პარალელეპიპედის წახნაგთა რაოდენობაა...
6
პრიზმის სრული ზედაპირი შედგება გვერდითი ზედაპირისა და...
ორი ტოლი ფუძის მრავალკუთხედებისგან
პირამიდის სიმაღლე ეწოდება წვეროდან...
ფუძეზე დაშვებულ მართობს.
რომელი ბრტყელი ფიგურის ბრუნვით მიიღება ცილინდრი?
მართკუთხედის ბრუნვით მისი ერთერთი გვერდის გარშემო მიიღება ცილინდრი
რა ფიგურაა კონუსის ღერძული კვეთა?
ტოლფერდა სამკუთხედი, რომელიც შემოსაზღვრულია კონუსის ორი მსახველისა და ფუძის დიამეტრისაგან.
მართკუთხა პარალელეპიპედის წიბოებია 2, 3 და 5. რას უდრის მისი ზედაპირის ფართობი?
62 კვადრატული ერთეული
წესიერი სამკუთხა პრიზმის ფუძის გვერდია5მ, გვერდითი წიბოა 4მ. ამ პრიზმის მოცულობაა...
ოცდახუთი ფესვი სამიდან
როგორ გამოითვლება პირამიდის მოცულობა?
პირამიდის მოცულობა ფუძის ფართობისა და სიმაღლის ნამრავლის მესამედია: v= sh/3
მართკუთხა პარალელეპიპედის წიბოებია 1, 3 და 5. იპოვეთ მისი მოცულობა.
15 კუბური ერთეული
ხუთკუთხა პრიზმის წიბოთა რაოდენობაა
15
წესიერი ოთხკუთხა პირამიდის ფუძის გვერდია 2მ .სიმაღლე 6მ. მისი მოცულობაა...
8მ3
მართი პარალელეპიპედის ფუძის გვედებია 2მ და 4მ, მათ შორის კუთხეა 300. გვერდითი წიბოა 5მ. იპოვეთ მოცულობა.
20მ3
ოთხკუთხა პრიზმის ფუძე რომბია, რომლის დიაგონალებია 2მ და 4მ. პრიზმის სიმაღლეა 3მ. პრიზმის მოცულობა იქნება...
12მ2
წესიერი სამკუთხა პირამიდის ფუძის გვერდია 3მ, გვერდითი წიბოა 2მ. იპოვეთ მისი მოცულობა.
სამი ფესვი სამიდან შეფარდებული 3- თან
მართი პარალელეპიპედის ფუძე კვადრატია, რომლის გვერდია 12მ . იპოვეთ პარალელეპიპედის დიაგონალის სიგრძე, თუ პარალელეპიპედის სიმაღლეა 5მ
7მ
წესიერი სამკუთხა პრიზმის გვერდითი ზედაპირის ფართობია 60მ2. რას უდრის ფუძის გვერდის სიგრძე, თუ ამ პრიზმის სიმაღლეა 5მ.
4მ
წესიერი სამკუთხა პირამიდის ფუძის გვერდია 3მ, გვერდითი წიბოა 2მ. იპოვეთ მისი გვერდითი ზედაპირის ფართობი.
ცხრა ფესვი 7-იდან შეფარდებული 4-თან.