კავკასიონის წყალგამყოფი ქედის რომელ ნაწილში მდებარეობს სვანეთი?
სამხრეთ ნაწილში.
რომელი გეოგრაფიული ობიექტი, კერძოდ ქედი ჰყოფს სვანეთს ზემო და ქვემო ნაწილებად?
სვანეთის ქედი.
რომელი მდინარის ხეობას მოიცავს ზემო სვანეთი?
ენგურის ხეობას.
რატომ იყო შეუძლებელი სვანეთში დიდი დასახლებების შექმნა?
მთის ლანდშაფტზე მიწის ფართობის სიმცირის გამო
რას ნიშნავს ტერმინი „ნასოფლარი“?
ადგილს, სადაც წარსულში სოფელი იყო, ახლა კი ნასახლარებია დარჩენილი
რა იყო სვანური კოშკების მთავარი დანიშნულება?
ადგილობრივი მოსახლეობის თავშესაფარი და თავდაცვის საშუალება
მდინარე ცხენისწყლის ხეობის რომელ ნაწილში მდებარეობს ქვემო სვანეთი?
ზემო ნაწილში.
ქვემო სვანეთისაგან განსხვავებით როგორი კლიმატური პირობებით ხასიათდება ზემო სვანეთი ?
მკაცრი ჰავითა და ხანგრძლივი ზამთრით.
რატომაა ქვემო სვანეთში ბოსტნეულისა და ხილის მოყვანა შესაძლებელი?
შედარებით რბილი ჰავის გამო.
ვის საკუთრებას წარმოადგენდა სვანური კოშკი
თითოეული საგვარეულოსი
რომელ წელს მოხდა სვანეთის აჯანყება, რომლის დროსაც კოშკების უმრავლესობა განადგურდა?
1876 წელს
რატომ დაანგრია მტერმა სვანეთში ბევრი კოშკი XIXსაუკუნის ბოლოს განხორციელებულილ აჯანყების შემდეგ?
რომ აჯანყება აღარ განმეორებულიყო და მოსახლეობა თავშესაფრის გარეშე დარჩენილიყო
რომელი დასახლებული პუნქტი ითვლება ზემო სვანეთის ცენტრად?
მესტია.
რა არის მესტიის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა?
კოშკები.
უშგულის თემის რომელი სოფელია შეტანილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში?
ჩაჟაში.
განმარტეთ ტერმინი: ლანდშაფტი
განმარტება: გერმანული სიტყვა, რომელიც რაიმე ადგილის საერთო ხედს ნიშნავს
განმარტეთ ტერმინი: ბაგა
განმარტება: დააბმული საქონლისთვის საკვების ჩასაყრელი სათავსო
განმარტეთ ტერმინი: კერა
განმარტება: სახლის ცენტრში ცეცხლის დასანთები ადგილი, სადაც ოჯახი იკრიბებოდა
რომელი მთის ფერდობზე მდებარეობს კავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა?
თეთნულდზე.
რომელი ქვეყანა ესაზღვრება სვანეთს ჩრდილოეთიდან?
რუსეთი.
რომელი ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ესაზღვრება სვანეთს სამხრეთ-დასავლეთიდან?
სამეგრელო.
რას უწოდებდნენ სვანები ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს?
„ქორს“
რა ეწოდება სვანური სახლის პირველ სართულს?
მაჩუბი
რა ეწოდება სვანური სახლის მეორე სართულს?
დარბაზი
საქართველოს რომელი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე მდებარეობს სვანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით?
რაჭა
რომელი უღელტეხილით არის შესაძლებელი საავტომობილო მგზავრობა უშგულიდან ქვემო სვანეთში?
ზაგაროს უღელტეხილით
თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით, საქართველოს რომელ მხარეში შედის ზემო სვანეთი?
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
რა ფუნქციას ასრულებდა კერაზე ჩამოკიდებული რკინის ჯაჭვი?
მასზე ქვაბი ეკიდა საკვების მოსამზადებლად
როგორ იყო გამოყოფილი ბაგა მაჩუბის დანარჩენი სივრცისგან?
ხის სქელი კედლით
რა მიზნით შეჰყავდათ პირუტყვი მაჩუბში ზამთრის პერიოდში?
სითბოს შესანარჩუნებლად და მათი უსაფრთხოების დასაცავად
საქართველოს რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშია გაერთიანებული ქვემო სვანეთი?
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
რა განაპირობებს ზემო და ქვემო სვანეთის მკვეთრად განსხვავებულ ჰავას?
მათ შორის არსებული ბუნებრივი ბარიერი (სვანეთის ქედი).
სვანეთის რომელ ნაწილსი მდებარეობს უშგული?
ზემო სვანეთში.
როგორი იყო ოჯახის წევრების განლაგება კერასთან?
ყველა წევრს თავისი განსაზღვრული ადგილი ჰქონდა
რა მასალისგან იყო აშენებული ტრადიციული სვანური სახლები უშგულში?
ქვითკირისგან
რატომ ითვლებოდა კოშკი გვარის სიძლიერის სიმბოლოდ?
რადგან ყველა გვარს ჰქონდა კოშკი და ის მათ დაცულობას უზრუნველყოფდა