რა ჰქვია კეთილი მეზობლის შვილებს მულტფილმში?
მზია და ბადრი.
გააგრძელე თოვლის გუნდის სიმღერა:
"გუნდა, გუნდა, თეთრი გუნდა ..."
"გუნდა, გუნდა, თეთრი გუნდა მეთამაშოს ვისაც უნდა."
რა ერქვა კომბლეს ძროხას?
ძროხას ერქვა ჭრელა.
ყურშა კატა იყო, ძაღლი თუ სპილო?
ყურშა იყო ძაღლი.
ბატკანი ამბობს:,,მე ვარ ერთი ციდა"... რას ნიშნავს ,,ერთი ციდა"?
ერთი ციდა იგივეა, რაც ძალიან პატარა.
რომელმა ფრინველმა დაწერა ჯვარი ბადრის და მზიას?
არწივი, ბუ, ყვავი
ჯვარი ბადრის და მზიას დაწერა ბუმ.
როგორ გაფრინდნენ გოგონა და გუნდა ცაში?
გუნდამ გაბერა ბუშტები და აფრინდნენ ცაში.
ვის მოეწონა კომბლეს ძროხა?
ძროხა ბატონს მოეწონა.
რატომ ტიროდა იხვი?
მელიამ კვერცხები შეუჭამა.
ბუნებას მგელი ეფერებოდა თუ ბატკანი? განმარტე პასუხი.
ბატკანი ეფერებოდა სიმღერით.
მგელი კი თოფს ესროდა ხეებს.
რამდენი ბარტყი გამოჩეკა ბადრიმ და მზიამ?
ორი ბარტყი გამოჩეკეს.
რად გადაიქცა გუნდა?
წვიმად გადაიქცა გუნდა.
დაასრულე: "ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ვახ, როგორ გაუძლებ? მეშინია ბატონო..."
"ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ვახ, როგორ გაუძლებ? მეშინია ბატონო არ გაგისკდეს მუცელი."
როგორ გადაარჩინა ყურშამ კურდღელი მგლისგან.
ბუჩქებში დაიმალა და ბატკნის ხმით დაიწყო ბღავილი. მგელი შეჩერდა და კურდღელმაც დააღწია მას თავი.
რამდენჯერ გაუკეთა სიკეთე ბატკანმა მგელს? დაასახელე ყველა.
ორჯერ,
პირველად,როდესაც წყლიდან ჯოხით ამოიყვანა.
მეორედ, როდესაც კბილები დაუბრუნა.
როგორ შეარიგეს ბადრიმ და მზიამ თავიანთი ოჯახები ?
ვითომ მზია კვდებოდა და სიკვდილის წინ მამას სთხოვა, რომ ერთი სურვილი აესრულებინა მისთვის, ეს სურვილი კი იყო, რომ მტრობა შეეწყვიტათ.
მულტფილმის ბოლოს რას ეთამაშება გოგონა?
გოგონა წვიმას ეთამაშება.
რამ გადაარჩინა კომბლე?
ბატონი რომ ავად გახდა ამან გადაარჩინა.
ყურშა რომ გაყოყოჩდა რომელ ცხოველებს აწყენინა?
მგლის რომელი ქცევა მოგეწონა?
როდესაც ბატკანს ქათიბი გააძრო და მიხვდა დანაშაულს, შემდეგ უკან დაუბრუნა.
დაასრულე ანდაზა:რაც მტრობას დაუნგრევია...
რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია.
რამ გაახარა მოწყენილი გოგონა მულტფილმის ბოლოს და რატომ?
გოგონა წვიმის მოსვლამ გაახარა, რადგან გუნდა წვიმად გადაქცეულიყო.
როგორ მთავრდება მულტფილმი?
კეთილად მთავრდება ამბავი. კომბლე იბრუნებს თავის ჭრელას.
რატომ ჰქვია ამ მულტფილმს "ყურშა გაყოყოჩდა"?
ყურშა რომ სიკეთეს აკეთებდა და ტაშს უკრავდნენ მოსწონდა, ცხვირი მაღლა ასწია, გაყოყოჩდა...ამიტომაც დაარქვეს "ყურშა გაყოყოჩდა".
რამ შეცვალა მგელი მულტფილმის ბოლოს?
ბატკანი რომ კეთილად ექცეოდა ამან დააფიქრა და შეიცვალა.