მცენარეთა უმეტესობა ყვავილსა და ნაყოფს იკეთებს, ამიტომ მათ ----------- მცენარეებს უწოდებენ.
რა არის გამოტოვებული სიტყვა?
ყვავილოვან
მცენარეებს ხმელეთის ზედა ფენაში – ---------- ფესვები აქვთ გადგმული.
რა არის გამოტოვებული სიტყვა?
ნიადაგში
----------- ერთმანეთთან აკავშირებს ფესვს, ფოთოლს, ნაყოფს.
რა არის გამოტოვებული სიტყვა?
ღერო
ფოთლების უმეტესობას აქვს ---------- და ---------- ----------.
რა არის გამოტოვებული სიტყვები?
ყუნწი და ფოთლის ფირფიტა
რა ჰქვია ფოთოლში წარმოქმნილ საკვებ ნივთიერებას?
შაქარი
რას იღებს მცენარე მზისგან?
სინათლესა და სითბოს
ფუნჯა ფესვში გამოყოფენ ერთ ყველაზე მსხვილ – მთავარ ფესვს.
ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს წინადადება?
მცდარია.
იმისათვის, რომ მცენარე კარგად განვითარდეს, მის ყველა ორგანოს უნდა მიეწოდოს ---------- და ----------- -----------.
რა არის გამოტოვებული სიტყვები?
წყალი და საკვები ნივთიერებები
ფოთლის დანიშნულებაა ზედმეტი წყლის ------------.
რა არის გამოტოვებული სიტყვა?
აორთქლება
სინათლეზე ფოთლებში საკვების შექმნას -------------- ეწოდება.
რა არის გამოტოვებული სიტყვა?
ფოტოსინთეზი
დაასახელეთ მცენარის ორგანოები.
ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი, თესლი.
ფუნჯა ფესვები აქვს ხორბალს, ხახვს, მრავალძარღვას და ა.შ.
ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს წინადადება?
ჭეშმარიტია.
ღერო, მასში არსებული სხვადასხვა მილის დახმარებით, მთელ მცენარეს წყალსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის.
ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს წინადადება?
ჭეშმარიტია.
თუ ყუნწზე მხოლოდ ერთი ფოთლის ფირფიტაა მიმაგრებული, ასეთი ფოთოლი რთულია. მარტივი ფოთლის ყუნწზე რამდენიმე ფოთლის ფირფიტაა განლაგებული.
ჭეშმარიტია თუ მცდარი ეს წინადადება?
მცდარია.
დღე-ღამის რომელ მონაკვეთში წარმოიქმნება ფოთლებში საკვები? რატომ?
დღისით, რადგან სინათლეა