ტრადიციული მიდგომის მიხედვით, დასჯის მექანიზმთან ერთად, რა ითვლება მოტივაციის მთავარ და ყველაზე გავრცელებულ საშუალებად.
ხელფასი (პრემია/ფული)
ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი საქმეში იმდენად ღრმად არის ჩართული, რომ ავიწყდება დროის შეგრძნება.
Flow
ვინ უნდა იყოს თანამედროვე მენეჯერი უბრალოდ „მაკონტროლებლის“ ნაცვლად?
ფასილიტატორი / Supporter
რა პროცენტით განისაზღვრებოდა გუგლის ის ცნობილი ინიციატივა, რომელიც ინჟინრებს საშუალებას აძლევდა, დრო მათთვის საინტერესო პროექტებისთვის დაეთმოთ?
20%
დაასახელეთ ცნობილი მკვლევარი, რომელმაც დაასკვნა, რომ ძველი მეთოდები აღარ მუშაობს და შემოიტანა კონცეფცია - მოტივაცია 3.0
დენიელ პინკი
დაასახელეთ ჰარვარდის პროფესორი, რომელმაც შეისწავლა თანამშრომელთა 12,000-მდე დღიური და აღმოაჩინა, თუ რა მოქმედებს ყველაზე მეტად მათ შინაგან სამუშაო ცხოვრებაზე (Inner Work Life).
ტერეზა ამაბილე
დღეს, ცოდნაზე დაფუძნებულ სფეროებში (IT, მარკეტინგი), თანამშრომლებისგან მხოლოდ დავალების შესრულებას აღარ მოითხოვენ. რა არის ის მთავარი მოლოდინი, რაც მათ მიმართ აქვთ?
იდეები / კრეატიული აზროვნება / დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.
რომელი ცნობილი სერვისი შეიქმნა გუგლის ინჟინრის მიერ სწორედ ამ თავისუფალ, 20%-იან დროში?
Gmail
მიზანი - Purpose
ტერეზა ამაბილეს კვლევის მიხედვით, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც თანამშრომლებს ყველაზე დიდ მოტივაციას აძლევს ყოველდღიურად?
მცირე, ყოველდღიური პროგრესი.
დისტანციური მუშაობისას ეს ფენომენი არის უხილავი „წებო“, რომელიც კრავს გუნდს და ანაცვლებს მიკრომენეჯმენტსა და მაკონტროლებელ პროგრამებს.
ნდობა
გუგლის 20%-იანი დროის კონცეფცია პირდაპირ კავშირშია დანილ პინკის "მოტივაცია 3.0"-ის 3 მთავარი სვეტიდან ერთ-ერთთან. რომელთან?
ავტონომიასთან
კვლევების თანახმად, ფინანსური ჯილდოს დაპირება რთული და შემოქმედებითი ამოცანების შესრულებისას ადამიანს უვიწროებს ფოკუსს და კლავს სწორედ ამ უნარს. რომელ უნარზეა საუბარი?
კრეატიულობა / შემოქმედებითი აზროვნება
დანილ პინკის მიხედვით, ოსტატობისკენ სწრაფვა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მაღალკვალიფიციური ადამიანები სრულიად უფასოდ ქმნიან ისეთ გლობალურ, „ღია კოდის“ (Open Source) მქონე პროექტებს, როგორიცაა მაგალითად ეს ცნობილი ონლაინ-ენციკლოპედია
Wikipedia
თანამედროვე მენეჯერი-ფასილიტატორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა:
დაეხმაროს გუნდს პროცესში, მისცეს მათ რესურსები და მოუხსნას ბარიერები
Gmail-ის გარდა, დაასახელეთ გუგლის კიდევ ერთი წარმატებული სერვისი, რომელიც ასევე თანამშრომლების 20%-იან თავისუფალ დროში დაიბადა
Google News და AdSense
ჩამოთვალეთ „მოტივაცია 3.0“-ის ის 3 ფუნდამენტური კომპონენტი, რომლებზეც დგას ადამიანის შინაგანი მოტივაცია
ავტონომია, ოსტატობა და მიზანი.
იმისათვის, რომ თანამშრომელმა მიაღწიოს "Flow" მდგომარეობას, დავალების სირთულე ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ამას.
თანამშრომლის უნარებს
ფინანსური სტიმული მხოლოდ საფუძველია. დაასახელეთ ის 4 მთავარი ფაქტორი (შეგრძნება), რაც დღეს ადამიანებისთვის მართლა მნიშვნელოვანია.
თავისუფლება, განვითარება, მიზნის განცდა და პროგრესის შეგრძნება.
რა ერქვა გუგლის თანამშრომელს, რომელმაც არ დაუჯერა კოლეგებს, რომ ბაზარი უკვე გაჯერებული იყო Yahoo-თი და Hotmail-ით და სრულიად დამოუკიდებლად დაწერა Gmail-ის კოდი?
პოლ ბუხჰაიტი