რომელი პროგრამით იქმნება ონლაინ კითხვარები და ტესტები
google forms
რომელი პლატფორმაა დღეს ყველაზე პოპულარული მოკლე,მუსიკალური ვიდეოების საყურებლად?
tik tok
რა ჰქვია ყვითელ,პატარა ერთთვალა ან ორთთვალა არსებებს მულტფილმიდან "საძაგელი მე"?
მინიონები
ის ყოველთვის შენს წინ არის,მაგრამ მას ვერასდროს ხედავ.რა არის?
მომავალი
რომელი მწერი აკეთებს ტკბილ თაფლს?
ფუტკარი
რომელი ჰორმონის გამომუშავებას უშლის ხელს ძილის წინ ტელეფონის ეკრანის ყურება?
მელატონინი
რომელი ქვეყნის ეროვნულ კერძად ითვლება პიცა და პასტა?
იტალიის
რომელია ყველაზე დიდი ცხოველი,რომელიც ოკეანეში ბინადრობს?
ლურჯი ვეშაპი
რომელი ფრინველი დებს ყველაზე დიდ კვერცხს დედამიწაზე?
სირაქლემა
რისგან იღებს მცენარე წყალს მიწიდან?
ფესვებისგან
რამდენი წუთი სჭირდება მზის შუქს დედამიწამდე მოსასვლელად?
8 წუთი
რომელი ხილისგან მზადდება ჩირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა-ქიშმიში?
ყურძნისგან
რამდენი ფეხი აქვს ობობას?
8 ფეხი
რამდენი ერთმანეთში გადაჯაჭვული რგოლია გამოსახული ოლიმპიური თამაშების დროშაზე?
5
რა ჰქვია ფოთლებში მზის შუქით ჟანგბადის გამოყოფის პროცესს?
ფოტოსინთეზი
რომელი ონლაინ პლატფორმა გამოიყენება პრეზენტაციების,პლაკატებისა და ქვერების დიზაინისთვის?
canva
რომელი მცენარის მარცვლებისგან მზადდება შოკოლადი?
კაკაოს
მას ბევრი კბილი აქვს,მაგრამ ვერავის კბენს,რა არის?
სავარცხელი
რის გამო უკბინა მორიელმა კუს იგავში "კუ და მორიელი"?
ხასიათის გამო
რომელი მტკიცე ხე ითვლება საქართველოს სიმბოლოდ?
მუხა
რამდენი ოსკარი აქვს მოგებული ფილმ "ტიტანიკს"?
11
რა სიხშირით ცემს საშუალოდ ჯანმრთელი ადამიანის გული დასვენებისას?
60-80 ჯერ
რომელ პოპულარულ სპორტში თამაშობენ მხოლოდ ფეხით და მრგვალი ბურთით?
ფეხბურთში
რა ჰქვია იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილ პირველ სასკოლო წიგნს?
დედა ენა
რომელია ერთადერთი მფრინავი ძუძუმწოვარი?
ღამურა