანტიკური რეგიონის სახელწოდებამ შეიძლება პალმა მოგაგონოთ; იგი შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მეწამული ქვეყანა“, ხოლო მის ცნობილ პორტებს შორის იყო: უგარიტი, სიდონი და ბიბლოსი.
ფინიკია
ესპანურენოვან ქვეყნებში დისნეის ეს ანიმაციური ფილმი ცნობილია როგორც „La Sirenita“ (ლა სირენიტა).
არიელი(პატარა ქალთევზი)
ბახტრიონის ბრძოლის დროს ეს თუში სახალხო გმირი ერთ-ერთი პირველი გადაფრინდა ბახტრიონის ციხის გალავანზე, რაზმთან ერთად კარიბჭის მცველები დახოცა და ქართველები ციხეში შეუშვა.
ზეზვა გაფრინდაული
30. ნოდარ დუმბაძის ამ რომანში მოქმედება ციხეში ხდება.
პასუხი: თეთრი ბაირაღები
თარაზულად: პირველი ის არტურ უეინმა შექმნა; შვეულად: პირველად იგი 1913 წელს გაზეთ New York World-ში გამოჩნდა.
კროსვორდი