ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მთავარი წყლის არტერია და უდიდესი მდინარე
მისისიპი
ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც 50 შტატისგან შედგება.
ამერიკის შეერთებული შტატები
ტერიტორიის ფართობის მიხედვით, ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს
კანადა
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ცენტრია
ლონდონი
ევროპული ქალაქი, რომელიც მოდის, კულტურისა და ხელოვნების მსოფლიო სიმბოლოდ ითვლება
პარიზი
ოკეანე, რომელიც გეოგრაფიულად ყოფს ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპას
ატლანტის ოკეანე
მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე
დიდი ტბების სისტემა
ძვირფასი წიაღისეული, რომლის მოპოვებითაც კანადა მსოფლიო ლიდერების სამეულში შედის
ალმასი
ევროპის ეს ლიდერი ქვეყანა გამოირჩევა მაღალგანვითარებული ავიამშენებლობითა და ძლიერი სოფლის მეურნეობით
საფრანგეთი
ტექსტის მიხედვით, ამ ორ რეგიონს თანამედროვე სამყაროს ეს ორი „ღერძი“ ეწოდება
ეკონომიკური და ტექნოლოგიური ღერძი
ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში გადაჭიმული მძლავრი მთათა სისტემა
კორდილიერები
განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ეს სექტორი მოიცავს განათლებას, მედიცინას, ფინანსებსა და ტურიზმს
მომსახურების სფერო
ოთხი ისტორიული ქვეყანა, რომელთა გაერთიანებითაც იქმნება გაერთიანებული სამეფო
ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია
გიგანტური საქალაქო აგლომერაციები, რომელთა მაგალითებადაც ტექსტში ნიუ-იორკი, ლონდონი და პარიზია დასახელებული
მეგაპოლისები
განვითარების ეს ფაზა ხასიათდება იმით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქალაქებში ცხოვრობს და ეკონომიკა მომსახურებაზეა დაფუძნებული
პოსტინდუსტრიული განვითარება
ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთით მდებარე შედარებით დაბალი და გეოლოგიურად ძველი მთები
აპალაჩის მთები
მიზეზი, რის გამოც კანადის უზარმაზარი ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი ნაკლებად არის დასახლებული
მკაცრი კლიმატი
პროცენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ განხილული რეგიონების განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის რა ნაწილი მოდის მომსახურების სფეროზე
75%
მახასიათებელი, რომლითაც აშშ-ის მოსახლეობა გამოირჩევა (მაღალ ურბანიზაციასთან ერთად)
მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობა
ექსტში ნახსენები სამი კონკრეტული სფერო, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს წამყვან ქვეყნად ითვლება.
ეკონომიკა, მეცნიერება და პოლიტიკა
ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის ზუსტად ეს მინიმალური პროცენტი ცხოვრობს ქალაქებში,დაასახელეთ ეს პროცენტი მიახლოებით
80%-ზე მეტი
კანადის სამი ძირითადი ბუნებრივი სიმდიდრე (ალმასის გარდა).
ტყეები, მტკნარი წყალი და სასარგებლო წიაღისეული
თვისება, რომელიც ახასიათებს ამ რეგიონების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას, მიუხედავად დასაქმებულთა მცირე წილისა.
მაღალტექნოლოგიურობა
ისტორიული და ეკონომიკური სტატუსი, რომლითაც გაერთიანებული სამეფოა ცნობილი თავისი ტრადიციების გარდა
საზღვაო ისტორია და ძლიერი ინდუსტრია
გეოგრაფიული რელიეფის ფორმა, რომელიც მთლიანად უკავია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის შუა ნაწილს
ვაკეები