რა სახის პაროლია ყველაზე უსაფრთხო?
რთული პაროლი, რომელიც შეიცავს დიდ და პატარა ასოებს, ციფრებსა და სიმბოლოებს.
შეიძლება თუ არა ინტერნეტში ადამიანების ლანძღვა და შეურაცხყოფა?
არა, ეს არღვევს ინტერნეტ ეტიკეტს (Netiquette) და არის კიბერბულინგი.
გვაქვს თუ არა უფლება, ინტერნეტში სხვისი გადაღებული ფოტო ჩვენს სახელით ავტვირთოთ?
არა, ეს არღვევს სხვის საავტორო უფლებებს (Copyright).
რას ვუწოდებთ ყალბი საიტებით ან იმეილებით პაროლების მოტყუებით გამოძალვას?
ფიშინგი (Phishing).
რატომ არ უნდა დავწეროთ მთლიანი ტექსტი დიდი ასოებით (CAPS LOCK) მიმოწერისას?
რადგან ციფრულ სამყაროში ეს ყვირილად და აგრესიად აღიქმება.
რა არის ციფრული ნაკვალევი?
ინფორმაციის ის კვალი, რომელსაც ინტერნეტში ყოველი აქტივობისას თუ პოსტის დადებისას ვტოვებთ.