როგორც დათბება,
როგორც დათბება,
და მზე ჩატკბება შემკულ დაისში,
უნდა აღსრულდეს რაც მენატრება -
უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში.
ა) ირაკლი აბაშიძე ბ) IV დასი
გ) ლადო ასათიანი დ) ილია ჭავჭავაძე
ირაკლი აბაშიძე
თბილისო!...
მზის დავარდების მხარეო
უშენოდ, სიცოცხლეც არ მინდა...
სად არის, სხვაგან ახალი ვარაზი...
სად არის ჭაღარა მთაწმინდა
ა) აკაკი წერეთელი ბ) გოგი ცაბაძე
გ) რევაზ ლაღიძე დ) ზაქარია ფალიაშვილი
რევაზ ლაღიძე
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე -რაა მამული
ა) ხალხური ბ) ილია ჭავჭავაძე
გ) ვაჟა-ფშაველა დ) გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე
მშვენიერო ქუთაისო,
სავარდო და სამაისო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?
ა) ილია ჭავჭავაძე ბ) აკაკი წერეთელი
გ) კონსტანტინე გამსახურდია დ) ნიკო ნიკოლაძე
აკაკი წერეთელი
მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, -სულ ერთ მტკაველზე:
- ახლა თბილისში გამარონია
და მერე მომკლა -აღარ დავეძებ!
ა) ოტია იოსელიანი ბ) მუხრან მაჭავარიანი
გ) ანა კალანდაძე დ) აკაკი წერეთელი
მუხრან მაჭავარიანი
ცა ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო
სულის ჩამგმელო მხარეო ,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები
შენზედვე მგლოვიარეო
ა) მირზა გელოვანი ბ) ზვიად გამსახურდია
გ) კონსტანტინე გამსახურიდია დ) აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო
გული საგულედან ლამის ამომენთოს,
ჩემი ბაღის კიდე ხავსიანი ეზო
ძველი ჯაჭვის ხიდი არ მოშალო ღმერთო.
ა) ზურა მანაგაძე ბ) კოლაუ ნადირაძე
გ) ოტია იოსელიანი დ) აკაკი წერეთელი
ზურა მანაგაძე
შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია.
ა) კონსტანტინე გამსახურდია ბ) აკაკი შანიძე
გ) იოსებ ნონეშვილი დ) ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარიც იმას ვდუდუნებ.
ა) ვაჟა-ფშაველა ბ) ილია ჭავჭავაძე
გ) გრიგოლ ორბელიანი დ) მიხა ხელაშვილი
ვაჟა-ფშაველა
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.
ა) გალაქტიონ ტაბიძე ბ)პაოლო იაშვილი
გ) ტერენტი გრანელი დ) ტიციან ტაბიძე
ტერენტი გრანელი
მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში- ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.
ა) სიმონ ჯანაშია ბ) არჩილ ჩიქოვანი
ბ) ალექსანდრე დიუმა დ) ალექსანდრე პუშკინი
ალექსანდრე დიუმა
აყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე ივერთ მხარეო
და შენც ქართველო, სწავლითა,
სამშობლო გაახარეო.
ა) იოსებ ჯუღაშვილი ბ) ილია ჭავჭავაძე
გ) იაკობ გოგებაშვილი დ) დიმიტრი უზნაძე
სტალინი
ჩემი ქუთაისი,
ალბათ იცი, რაა
იქ ტყემალი ყვავის,
იქ კრიალა ცაა.
თბილისიც ხომ მიყვარს,
ქუთაისი სხვაა -
დათეშიძის გორა
ოცნებათა ზღვაა!
ა) ილია ჭავჭავაძე ბ) აკაკი წერეთელი
გ) გალაქტიონ ტაბიძე დ) ლადო ასათიანი
ლადო ასათიანი
თბილისი ჩემთვის არის მაღალი გილიოტინა და ეშაფოტი
ა) ვაჟა-ფშაველა ბ) გრიგოლ ორბელიანი
გ) გალაკტიონ ტაბიძე დ) გრიგოლ რობაქიძე
გალაკტიონ ტაბიძე
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ა) აკაკი წერეთელი ბ) რაფიელ ერისთავი
გ) სოლომონ დოდაშვილი დ) ფორე მოსულიშვილი
რაფიელ ერისთავი