რა არის არჩევნები?
ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს.
რამდენი ძირითადი შტოსგან შედგება ხელისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში?
3
რა არის ადამიანის უფლებები?
უფლებები, რომლებიც ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს
ვინ არის აქტიური მოქალაქე?
ადამიანი, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში და ზრუნავს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე
რა არის მედია?
A) მხოლოდ ტელევიზია
B) ინფორმაციის გავრცელების საშუალებები, როგორიცაა ტელევიზია, რადიო, გაზეთი და ინტერნეტი
C) მხოლოდ სოციალური ქსელები
D) მხოლოდ გაზეთები
რამდენი ხმის უფლება აქვს დემოკრატიაში მოქალაქეს?
დემოკრატიულ არჩევნებში თითოეულ ამომრჩეველს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება.
რომელი ხელისუფლების შტო იღებს კანონებს?
საკანონმდებლო
რომელი უფლება მიეკუთვნება ადამიანის ძირითად უფლებებს?
სიცოცხლის უფლება
რომელი ქმედება წარმოადგენს აქტიური მოქალაქეობის მაგალითს?
A) საზოგადოებრივი პრობლემების იგნორირება
B) ნაგვის დაყრა ქუჩაში
C) მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა
D) კანონის დარღვევა
მედიის ძირითადი ფუნქციაა:
საზოგადოების ინფორმირება და მოვლენების გაშუქება
რას ნიშნავს ფარული კენჭისყრა?
ეს პრინციპი ნიშნავს, რომ ამომრჩევლის არჩევანი კონფიდენციალურია.
ხელისუფლების რომელი შტოა პასუხისმგებელი კანონების აღსრულებაზე?
აღმასრულებელი
რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება?
საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება კანონის ფარგლებში
რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თემის ცხოვრებაში?
რადგან ეს ხელს უწყობს პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრას
რას ნიშნავს სანდო ინფორმაციის წყაროს გამოყენება?
A) ნებისმიერი ინფორმაციის დაუფიქრებლად გაზიარება
B) ინფორმაციის გადამოწმება სარწმუნო და ავტორიტეტულ წყაროებში
C) მხოლოდ მეგობრების მოსაზრებების დაჯერება
D) მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის გამოყენება
რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა?
საარჩევნო სისტემა, რომლის დროსაც მანდატები პარტიებს მიღებული ხმების პროპორციულად უნაწილდებათ
რომელი ხელისუფლების შტო წყვეტს, შეესაბამება თუ არა კონკრეტული ქმედება ან გადაწყვეტილება კანონს?
სასამართლო
რას გულისხმობს თანასწორობის უფლება?
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და არ უნდა განიცდიდეს დისკრიმინაციას
რომელი უფლება ეხმარება მოქალაქეებს აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
რა არის დეზინფორმაცია?
A) ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია
B) ინფორმაციის შენახვის პროცესი
C) მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება
D) ახალი ამბების პირდაპირი ტრანსლაცია
რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა?
მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ ქვეყნის მართვაზე
რატომ არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მნიშვნელოვანი დემოკრატიულ სახელმწიფოში?
იმისთვის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტომ ერთმანეთი დააბალანსოს და ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია თავიდან აიცილოს
რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიულ საზოგადოებაში?
იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვას
როგორ შეუძლია აქტიურ მოქალაქეობას გავლენა მოახდინოს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაზე?
A) ამცირებს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში
B) აძლიერებს საზოგადოების პასუხისმგებლობას, მონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებას
C) ხელს უშლის საზოგადოებრივ თანამშრომლობას
D) ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებს
რატომ არის მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერება თანამედროვე საზოგადოებაში?
A) მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არის საჭირო
B) ეხმარება ადამიანებს ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში, სანდო წყაროების ამოცნობასა და დეზინფორმაციისგან დაცვაში
C) ამცირებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას
D) მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლის