გამოთვალეთ: 250 + 450.
700
რა ჰქვია ფიგურას, რომელსაც 3 გვერდი და 3 კუთხე აქვს?.
სამკუთხედი
როგორ იკითხება წილადი 1/4
ერთი მეოთხედი.
რამდენი სანტიმეტრია 1 მეტრში?.
100 სმ
რიცხვი, რომელიც არც დადებითია და არც უარყოფითი.
ნული (0)
რას უდრის 15 x 4?
60
გამოთვალეთ კვადრატის პერიმეტრი, თუ მისი ერთი გვერდი არის 5 სმ.
P=20
რომელია მეტი 1/4 თუ 3/4
3/4
რამდენი გრამია 1 კილოგრამში?.
1000 გრ
თუ საათი აჩვენებს 14:00-ს, დღის რა მონაკვეთია?.
დღის მეორე ნახევარი (შუადღე)
იპოვეთ უცნობი წევრი: x - 120 = 300.
420
მართკუთხედის ერთი გვერდი 4 სმ-ია, მეორე 6 სმ. რისი ტოლია მისი ფართობი?.
S=24
2/5+3/5=?
1
დედამ იყიდა 500 გრ ვაშლი და 500 გრ მსხალი. სულ რამდენი კილოგრამი ხილი იყიდა მან?.
1 კგ
კალამი და რვეული ერთად ღირს 3 ლარი. კალამი 1 ლარით ძვირია რვეულზე. რა ღირს რვეული?
1 ლარი (რვეული 1 ლარია, კალამი - 2 ლარი)
დაასახელე უმცირესი მარტივი რიცხვი
2
წრეწირზე აღებულია ორი წერტილი, რომლებიც ცენტრთან ერთად ქმნიან კუთხეს. თუ რადიუსი არის 5 სმ, რა ჰქვია მონაკვეთს, რომელიც გადის ცენტრზე და აერთებს წრეწირის ორ წერტილს?
პასუხი: დიამეტრი. მისი სიგრძეა 5 x2 = 10 სმ.
ტორტი დაჭრეს 8 თანაბარ ნაჭრად. მეგობრებმა შეჭამეს 3 ნაჭერი. წილადის სახით ჩაწერეთ, რა ნაწილი დარჩა ტორტის?
5/8
მატარებელი გადის 120 კმ/სთ სიჩქარით. რამდენი კილომეტრია ეს მანძილი მეტრებში?
120,000 მეტრი
მამას და შვილს ერთად 40 წელი აქვთ. 5 წლის შემდეგ მათ წლოვანებათა ჯამი რამდენი იქნება?
50 წელი. რადგან ორივეს ემატება 5-5 წელი: 40 + 5 + 5 = 50
რიცხვი იყოფა 2-ზეც და 5-ზეც. რით უნდა ბოლოვდებოდეს ეს რიცხვი?
პასუხი: 0-ით
მართკუთხა სამკუთხედის კათეტებია 6 სმ და 8 სმ. რისი ტოლია ამ სამკუთხედის ფართობი?
24
წიგნში 60 გვერდია. მოსწავლემ წაიკითხა წიგნის 1/3 ნაწილი. რამდენი გვერდი დარჩა წასაკითხი?
5 კვადრატულ მეტრში რამდენი კვადრატული დეციმეტრია?
პასუხი: 500 დმ². რადგან 1 მ = 10 დმ, ხოლო 1 მ² = 100 დმ²
ერთ კასრში 20 ლიტრი წყალია, მეორეში - 10 ლიტრი. რამდენი ლიტრი წყალი უნდა გადავასხათ პირველიდან მეორეში, რომ ორივე კასრში თანაბარი რაოდენობა იყოს?
პასუხი: 5 ლიტრი