რას ვუწოდებთ იმას, რაც ადამიანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია?
საჭიროებას
სად ხვდებიან მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთს?
ბაზარზე
რას ნიშნავს მოთხოვნა?
რამდენად სურთ ადამიანებს პროდუქტის ყიდვა.
ახალი ტელეფონის ყიდვა, როცა ძველი ჯერ კიდევ მუშაობს, საჭიროებაა თუ სურვილი?
სურვილი
ახსენი შენი სიტყვებით, ვინ არის მყიდველი და ვინ არის გამყიდველი
მყიდველი ყიდულობს პროდუქტს, გამყიდველი ყიდის პროდუქტს.
ნინოს უნდა დააწესოს ფასი თავის ჩანთებზე. რა უნდა გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებამდე?
მასალის ფასი, შრომა და მომხმარებლის მოთხოვნა.
რატომ უნდა განვასხვაოთ სურვილი და საჭიორება ერთმანეთისგან?
იმიტომ, რომ სწორად განვსაზღვროთ ფულის ხარჯვის პრიორიტეტები
ნინო ამზადებს თექის ჩანთებს და ყიდის მათ. ბაზარზე ვინ არის ნინო და რატომ?
ნინო არის გამყიდველი, რადგან ის პროდუქტს სთავაზობს სხვებს.
ჩიპოლტე ძვირი გახდა, რადგან ცოტა იყო და ბევრს უნდოდა. რა კავშირია აქ რაოდენობასა და ფასს შორის?
როცა პროდუქტი ცოტაა და მოთხოვნა მაღალია, ფასი შეიძლება გაიზარდოს
თუ ტელეფონის ფასი შემცირდა, რატომ შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინდომოს მისი ყიდვა?
რადგან პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გახდა.