სპორტი
გეოგრაფია
ისტორია (XX-XXI)
ფილმები
რენდომი
100

ფორმულა ერთს ჰყავს ორი შვიდგზის ჩემპიონი. დაასახელეთ ერთი ამ ორიდან.

Michael Schumacher ან Lewis Hamilton

100

ეკვატორი წარმოსახვითი წრეა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს ყოფს ერთმანეთისგან. სამხრეთ ამერიკაში მდებარე ერთ-ერთ ქვეყანას სწორედ ამ წარმოსახვითი წრისგან აქვს სახელი. დაასახელეთ ეს ქვეყანა, თუ ეკვატორისგან მხოლოდ ერთი ასოს განსხვავება გვხვდება მის სახელში.

ეკვადორი

100

ორ სტენფორდის სტუდენტს სურდა ინფორმაციის ორგანიზატორი ვებსაიტის შექმნა. ვებსაიტის სახელს უნდა აღენიშნა მისი სიდიდე, თუმცა მათ შეეშალათ და არასწორი დამარცვლით დაარეგისტრირეს დომენი. დაასახელეთ ეს ვებსაიტი/კომპანია.

გუგლი (google vs googol)

100

ამ პერსონაჟის ზღაპარი დაახლოებით 1550 წელს დაიწერა. მიუხედავად ამისა ეკრანებზე მისი მისი დებიუტი 2004 წელს შედგა და მისი მასპინძელი ანიმაციური ფილმი "შრეკი ორი" გახდა. დაასახელეთ ეს უჩვეულო ჩაცმულობის მქონე პერსონაჟი.

ჩექმებიანი კატა

100

იტალიელების უმეტესობა ანტონიო მეუჩის განიხილავს, როგორც ტელეფონის პირველ გამომგონებელს. ეს რაღაც დონეზე სწორიც არის, რადგან ამ ადამიანს უბრალოდ არ ჰქონდა ფული, რათა მისი გამოგონება დაეპატენტებინა. მას ეს სხვამ დაასწრო და სწორედ ამ სხვას ვიცნობთ დღეს, როგორც ტელეფონის გამომგონებელს. დაასახელეთ ეს "გამომგონებელი".

ალექსანდერ გრაჰამ ბელი

200

1990 წელს კრივის მატჩამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ბასტერ დაგლასს დედა გარდაეცვალა, რის გამოც მას მონაწილეობის მიღება არ სურდა. მიუხედავად ამისა მან მისი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი, რომელმაც ამ მებრძოლის რკინის დაცვა გატეხა. დაასახელეთ, თუ ვინ დაამარცხა ბასტერ დაგლასმა.

მაიკ ტაისონი (Iron Mike)

200

ეს ქვეყანა არის ყველაზე დიდი ხმელეთზე ჩაკეტილი ქვეყანა მსოფლიოში. დაასახელეთ ის, თუ სწორედ ამ ქვეყანამ მოუტანა ყველაზე დიდი წარმატება საშა-ბარონ კოენს.

ყაზახეთი

200

1945 წელს ამერიკელები ჰიროშიმასა და ნაგასაკის ორი ატომური ბომბით დაესხნენ თავს. რა ერქვა ატომურ ბომბს, რომლითაც ამერიკელებმა ნაგასაკი დაბომბეს?

მსუქანი კაცი (fat man)

200

ჰარი პოტერის სამყაროში ქვიდიჩი ყველაზე პოპულარული სპორტია. ამ სპორტში ოთხი ბურთი გვხვდება, თუმცა თამაშის გამოგონებისას ერთ-ერთი თავიდან ბურთი არ იყო. მის ნაცვლად იყენებდნენ ჩიტს, კონკრეტულად სნიჯეტს. დაასახელეთ ეს ოქროსფერი ბურთი, თუ მისი დაჭერისას გუნდი 150 ქულას იღებს.

სნიჩი (ოქროს სნიჩი)

200

ამ ბენდის სიმღერებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რელიგიურ ჯგუფებში რის გამოც მათ ბენდის სახელწოდება "გაშიფრეს" როგორც ანტი ქრისტიანული ეშმაკის შვილები. მიუხედავად ამ ზეწოლის და წინააღმდეგობისა ეს ელექტრული ჯგუფი როკის ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბენდად რჩება. დაასახელეთ ეს ბენდი.

AC/DC

300

ამ მოთამაშეს ბევრი უნარი გამოარჩევდა საშუალოსგან, თუმცა ის არ იყო სუპერვარსკვლავი. მიუხედავად ამისა, ის ხალხს უმეტესად იმით ახსოვს, რომ დიდ თამაშებში ანგელოზად მოევლინებოდა ხოლმე გუნდს. დაასახელეთ ეს ფეხბურთელი, თუ კარიერის განმავლობაში მისი გუნდელების რიგებში მესი და რონალდუც ყოფილან.

ანხელ დიმარია

300

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა და ყველას თავისი უნიკალური დროშა აქვს. ამ ქვეყნის დროშა ყველასგან იმით გამოირჩევა, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც არ არის მართკუთხედის ფორმის. დაასახელეთ ეს ქვეყანა.

ნეპალი

300

დაასახელეთ მილიტარისტული სტრატეგია, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუ მისი თარგმანი გერმანულიდან "ელვის ომი" გახლავთ.

ბლიცკრიგი

300

ფილმში "ინტერსტელარი" მთავარი გმირები wormhole-ს გავლით სხვა გალაქტიკაში აღმოჩნდებიან, რათა სამი პლანეტა მოინახულონ. დაასახელეთ, თუ რის ირგვლივ მოძრაობდნენ ეს პლანეტები, თუ მისი პირველი ფოტო 2019 წელს ბევრი ტელესკოპის კომბინირებული მუშაობით მივიღეთ.

შავი ხვრელი

300

1916 წელს მოტოციკლეტების მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ 12 მოდელი გაეგზავნა ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, რათა მათ ცხენებზე ამხედრებულ მექსიკელებზე კონკურენცია გაეწიათ. ამ მოვლენის წარმატებამ მოტოების ომში გამოყენება და საბოლოოდ ბაიკერთა კულტურის შექმნა გამოიწვია. დაასახელეთ ეს კომპანია.

ჰარლი-დეივიდსონი

400

1972 წელს რეიკიავიკმა უმასპინძლა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს. ბევრი სკანდალის შემდეგ ბობი ფიშერი დაითანხმეს თავისი პირობებით თამაშზე, სადაც მან საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. დაასახელეთ ეს მოჭადრაკე, რომელიც ფიშერმა დაამარცხა, რათა მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო.

ბორის სპასკი

400

თუ თქვენ ამ ადგილას აღმოჩნდებით, თქვენთან ყველაზე ახლოს კოსმოსში მდებარე ინტერნაციონალური კოსმოსური სადგური იქნება. დაასახელეთ ამ წერტილის სახელი, თუ ის ემთხვევა იმას, რის ძიებაშიც მარლინმა და დორიმ ერთი წელი გაატარეს.

ნემო (ნემოს წერტილი)

400

კომპანია ფორდმა სპეციალური დაკვეთით შექმნა პრეზიდენტის მანქანა, რომელშიც მგზავრობის დროს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. დაასახელეთ ამ მანქანის სახელი, თუ მასში ამერიკის სხვა პრეზიდენტის სახელი ფიგურირებს.

ლინკოლნ კონტინენტალი (ლინკოლნიც მიიღება)

400
ამ მსახიობს 1991 წელს რაინდის ტიტული მიანიჭეს დრამის მიმდინარეობაში გამორჩეული მოღვაწეობისთვის. მას ძალიან ბევრი წარმოიდგენდა ალბუს დამბლდორის როლში, თუმცა ის სხვა მოხუცი ჯადოქრის როლის შესრულებითაა ცნობილი. დაასახელეთ ეს ინგლისელი მსახიობი.

(სერ) იან მაქკელენი

400

1964 წლის 25 ივლისს პრეზიდენტ ლინდონ ბ ჯონსონს ლოკჰიდის სადაზვერვო თვითმფრინავის საზოგადოებისთვის წარდგენისას მოდელის სახელის წარმოთქმა აერია, რის შედეგადაც ამ მოდელს სახელი შეუცვალეს და დაარქვეს SR-71. დაასახელეთ მოდელის თავდაპირველი სახელწოდება, რომელიც პრეზიდენტ ჯონსონს უნდა ეთქვა თუ ის იშიფრებოდა როგორც Resonnance-Strike.

RS-71

500

ლეგენდის თანახმად ფეიდიპიდესმა იქსიდან ათენში წერილის მისატანად დაახლოებით 40 კილომეტრი გაირბინა. ჩვენ არ გთხოვთ იქსის დასახელებას, თუმცა უნდა დაასახელოთ დღეს რა სიგრძის არის იქსი.

42.195 კილომეტრი (42იც წავა)

500

ზღვის დონის ზემოთ მდებარე ყველაზე მაღალი წერტილი ევერესტის მთა არის, თუმცა ის არ არის ყველაზე მაღალი მთა. მთების სიმაღლე იზომება მათი ძირიდან პიკამდე და არა ზღვის დონიდან პიკამდე. დაასახელეთ სად მდებარეობს ყველაზე მაღალი მთა სიმაღლეში.

ჰავაის კუნძულებზე (მაუნა კეა)

500

მეოცე საუკუნეში მსოფლიომ უამრავი ომი გამოიარა, თუმცა ეს განსაკუთრებულად გამოირჩევა. 1932 წელს ავსტრალიელებმა ომი გამოუცხადეს იქსებს, რადგან ისინი მათ მოსავალს ანადგურებდნენ. შეიარაღებულმა ავსტრალიელებმა როგორღაც ეს ომი წააგეს და გამარჯვება იქსებს დარჩათ. დაასახელეთ იქსი თუ მისი ყველაზე ახლო ნათესავი სირაქლემაა.

ემუ

500

ფილმში "catch me if you can" ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს თინეიჯერს, რომელიც მუდმივად აყალბებს ფასიან ქაღალდებს და საკუთარ იდენტობას. მას შემდეგ, რაც მას დეტექტივი ჰენრეთი სასტუმროს ოთახში გამოიჭერს ის თავს გაასაღებს როგორც საიდუმლო სერვისის აგენტი, ეტყვის ყალბ სახელს და გვარს და სანამ დეტექტივი დაკავებულია სწრაფად გაიქცევა ადგილიდან. დაასახელეთ კომიქსების პერსონაჟი, რომლის სახელი და გვარი დეტექტივს ფრენკმა უთხრა.

ბერი ალენი (ფლეში არ ითვლება)

500

ვიდეოთამაში "Until Dawn"-ის მექანიკა იქსის ეფექტზე არის აგებული. თამაშის დროს მოთამაშის მიერ მიღებულ პატარა გადაწყვეტილებებს საბოლოოდ დიდი გავლენა აქვს პერსონაჟების გუნებაზე, ქცევასა და ბედზე. დაასახელეთ იქსი.

პეპელა (პეპლის ეფექტი)

M
e
n
u