ეს სამხრეთაფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მილიარდელი და ინჟინერი არის კომპანიების - SpaceX - ისა და Tesla - ს დამფუძნებული, რომელმაც 2022 წელს ცნობილი სოციალური პლატფრომა იყიდა და მას სახელი შეუცვალა
ილონ მასკი
დენი ვილნევის ეს ვიზუალური შედევრი, რომელიც ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანს ეფუძნება, მოგვითხრობს უდაბნოს პლანეტა არაკისსა და პოლ ატრეიდესის ბრძოლაზე.
დიუნი
ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორც ფართობით, ისე მოსახლეობის რაოდენობით
ვატიკანი
მზის სისტემის ეს ყველაზე დიდი პლანეტა ძირითადად გაზებისგან შედგება და ცნობილია თავისი "დიდი წითელი ლაქით" რომელიც რეალურად გიგანტური შტორმია
იუპიტერი
ეს ევროპული დედაქალი მდებარეობს ორ კონტინენტზე (ევროპასა და აზიაში) და ისტორიის განმავლობაში ცნობილი იყო ბიზანტიონისა და კოსტანტინოპოლის სახელობით
სტამბული
ეს ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია და ამჟამად მადრიდის „რეალში“ თამაშობს, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და გავლენიან ფიგურად ითვლება.
კილიან მბაპე
ბონგ ჯუნ-ჰოს ეს 2019 წლის სამხრეთკორეული ფილმი გახდა პირველი უცხოენოვანი სურათი კინოს ისტორიაში, რომელმაც „ოსკარი“ წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მოიპოვა.
პარაზიტი
ეს არის დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე დაბალი ფენა, სადაც კონცენტრირებულია მთელი წყლის ორთქლის 99% და სადაც ყალიბდება თითქმის ყველა მეტეოროლოგიური მოვლენა (ამინდი)
ტროპოსფერო
ეს ტერმინი აღნიშნავს ორგანიზმის უნარს, შეინარჩუნოს შინაგანი გარემოს სტაბილურობა და მუდმივობა (მაგალითად სხეული ტემპერატურა ან pH ბალანსი) გარე პირობების ცვლილებების მიუხედავად
ჰომეოსტაზი
ეს არის აზიის უდიდესი ფინანსური ცენტრი, რომელიც აშენებულია კუნძულზებზე, განთქმულია თავისი ფუტურისტული არქიტექტურით და 1923 წლამდე ცნობილი იყო როგორც "ედო"
ტოკიო
მიუხედავად იმისა, რომ ეს იტალიელი ასტრონომი ინკვიზიციამ აიძულა უარი ეთქვა თავის იდეებზე, ლეგენდის თანახმად, მან სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას მაინც ჩაილაპარაკა: „და ის მაინც ბრუნავს!“
გალილეო გალილეი
რეჟისორ რეზო ჩხეიძის ამ ლეგენდარულ ფილმში, მთავარი გმირი გიორგი მახარაშვილი ვენახის ხილვისას წარმოთქვამს ემოციურ ფრაზას: „შვილო, ვენახს რა უყავით, ვენახს?!“.
იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ეს უძველესი მეთოდი ითვლის 8000 წელს და გულისხმობს ღვინის დაყენებას მიწაში ჩაფლულ თიხის სპეციალურ ჭურჭელში
ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი
ეს არის უჯრედის მემბრანის გავლოთ ნივთიერების ტრანსპორტირების ისეთი სახე (მაგ: ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო) რომელიც საჭიროებს ენერგიის (ატფ-ის) ხარჯვას კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ
აქტიური ტრანსპორტი
ეს უძველესი ქალაქი, რომელსაც ხშირად "მარადიულ ქალაქს" უწოდებენ, აშენებული შვიდ ბორცვზე და მის შუაგულში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფო
რომი
ეს რომაელი იმპერატორი და ფილოსოფოსი თავის ჩანაწერებში („ფიქრები საკუთარ თავთან“) ქადაგებდა თვითდისციპლინასა და მოვალეობის გრძნობას გერმანულ ტომებთან ომის დროს.
მარკუს ავრელიუსი
ალფრედ ჰიჩკოკის ეს 1958 წლის ფსიქოლოგიური თრილერი, სადაც მთავარი გმირი სიმაღლის შიშით (აკროფობიით) არის შეპყრობილი, კინოკრიტიკოსების მიერ ხშირად სახელდება კინემატოგრაფიული ვიზუალიზაციის ეტალონად.
თავბრუსხვევა
ეს არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მე18 საუკუნეში აღმოაჩინე იტალიაში, ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლის ქვეშ მოექცა და იდეალურად შეინახა ანტიკური ქალაქის სტრუქტურა
პომპეი
ამ ქართველმა მათემატიკოსმა და აკადემიკოსმა მე20 საუკუნეში ფუნდამენტური წვლილი შეიტანა დრეკადობის მათემატიკური თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, მისი სახელობის ინსტიტუტი კი დღესაც არსებობს საქართველოში
ნიკო მუსხელიშვილი
ეს ციმბირის ქალაქი, რომელიც მდინარე ლენაზე მდებარეობს, ოფციალურად მიჩნეული მსოფლიოს ყველაზე ცივ დიდ ქალაქად, სადაც ზამთარში ტემპერატურა ხშირად -50 გრადუსზე დაბლა ეცემა
იაკუტსკი
ეს ნორვეგიელი დრამატურგი, რომელსაც ხშირად „თანამედროვე დრამის მამას“ უწოდებენ, არის ისეთი სოციალურ-კრიტიკული პიესების ავტორი, როგორებიცაა „თოჯინების სახლი“ და „პერ გიუნტი“.
ჰენრიკ იბსენი
ინგმარ ბერგმანის ეს 1957 წლის ფილოსოფიური შედევრი მოგვითხრობს რაინდზე, რომელიც შუა საუკუნეების შავი ჭირის ეპოქაში სიკვდილს ჭადრაკს ეთამაშება საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.
მეშვიდე ბეჭედი
1816 წელს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ზაფხული საერთოდ არ ყოფილა, რამაც მასობრივი შიმშილობა გამოიწვია. ეს გლობალური კლიმატური კატასტროფა ინდონეზიაში ამ ვულკანის ამოფრქვევამ განაპირობა
ტამბორა
ამ კვანტურ პრინციპზე დაყრდნობით, შეუძლებელია ერთდროულად აბსოლუტური სიზუსტით განისაზღვროს ნაწილაკის როგორც მდებარეობა (კოორდინატი), ისე მისი იმპულსი
ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი
ეს შვეიცარიის ქალაქი არის მსოფლიო წამყვანი დიპლომატიური ცენტრი, სადაც მდებარეობს გაეროს ევროპული შტაბ-ბინა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სადაც ხელი მოეწერა ცნობილ ჰუმანიტარულ კონვენციებს
ჟენევა