I
II
III
IV
V
1

რომელ ზებუნებრივ ძალას ფლობს შოტლანდიელი მწერლისა და დრამატურგის, მეთიუ ბარის, მიერ გამოგონილი პერსონაჟი - პიტერ პენი?

ფრენის
1

იგავ-არაკთა ჟანრის ფუძემდებელია ბერძენი ეზოპე (ეზოპოსი). რომელი ქართველი მწერლის შემოქმედებაში იჩენს თავს პირველად ეს ჟანრი? მიგანიშნებთ, რომ ეს მწერალი ქართული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონის ავტორიცაა.

სულხან-საბა ორბელიანი

1

დაასახელეთ სამი ცხოველი, რომელთა ნაშიერებსაც ლეკვი ჰქვია.

ძაღლი, მგელი, მელა (ტურა, მაჩვი)

1

ის, რასაც ახლა აღვწერთ, გონებრივი თამაშია, რომელიც ემსახეურება დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გამომუშავებას. მას ორი მოთამაშე თამაშობს. დაასახელეთ ეს თამაში.

ჭადრაკი

1

რომელი ქართველის მწერლის ძეგლი დგას თერჯოლის ცენტრში თავისივე ნაწარმოებების პერსონაჟებთან ერთად?

დავით კლდიაშვილის

2

გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობაში აღწერს მიტოვების პირას მდგომ სოფელს, საიდანაც მოჩანს რამდენიმე „იმედის თეთრი ძაფი“. დაასახელეთ თუ რას წარმოადგენენ ზემოხსენებული „იმედის თეთრი ძაფები“?

კვამლი, რომელიც საკვამურებიდან ამოდის
2

გამოკვლევების თანახმად, სამი წლის ბავშვისათვის ეს 12-ის ტოლია, 6 წლის ბავშვისათვის 10-ის, ზრდასრულ ადამიანს 7-8-ც ჰყოფნის. რა ეწოდება მდგომარეობას, როდესაც  ეს 0-ის ტოლია?

უძილობა (ინსომნია)

2

ვალენტინ დუბინინის კარიკატურაზე კომპიუტერის კლავიატურის ერთ-ერთ კლავიშს სახლის ფორმა აქვს. დაწერეთ ერთი სიმბოლოთი თუ ვინ ან რა ცხოვრობს ამ სახლში?

ძაღლი

2

1973 წელს საქართველოს ტელეეკრანებზე რეზო ჩხეიძის რეჟისორობით გამოვიდა ფილმი „ნერგები“. ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლუკა ბაბუ, ამბობს: „ხის სიმაღლე მისი კენწეროდან კი არა X-დან იზომებაო...“

      დაასახელეთ X ერთი სიტყვით!

ფესვებიდან

2

X კონტინენტი მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში მდებაორეობს.  ისინი ორიენტირებისათვის ვერ ხედავენ დიდი დათვის თანავარსკვლავედს, მაგრამ ხედავენ პოლარულ თანავარსკვლავედს - სამხრეთის ჯვარს. სწორედ ამ თანავარსკვლავედის ხუთი ვარსკვლავია გამოსახული ამ კონტინენტის სახელმწიფო დროშაზე.

   დაასახელეთ X კონტინენტი!

ავსტრალია

3

ერთი გამონათქვამის თანახმად, მხატვრობა არის დამუნჯებული მუსიკა. რა არის იმავე გამონათქვამის მიხედვით ამეტყველებული მხატვრობა?

პოეზია

3

ჰენრიკ იბსენი ამბობდა: „ყველაზე კარგ ბალიშს წარმოადგენს სუფთა …“

 დაასრულეთ ფრაზა ერთი სიტყვით.

სინდისი

3

თავისი სიცოცხლის განმავკლობაში ისინი რამდენიმე პროფესიას იცვლიან: დამლაგებელი, ძიძა, მტვირთავი, მშენებელი, მომპოვებელი... ვისზეა ან რაზეა საუბარი?

ფუტკარი
3

გერმანიაში ამ სეზონური „მუშების“ სიმაღლე 180 სმ უნდა იყოს. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი დიქცია და ატარებდნენ წვერს. სპეცტანსაცმელს მათ უფასოდ ურიგებენ.

   დაასახელეთ ისინი!

სანტა კლაუსები


3

Øძველ საბერძნეთში თვლიდნენ, რომ ღმერთები ზებუნებრივი  ძალის მქონე ადამიანები იყვნენ. მათი ბინა, სამყოფელი, ოლიმპოს მთა იყო და ცნობილია, რომ სწორედ ამ ღმერთების სადიდებლად დააარსეს ბერძნებმა ცნობილი თამაშები, რომლებიც დღემდე იმართება.

  გამოიცანით თამაშების სახელწოდება!

ოლიმპიური თამაშები

M
e
n
u