რა ჰქვია მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს?
ჰიპოტენუზა
თუ ჰიპოტენუზის მონაკვეთებია p=4 და q=9, რისი ტოლია სიმაღლე (h)?
h=6
ჩამოთვალეთ მართკუთხა სამკუთხედის კუთხეების თავისებურება.
ერთი კუთხე არის 90°, დანარჩენი ორი - მახვილი
თუ c=13 და p=5, იპოვეთ b2 მნიშვნელობა.
b2 = 65
რას ვიღებთ მართკუთხა სამკუთხედის მართი კუთხის წვეროდან ჰიპოტენუზაზე სიმაღლის დაშვებისას?
ორ ახალ სამკუთხედს, რომლებიც ერთმანეთისა და საწყისი სამკუთხედის მსგავსია
ჰიპოტენუზის მონაკვეთებია p=9$ და q=16. იპოვეთ სიმაღლე (h).
h=12
დაწერეთ მართკუთხა სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა კათეტების (a და b) გამოყენებით
მოცემულია ჰიპოტენუზა c=10 და მისი მონაკვეთი q=6. იპოვეთ კათეტი a.
a=ფესვი(60)
განმარტეთ, რას ნიშნავს ფორმულა h2 = p *q სიტყვიერად.
ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლის კვადრატი ტოლია ჰიპოტენუზის მონაკვეთების ნამრავლს
თუ კათეტი a=6 და მისი გეგმილი ჰიპოტენუზაზე q=4, რისი ტოლია მთლიანი ჰიპოტენუზა (c)?
c=9