როდის მეფობდა დავით აღმაშენებელი?
1089-1125 წლებში
რა ერქვა დავითის მამას?
გიორგი II
რომელ წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა?
1121 წლის 12 აგვისტოს.
,,უღირსად გამოჩინებულნი განკუეთეს და შეაჩუენეს" და მათ ნაცვლად ღირსეულნი, ჭეშმარიტნი მწყემსნი დაადგინეს".
რომელი მოვლენის შესახებ მოგვითხრობს მემატიანე.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
დავით მეფე ღრმად მორწმუნე და რელიგიური ადამიანი იყო. სიკდილამდე ცოტა ხნით ადრე მან შექმნა ორიგინალური პოეტური ნაწარმოები, რომელიც სასულიერო ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშია.
რა ქვია ამ ნაწარმოებს?
,, გალობანი სინანულისანი"
ქრონოლოგიურად დაალაგეთ დავით აღმაშენებლის მმართველობასთან დაკავშირებული მოვლენები:
1.სელჩუკებისთვის ხარკის შეწყვეტა;
2. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება;
3. ერწუხის ბრძოლაში განძის ათაბაგის დამარცხება.
1; 3; 2.
დავითს უწოდეს აღმაშენებელი. რიგით მერამდენე იყო დავითი?
დავით IV
რომელ საუკუნეში მოხდა დიდგორის ბრძოლა?
XII საუკუნეში.
რომელ წელს გაიმართა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება?
1104 წელს
გამუდმებული ომიანობის მიუხედავად მეფე არ ივიწყებსა კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობას.1106 წელს მეფემ დაარსა გელათის აკადემია.
რომელი სახელგანთქმული ფილოსოფოსი მოიწვია დავითმა აკადემიაში?
იოანე პეტრიწი
ქრონოლოგიურად დაალაგეთ აღმაშენებლის მეფობის დროს მომხდარი მოვლენები:
1. ყივჩაღებთან დამოყვრება;
2. კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობა;
3. შირვანის შემოერთება.
2; 1; 3.
დავითმან ,,ინება გაწურთა მისი", მაგრამ, როგორც ,,კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს" , ისე მისი გამოსწორება შეუძლებელიაო.
ვის გულისხმობდა მეფე?
კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში.
ვინ მეთაურობდა დიდგორის ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა ჯარს,რომელიც ფლობდა ბაღდადის, მარდინის და ალეპოს ციხე-ქალაქებს.1119 წელს იბრძოდა და სასტიკად დაამარცხა ევროპელი ჯვაროსნები, რის შემდეგაც მას ,,სარწმუნოების ვარსკვლავი " უწოდეს.
ნეჯმ ად-დინ ილღაზი
რომელი თანამდებობა შექნა დავითმა ქვეყნის ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით.მის ფუნქციაში შედიოდა სახელმწიფო უწყებების კონტროლი, ქვეყნის ხაზინის შემოწმება, ,, სააჯო კარის" ხელმძღვანელობა და სხვა.
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა.
გელათის აკადემიაში ასწავლიდნენ შვიდ ძირითად საგანს: გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, რიტორიკას,გრამატიკას, ფილოსოფიას და ... ?
დაასახელეთ მეშვიდე საგანი.
ასტრონომია
ქრონოლოგიურად დაალაგეთ აღმაშენებლის დროს მომხდარი მოვლენები:
1. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება;
2. ანისის გათავისუფლება სელჩუკთაგან;
3. ილღაზის დამარცხება.
1; 3; 2.
გელათის ტაძარში, ფრესკაზე დავით აღმაშენებელი სამეფო სამოსით არის გამოსახული. მას თავზე ადგას გვირგვინი ,რომელიც მარგალიტებით არის შემკული.
რომელი ქვეყნის იმპერატორთა თავსაბურავის მსგავსი გვირგვინი ახურავს მას?
ბიზანტიის
სელჩუკებმა უზარმაზარ კოალიციურ ლაშქარს მოუყარეს თავი, რომელთა რაოდენობა 300 000 აღემატებოდა. დავითის სამხედრო ძალის რაოდენობა 55 600 კაცი იყო: 40000 ქართველი, 1500 ყივჩაღი,500 ოსი და 100 ?
ვინ იყო ეს ასი მეომარი.
100 ფრანგი ჯვაროსანი
რას ნიშნავს ,,სააჯო კარი?"
სასასმართო დაწესებულებას, რომელიც დავებს განიხილავს.
,,ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით საქართველოის ყოვლის მპრობელმან,
ვისურვე, დავით..."
რომელ ქართველ პოეტს ეკუთვნის ეს სიტყვები?
ანა კალანდაძეს
ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქალაქები დავით აღმაშენებლის მიერ მათი გათავისუფლების მიხედვით:
1. თბილისი;
2. სამშვილდე;
3. დმანისი.
2; 1; 3.
აღმაშენებელი იწოდებოდა ,, მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა, კახთა და სომეხთა", შემდეგ დაემატა ,,შირვანშა და შაჰანშა."
რაზე მეტყველებს ტიტულების მატება.
სელჩუკთაგან ტერიტორიების გათვისუფლებას და შემოერთებას.
აღმაშენებელმა დიდგორის ველზე გენიალური სამხედრო გეგმა დაუპირისპირა თურქ-სელჩუკებს.ცენტრში უტევდა დავით მეფე, ფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულის ჯარები იყო განლაგებული. ბრძოლა დიდგორის ვიწრო ხეობაში 3 საათს გაგრძელდა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
რა უწოდეს მემატიანეებმა დიდგორის გამარჯვებას?
,,ძლევაი საკვირველი"
აღმაშენებლის დროს საქართველოში მოქმედებდა საგანგებო ინსტიტუტი, რომელიც თანამედროვე საიდუმლო პოლიციის მსგავს დაწესებულებას წარმოადგენდა.მისი წყალობით მეფე ინფორმირებული იყო ყველაფერზე.
რა ერქვა ამ ინსტიტუტს?
მსტოვართა ინსტიტუტი.
დავითის მემატიანე მოგვითხრობს, რომ ერთხელ მეფემ ალყა შემოარტყა ერთ-ერთ ციხესიმაგრეს, მტერი დანებებას არ აპირებდა, მოულოდნელად მეფეს მეციხოვნემ, რომელიც ისრის უცდომელი მსროლელი იყო ისარი ესროლა.მეფეს ისარი მკერდში მოხვდა,თუმცა გადარჩა.
რამ იხსნა დავითი სიკვდილისაგან?
მკერდზე დაკიდებულმა მთავარანგელოზის პატარა ხატმა.