რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს აჭარა?
შავი ზღვის
დაასახელეთ აჭარის მთავარი ქალაქი
ბათუმი
თქვენი აზრით, რატომ იყო აჭარაში ხიდები ყავრით გადახურული?
ხშირი და ძლიერი ნალექისგან. დასაცავად
რომელი სოფელი მდებარეობს აჭარაში, თურქეთისა და საქართველოს საზღვარზე?
სოფელი სარფი.
რა ქვია ბათუმში არსებულ საწყლოსნო შოუების ადგილს?
ბათუმის დელფინარიუმი.
ტრადიციულად რა მასალისგან აგებდნენ სახლებს აჭარაში?
ხისგან
რომელ სამ ქედს შორისაა სამი მხრიდან მოქცეული აჭარა?
არსიანის, შავშეთის და აჭარა-გურიის ქედებს შორის.
რომელი სახელმწიფო ესაზღვრება აჭარას სამხრეთით?
თურქეთის სახელმწიფო.
აჭარის რომელ რაიონში მდებარეობს ხაბელაშვილების ხიდი?
შუახევის რაიონში.
სად მდებარეობს დღეს ისტორიული ლაზეთის უდიდესი ნაწილი?
თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში.
რა სახის ღობით იყო გარშემორტყმული აჭარული სახლის ეზო?
წნული ღობით.
რამდენ ნაწილად იყოფოდა აჭარული სახლის ეზო? დაასახელეთ ისინი
2 ნაწილად. სამეურნეო და დეკორატიულ ნაწილებად.
საქართველოს რომელი ორი ისტორიული მხარე მდებარეობდა წარსულში აჭარის ტერიტორიაზე?
შავშეთი და კლარჯეთი.
როგორი ჰავაა აჭარის შავიზღვისპირეთში?
სუბტროპიკული ჰავა.
რომელ საუკუნეში ააგეს რომაელებმა გონიოს ციხე?
ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის 70-იან წლებში.
რატომ შენდებოდა აჭარული სოფლები შემაღლებულ ადგილებსა და გორაკ-ბორცვებზე?
მზის სხივების თანაბრად განაწილებისა და ნესტისგან თავის დასაცავად.
რა ტიპის ნაგებობები იდგა სამეურნეო ეზოში?
სამეურნეო ნაგებობები, როგორიცაა საბძელი, ბეღელი და ნალია.
რა დანიშნულებით იყენებენ აჭარლები "საბძელს" უწოდებენ?
თივის შესანახად.
ჩამოთვალეთ აჭარაში ახლადგახსნილი ზამთრის კურორტები.
გოდერძი და გომარდული.
ჩამოთვალეთ ბათუმში არსებული რამდენიმე კულტურული დაწესებულება.
დელფინარიუმი, თეატრი და მუზეუმები.
თანამედროვე ეპოქაში რამ გამოიწვია აჭარაში სამშენებლო ტრადიციების თითქმის მთლიანი ცვლილება?
სამშენებლო ტექნოლოგიების განვითარებამ და კოლხეთის დაბლობის დაშრობამ.
რატომ აშენებენ დღეს აჭარაში ხის სახლებს ძალიან იშვიათად?
მათი აშენება დიდ შრომას მოითხოვს და ფინანსურად წამგებიანია.
რა ეწოდებათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო სხვადასხვა მხარეში ასახლებს?
ეკომიგრანტები.
ჩამოთვალეთ აჭარაში მეწყერის გამომწვევი ორი ძირითადი ბუნებრივი ფაქტორი.
ხშირი ნალექი და ციცაბო, უტყეო ფერდობები.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სად მოდის ყველაზე მეტი ნალექი საქართველოში?
მტირალას მთაზე.
რა როლი ითამაშა კოლხეთის დაბლობის დაშრობამ აჭარის სამშენებლო საქმიანობაში?
შეცვალა ტრადიციული სამშენებლო მასალები და სტილი.
სამცხისა და ჯავახეთის გარდა საქართველოს კიდევ რომელ რეგიონებში იქნენ გადასახლებულნი აჭარელი ეკომიგრანტები?
კახეთი, გურია და ქართლი.
ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ვის სტუმრად ითვლებოდა აჭარულ ოჯახში მისული პირი?
მთელი სოფლის სტუმრად.
როგორ იქცეოდა აჭარაში სოფელი, თუ მასპინძელ ოჯახს მატერიალური გაჭირვების გამო სტუმრის გამასპინძლება უჭირდა?
სოფელი ოჯახს სტუმრის ღირსეულად დახვედრაში ეხმარებოდა.
ქართველთა რომელი ტრადიცია ითვლებოდა აჭარაში იმდენად „წმინდა საქმედ“, რომ სტუმრის წარმოშობას ყურადღებას არ აქცევდნენ?
სტუმართმოყვარეობა.
რომელი რელიგია ასწავლიდა ჩვენს წინაპრებს, რომ ადამიანები რელიგიურობისა და წარმოშობის მიხედვით არ იყოფიან?
ქრისტიანული რელიგია.
სად იდგა ძველად აჭარის სოფლებში სტუმრებისთვის სპეციალურად განკუთვნილი სახლები?
სოფლის განაპირას.
ვისი მოვალეობა იყო აჭარაში სტუმრის სახლის მოვლა და საჭირო ნივთებით მომარაგება?
მთელი სოფლის მოვალეობა.
რომელ საუკუნემდე არსებობდა აჭარაში სტუმრისთვის განკუთვნილი სპეციალური სახლები?
XX საუკუნის დასაწყისამდე.
რატომ ირჩევენ ტურისტები დასასვენებლად საოჯახო სასტუმროებს დიდ სასტუმროებთან შედარებით?
ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების უკეთ გასაცნობად.
რომელი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება ეთნოსი?
ენა, ტერიტორია და კულტურა.