რომელი ხილია წითელი, მრგვალი, ტკბილი და იზრდება ხეზე?
ვაშლი.
დღეში რამდენჯერ უნდა გავიხეხოთ კბილები, რომ კარიესი არ გაჩნდეს?
მინიმუმ 2-ჯერ (დილას და საღამოს).
რომელი პოპულარული სასმელი შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს და აზიანებს კუჭს?
გაზიანი ლიმონათი / კოკა-კოლა.
რომელი ვიტამინით არის მდიდარი ფორთოხალი და ლიმონი, რომელიც ზამთარში გრიპისგან გვიცავს?
C ვიტამინით
რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს ღამე, რომ დილით ენერგიული იყოს?
8-9 საათი.
რა ჰქვია კარტოფილის თხელ, მარილიან ნაჭრებს, რომლებიც პაკეტებში იყიდება და ბავშვებისთვის მავნებელია?
ჩიფსი.
რატომ არის სტაფილო ჩვენი თვალებისთვის სასარგებლო, რომელი ვიტამინია მასში ბევრი?
A ვიტამინი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველდღე სუფთა ჰაერზე თამაში ან ვარჯიში?
ორგანიზმის გასაკაჟებლად, კუნთებისა და ძვლების გასაძლიერებლად
შეიძლება თუ არა საუზმის, სადილის ან ვახშმის ჩანაცვლება მხოლოდ შოკოლადებით და კანფეტებით? რატომ?
არა, რადგან ტკბილეული არ შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ზრდის ვიტამინებს და მხოლოდ აზიანებს ორგანიზმს.