რა ერქვა დავით აღმაშენებლის უფროს შვილს?
დემეტრე I
რა ჰქვია საბერძნეთის დედაქალაქს?
ათენი
ერთი ანიმეს პერსონაჟები იძულებულები ხდებიან იქსი სკოლის სპორტდარბაზში შეიფარონ, მის გამოსაკვებად კი კომბოსტოს კალათში ათავსებენ. დაწერეთ იქსის შეცვლილი სიტყვა, თუ მას ძველად კამელოპარდს უწოდებდნენ.
ჟირაფი
რა ფერისაა ინგლისის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფორმა?
თეთრი ან წითელი
რა ჰქვია ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ცის თაღზე?
სირიუსი
რომელ წელს გამეფდა დემეტრე I?
1125
რომელია ყველაზე ღრმა ღრმული დედამიწაზე?
მარიანას ღრმული
ჩათვლა: ლიტკეს ღრმული და კოლის ჩაბურღილი
ერთმა არქიტექტორმა წამოაყენა საჰაერო ქალაქის იდეა. მფრინავი ქალაქი დედამიწის ეკვატორის გასწვრივ, ჰაერში უნდა აშენებულიყო და სახელი მეექვსეს საპატივცემულოდ დარქმეოდა. დაწერეთ სიტყვა, რომელიც შევცვალეთ სიტყვით მეექვსე.
სატურნი
ქალაქი სატურნის რგოლის მსგავსად უნდა შემოვლებოდა პლანეტას. სატურნი მზის სისტემის მეექვსე პლანეტაა.
რა ჰქვია იუვენტუსის საფეხბურთო კლუბის შინაურ სტადიონს?
სტადიონი იუვენტუსი
გინესის რეკორდებში შეტანილია ყველაზე ხმამაღლად წარმოთქმული სიტყვის რეკორდი, თქვენი აზრით რა სიტყვა იყო?
"ჩუმად"
ერთმა ირლანდიელმა მასწავლებელმა დაამყარა ეს რეკორდი
რატომ გაგზავნა მამა მონასტერში დავით V მ?
ეშინოდა, რომ ტახტს გიორგი III დაიმკვიდრებდა და თვითონ უნდოდა მეფობა
რამდენი ასოა ინგლისურ ანბანში?
26
დუპლეტი. დასარიგებელი მასალა.
ა) თქვენ დაგირიგდათ პოსტერი ფილმისა, რომლის ავტორებსაც სპილოზე დაკვირვება მოუწიათ. დაასახელეთ ფილმი მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით.
ბ) თქვენ დაგირიგდათ ფრაგმენტი პოსტერიდან, რომელიც მოგვიწოდებს ვიფიქროთ იქსის მოსალოდნელ შედეგებზე. დაწერეთ მეზობელ ასოებზე დაწყებული 2 სიტყვა, რომელიც შევცვალეთ იქსით.
ა) დიდი გამყინვარება; ბ) გლობალური დათბობა
რომელ საფეხბურთო კლუბს ეძახიან "ზებრები"?
იუვენტუსი
ვის ეკუთვნის გამონათქვამი: "მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი"?
არ ვიცით
პლატონის გადმოცემით, ეს თქვა სოკრატემ, თუმცა შეიძლება თვითონ თქვა, შეიძლება ვიღაც სხვამ თქვა და თავის საყვარელ მასწავლებელს მიაწერა
ვინ უძღვებოდა თურქ–სელჩუკთა კოალიციას დიდგორის ბრძოლის დროს?
ილ–ღაზი
ვინ გამოიგონა კინემატოგრაფი?
ძმები ლუმიერები
ჩათვლა: ემილ რეინოდი, ლუი ლე პრინცი, თომას ედისონი
ერთმა მონადირემ ტყეში თეთრნისკარტა კოდალა შენიშნა და მოკლა, ნანადირევი კი კოლეგებს აჩვენა. ირონიულია, რომ ამ გზით მას სურდა დაემტკიცებინა, რომ თეთრნისკარტა კოდალას ადგილი იქსში არ არის. დაწერეთ იქსით შეცვლილი ორი სიტყვა, რომლებსაც პირველი ორი ასო საერთო აქვთ.
წითელი წიგნი
რამდენ ქულიანია მეხუთე პარტია ფრენბურთში?
15
რამდენი მთვარე აქვს დედამიწას?
9
მთვარე და 8 კვაზი–თანამგზავრი
1913 წლამდე დედამიწას თურმე ჰყავდა მეორე სრულფასოვანი თანამგზავრიც, რომელის 1913 წელს ფიერულად გაიწვა ატმოსფეროში
სად დაკრძალეს გიორგი მწიგნობართუხუცეს – ჭყონდიდელი?
გელათის მონასტერში,
როგორც დავით აღმაშენებელი
ვინ დაწერა სამი მუშკეტერი?
ალექსანდრე დიუმა
ფიზიკოსი მიჩიო კაკუ აღნიშნავს, რომ მუდმივი ძრავის შექმნა შეუძლებელია, მაგრამ ბევრი მაინც ცდილობს მის გამოგონებას და მუდმივ ძრავს ადარებს იქსს. ცნობილი ნაწარმოების ყდაზე, რომლის სათაურში იქსი ფიგურირებს, გამოსახულია მატარებელი და მტაცებელი ფრინველი. დაწერეთ იქსით შეცვლილი ორი სიტყვა.
ფილოსოფიური ქვა
ჰარი პოტერის წიგნზეა საუბარი
რა ჰქვია პორტუგალიის ეროვნული ფეხბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს?
რობერტო მარტინეზი
რომელი ქვეყანა მდებარეობს ყველაზე ახლო კოორდინატებთან 00.00000, 00,00000?
საო ტომე და პრინისიპი