საქართველოს რომელ ნაწილში მდებარეობს სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე?
დასავლეთ საქართველოში.
შავი ზღვის სიახლოვის გამო როგორი კლიმატი ახასიათებს სამეგრელოს?
ნოტიო სუბტროპიკული ჰავა.
რა სახელით მოიხსენიებდნენ ძველი ბერძნები შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლონიებსა და მხარეს?
კოლხეთად.
რას უწოდებდა ძველად ადგილობრივი მოსახლეობა სამეგრელოს მხარე?
ეგრისი
რომელ საუკუნეში შეიქმნა კოლხეთის სამეფო?
ქრისტესშობამდე მეექვსე საუკუნეში.
რომელ დაბლობზეა გაშლილი სამეგრელოს ტერიტორია?
კოლხეთის დაბლობი
როგორი ნალექიანობა და ზამთარია დამახასიათებელი სამეგრელოსთვის?
უხვი ნალექი და უთოვლო ზამთარი.
რომელი დაცული ტერიტორია მდებარეობს სამეგრელოში და ცნობილია გადამფრენი ფრინველებით?
კოლხეთის ეროვნული პარკი.
რატომ არ სახლდებოდა ხალხი თავდაპირველად ფოთში?
ციებ-ცხელებისა და ქოლერის საფრთხის გამო.
რომელი ლითონები მოპიპოვებოდა კოლხეთში ზველად?
ოქრო, ვერცხლი და რკინა.
რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებით არის ცნობილი სამეგრელო?
ციტრუსების, თხილისა და ჩაის წარმოებით.
როგორ განიმართება ტერმინი: კოლონია?
განმარტება: ძველი ბერძნების მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, უმეტესად ზღვისპირეთში, დაარსებული დასახლება.
ვისი სახელი ეწოდა აფხაზეთის ნაწილს, სამურზაყანოს?
მურზაყან შარვაშიძის.
ვინ ითვლება ფოთის აღმშენებლად და მის პირველ თავად (მერად)?
ნიკო ნიკოლაძე.
ბერძნული მითის თანახმად, რა ერქვა გემს, რომლითაც ბერძენი მეომრები კოლხეთში ჩავიდნენ?
„არგო“.
ალექსანდრე დიუმას აღწერით, როგორი გარეგნობა აქვთ მეგრელ ქალებს?
ქერა, შავთვალა, შავგვრემანი და ცისფერთვალება.
ფოთის განვითარების მიზნით რა დაისახა მიზნად ნიკო ნიკოლაძემ?
ჭაობის ამოშრობის ღონისძიებები.
რას გულისხმობს ფრაზა, რომ ნიკო ნიკოლაძემ ფაქტობრივად „გაჭრა ფანჯარა ევროპაში“?
ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაციასა და ქალაქის ევროპული გეგმით კეთილმოწყობას.
ვინ იყო არგონავტების ლაშქრობის მეთაური, რომელმაც კოლხეთიდან ოქროს საწმისი გაიტაცა?
იასონი.
რას წარმოადგენდა "ოქროს საწმისი"?
განმარტება: ცხვრის ოქროს ტყავი, რომელიც კოლხეთში საბერძნეთიდან მოხვდა.
ჩამოთვალეთ ის ოთხი წყარო, რომელიც აიეტის სასახლის ეზოში მოჩუხჩუხებდა:
რძე, ღვინო, სურნელოვანი ზეთი და ანკარა წყალი.
რა ნიჭითა და ცოდნით იყო ცნობილი მედეა?
მკურნალობის საოცარი ნიჭითა და განუკურნებელი სენის წამლობის ცოდნით.
რომელ თანამედროვე ქალაქთან აიგივებენ მითოლოგიურ კვიტაიას?
ქუთაისთან.
ვინ ხელმძღვანელობდა 1984 წელს სამეცნიერო ექსპედიციას, რომელმაც არგონავტების გზა გაიმეორა?
ტიმ სევერინი.
რა მეთოდით აგროვებდნენ სვანები ოქროს მდინარეებში?
მდინარეში ცხვრის ხშირბეწვიან ტყავს აგებდნენ ოქროს ქვიშის დასალექად.