2010 წელს ესპანეთში უცნაური ჩემპიონატი ჩატარდა. ეკვადორელი გამარჯვებული, შეჯიბრის დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი იქსი 70 დეციბალს შეადგენდა. ზოგჯერ ამან შეიძელება თქვენი პარტნიორი ღამით შეაწუხოს. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსი!
ხვრინვა
ამ ქვას ძველი ჩინელები მოსიყვარულეს უწოდებდნენ. რა სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ ქვას?
მაგნიტი (ბუნებრივი მაგნიტი)
უხილავი მსახური“ ძველ საბერძნეთში ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ მონას, რომელსაც ყველაზე მარტივი და ფიზიკური დავალება ჰქონდა: მას ბავშვი სკოლამდე უნდა მიეყვანა და უკან დაებრუნებინა. მას არ ჰქონდა სწავლების უფლება, თუმცა დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა და დღეს ის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალს აღნიშნავს. კითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა
პედაგოგი ( მასწავლებელი)
"მილიონი აატირა" - " მილიონი გააცინა" სხვაობა ქუდშია 
ჰიტლერი და ჩაპლნი
ბრიტანელი კომიკოსის, კენ დოდის თქმით ჰონოლულუ იდეალური ადგილია დასვენებისთვის. იქ ყველაფერია - აცხადებს კენი - ქვიშა ბავშვებისთვის, მზე - ცოლისთვის და ზვიგენები... ვისთვისაა განკუთვნილი ზვიგენები დოდის აზრით?
სიდედრისთვის

თქვენს წინაშეა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ქუჩაზე 1967 წლის 3 სექტემბერს გადაღებული ფოტო. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა შეიცვალა 1967 წლის 3 სექტემბერს შვედეთში.
საგზო მოძრაობის ზოლი.
1801 წლამდე მოსწავლეები სკოლაში პატარა, ინდივიდუალურ ფიქლებს (სწერლებს) იყენებდნენ. ედინბურგელმა გეოგრაფიის მასწავლებელმა, ჯეიმს პილანსმა, გადაწყვიტა, რომ რუკების ჩვენება მთელი კლასისთვის ერთდროულად უფრო ეფექტური იქნებოდა. მან აიღო ბევრი პატარა ფიქალი და ისინი კედელზე ერთ დიდ ზედაპირად შეაერთა. კითხვა: რა ნივთი გამოიგონა მან ამით, რომელიც დღეს ნებისმიერი საკლასო ოთახის სიმბოლოა?
დაფა
2003 წელს კალიფორნიის შტატის გუბერნატორად გახდომის შემდეგ არნოლდ შვარცენეგერმა შეწყვიტა კინოში გადაღება, ვინაიდან ამას კრძალავს აშშ-ს კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის ერთი გამონაკლისი. არნოლდ შვარცენეგერს ეკრძალებოდა კინოში ნებისმიერი როლის შესრულება, გარდა ერთისა. ყურადღება შეკითხვა: ვისი როლის შესრულების უფლება ჰქონდა გუბერნატორად ყოფნის დროს არნოლდ შვარცენეგერს?
არნოლდ შვარცენეგერის
იტალიური ანდაზა: “არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად ...” დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით.
მოვა შემდეგი
შუასაუკუნეების იაპონიაში ამ ნივთით სარგებლობის უფლება მხოლოდ იმპერატორებს და დიდგვაროვნებს ქონდათ. უბრალო მოსახლეობას უწევდა ფართო ფარფლებიანი ქუდით გასულიყო იოლად. რა ნივთზეა საუბარი?
ქოლგა
ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები ხშირად კამათობენ იმ ნივთის შესახებ, რომელსაც მასწავლებლები ტრადიციულად იყენებენ. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ამ ნივთის ფერი მოსწავლეებში ქვეცნობიერ შიშს, აგრესიას და სტრესს იწვევს, რის გამოც დასავლეთის ბევრ სკოლაში მასწავლებლებს ალტერნატივით ჩანაცვლებას სთხოვენ. კითხვა: კონკრეტულად რაზეა საუბარი?
წითელი ფერის კალმი.
ეს ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი ერთხელ სან-ფრანცისკოში საკუთარი თავის მსგავსების კონკურსზე (ორეულების კონკურსი) დარეგისტრირდა. მან გადაწყვიტა, ინკოგნიტოდ მიეღო მონაწილეობა, რათა ენახა, როგორ განასახიერებდნენ სხვები მის ცნობილ პერსონაჟს. ირონიულია, რომ მან გამარჯვება ვერ მოიპოვა და მხოლოდ მე-20 ადგილი დაიკავა. კითხვა: დაასახელეთ ეს მსახიობი.
ჩარლი ჩაპლინი
ამსტერდამელი უფოლოგი პროფესორი იან დერ მეერი თვლის, რომ თუ დედამიწაზე არამიწიერი ცვილიზაცია ჩამოფრინდება, ის დაინტერესდება უპირატესად სამი რამით: წყლით, ალკოჰოლით და ... რით?
ქალებით
უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, სამი წლის ბავშვისთვის ეს 12-ის ტოლია. 6 წლისასთვის - 10, ზრდასრულ ადამიანს 7-8-ც ყოფნის. რა ეწოდება ამ მდგომარეობას?
ძილი
შეკითხვის ავტორი გადააწყდა კარიკატურას, რომელზეც გამოსახულია ლოგინზე წამომჯდარი ორი საკანცელარიო ნივთი. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ეს რომანი მე შემიწირავს“. დაასახელეთ ორივე ნივთი.
სათლელი და ფანქარი
დეილ კარნეგი ამერიკელებს სთავაზობს, რომ მძიმე წუთებში ჯიბიდან ამოიღონ აბრაამ ლინკოლნის პორტრეტი და კარგად დააკვირდნენ მას. კარნეგის აზრით ლინკოლნის სახეს დამაწყნარებელი ეფექტის მოხდენა შეუძლია. სად და როგორ შეუძლიათ ამერიკელებს იშოვნონ ლინკოლნის პორტრეტი?
ლინკოლნის პორტრეტი ხუთდოლარიანზეა გამოსახული
როდესაც ბოტკინს ჰკითხეს, თუ როგორი სახის ვარჯიშებია საუკეთესო წონის დაკლებისათვის, მან უპასუხა: თავის შემობრუნება მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ. გვითხარით, თუ რა ვითარებაშია ეს ვარჯიში ყველაზე ეფექტური?
როდესაც საჭმელს გთავაზობენ.
გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობაში აღწერს მიტოვების პირას მდგომ სოფელს საიდანაც მოსჩანს რამოდენიმე „იმედის თეთრი ძაფი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ, თუ რას წარმოადგენენ ზემოხსენებული იმედის თეთრი ძაფები.
საკვამურებიდან ამოსულ კვამლს
ითვლება, რომ რკალზე მოძრაობისას ეს ბურთულა წუთში 5000 ბრუნს აკეთებს, სწორ ხაზზე მოძრაობისას კი - 20 000-ს. სად მდებარეობს ეს ბურთულა?
კალამში ( პასტაში)
ჟურნალ "ესქუაიერში" გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც ეს ადამიანი ამბობს: "ჩემს ქვეყანაში ჯერ ციხეში მდიხარ, შემდეგ კი პრეზიდენტი ხდები“. ყურადღებით, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი
ნელსონ მანდელა