“კორნარდის ტყე”, “დილის სეირნობა”, “მეფე გეორგ მესამის პორტრეტი”, “ქალი ცისფერ სამოსში. დაასახელეთ მათი ავტორი
თომას გეინსბორო
ეს პრემია გადაეცემათ სრულიად აფსურდული,ბრიყული სიკვდილისთვის
დარვინის პრემია
რა განსხვავებააფრანგულ სიტყვებს: “კუზენსა” და “კუზინის” შორის?
სქესი
სიცოცხლის შიში?
ზოიფობია
ეს ადამიანი ნობელის პრემიაზე 81 - ჯერ იყო წარდგენილი მაგრამ ვერცერტხელ ვერ მოახერხა მისი მოპოვება. დაასახელეთ ეს პიროვნება
არნოლდ ზომერფელდი
ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, მიმდინარეობა ფოვიზმის ლიდერი. განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით.დაიბადა ლე-კატოში, საფრანგეთის ჩრდილოეთში. 1892 წელს პარიზში ჩამოვიდა, სადაც ბუგროს სახელოსნოში, ჟიულიენის აკადემიასა და ნატიფი ხელოვნების სკოლაში (ეკოლ დე ბოზ-არტ) სწავლობდა. 1895-98 წლებში გუსტავ მოროს სახელოსნოში მუშაობდა. მისი ნამუშევრებია: ქალი ქუდით, ყვითელი ფარდა, ზღვის ურჩხული და სხვ.
ანრი მატისი
ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი წინააღმდეგობებით სავსე მცენარეა. გარედან მყრალი სუნის მქონე მაგრამ მის არომატს და გემოს სხვა ვერცერთი ხილი ვერ შეედრება. მას ტაიტური ხილის მეფეს უწოდებენ. აზიაში მისი ფოსტით გადაგზავნა აუტანელი სუნის გამო აკრძალულია
დურიანი
დაასრულეთ გერმანელი ფილოსოფოსის ემანუელ კანტის სიტყვები: "ღირსეული ქალისა და მამაკაცის ერთიანობა წარმოადგენს..."
ბავშვი
წაკითხულის შინაარსის ვერ გაგების შიში?
აკრიბოფობია
ასე ეწოდება ნაკურთხ წყალს ქრისტიანულ რელიგიაში?
აიაზმა
1882 წლიდან ის დასახლდა მონმარტრზე და მისი სურათების მიხედვით შეიძლება მონმარტრის კაბარეების და საროსკიპოების მატიანის დაწერა. დაასახელეთ მხატვარი
ტულუზ-ლოტრეკი
ამ ალექსანდრიელ ასტრონომზე ისტორიაში ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის დაეხმარა იულიუს კეისარს კალენდრის რეფორმის გატარებაში. დაასახელეთ ეს პიროვნება
სოზიგენე
წმინდა ადგილას სალოცავად მიმავალი მორწმუნე; მოხეტიალე მლოცველი? (ქრისტიანი) და აღმოსავლეთის ქვეყნებში მოხეტიალე მუსლიმი ბერი? (მუსლიმი). დაასახელეთ ორივე მათგანი
პილიგრიმი და დერვიში
უწესრიგობის შიში?
ატაქსოფობია
მამამ აღმოაჩინა გრენლანდია, შვილმა კი პირველმა მიაღწია ჩრდ. ამერიკას. დაასახელეთ ორივე
ერიკ წითური (რაუდა) და ლეიფ ერიქსონი
ანდრეი ვოზნესენსკის ლექსის სათაურში ამბობს, რომ ის სწორედ ეს მხატვარია, თუმცა იუმორის გრძნობის მქონე მკითხველს შეუძლია აღიქვას ეს განცხადება ისე, თითქოს პოეტი ცნობილ პრემიასთან ან სულაც 1945 წელს ჩაძირულ გერმანულ გემთან აიგივებდეს თავს
გოია («я Гойя!»)
ამ ენაზე საუბრობენ: კენიაში, ტანზანიაში, უგანდაში, რუანდაში, ბურუნდიში, კონგოში, სომალიში, ომანში, კომორის კუნძულებსა და მოზამბიკში. ენას ყვლაზე მცჰიდრო კავშირი აქვს: არაბულ ენასთანს. ასევე დაკავშირებულია: სპარსულთან, გერმანულთან, პორტუგალიურთან, ინდურთან და ინგლისურთან.
სუაჰილი
დაასრულეთ სოკრატეს სიტყვები: “სათნოება ცოდნაა, ცოდნა კი…”
არავის არ აქვს
შიში ლამაზი ქალების მიმართ?
ვენუსტრაფობია
მითხარით ლათინურად ორი სიტყვა რომელიც ჩვენთვის ასოცირდება ერთ პუნქტუალურ კენინგსბერგელთან?
Aurea mediocritas (ოქროს შუალედი)
ცნობილი ფრანგი პოსტიმპრესიონისტისა და პუანტილისტის ჟორჟ სერას ეს შედევრი XIX საუკუნის ერთ-ერთ ყველა შესანიშნავ ტილოდ ითვლება. უნდა ითქვას, რომ შეხედულებები გამოთქმული მის შესახებ ძალიან არაერთგვაროვანია: მაგალითად Eრნსტ ბლოხის აზრით, მასზე მხოლოდ მოწყენილობის მოზაიკაა გამოსახული, ხოლო ფენეონი თვლიდა, რომ სურათზე გამოსახულია ადამიანების ჟგუფი, რომელიც ტკბება ბუნეით შუა ზაფხულში.
“კვირა დღე, ნაშუადღევი კუნძულ გრად-ჟატზე”
სინდრომს, როცა გატაცებულს, ტყვეს უყვარდება, ან უყალიბდება სიმპათიები ადამიანის მიმართ, რომელმაც იგი მძევლად აიყვანა ხოლო მის საპირისპირო სინდრომს როდესაც პირიქით გამტაცებელს, უყვარდება, ან უყალიბდება სიმპათიები ადამიანის მიმართ, რომელიც მძევლად აიყვანა. დასახელეთ ორივე სინდრომი
სტოქჰოლმის და ლიმის სინდრომი
დაასახელეთ ცნობილი სარეცლის ავტორი
პროკრუსტე
გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში?
ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია
დაასახელეთ ვინ არიან გამოსახული:
20,50,100,500,1000,5000 ავსტრიულ შილინგზე
20 - დაფინგერი
50 - ზიგმუნდ ფროიდი
100 - ბენ ბავერკი
500 - ვაგნერი
1000 - ერვინ შრედინგერი
5000 - მოცარტი