მეურნეობის რომელი დარგი იყო ძირითადად აჭარაში გავრცელებული?
მესაქონლეობა
ტრადიციულად როგორი ტიპის ვენახები იყო გავრცელებული აჭარაში?
მაღლარი ვენახები
რა მანძილის სიშორით რგავდნენ ტირიფებს აჭარლები ტერასის წინა მხრიდან?
სამ-ოთხ მეტრში
წელიწადის რომელ დროს იწყებოდა საქონლის იაილაზე გადაყვანა?
გაზაფხულის დადგომისთანავე
რა პერიოდის განმავლობაში ინახებოდა აჭარული ყველი?
თითქმის ერთი წელი
რა არ დაკარგეს აჭარლებმა გამუსლიმების მიუხედავად?
ქართული დედაენა და კულტურა.
სად მდებარეობს ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება?
სარფში.
ჩამოთვალეთ აჭარაში გავრცელებული ძირითადი მარცვლეული კულტურები.
ფეტვი, ხორბალი, ქერი და ჭვავი
რა მიზნით რგავდნენ ტირიფებს აჭარლები ტერასების გასწვრივ?
რომ მათ ფესვებს შეეკავებინა მიწის მოწყვეტა და ამოშლა (ეროზიის საწინააღმდეგოდ)
რას ეწოდება აჭარაში "იაილა"?
მთის საძოვრებს, სადაც საქონელი ზაფხულობით აჰყავთ
საქონლის კვების რომელი რეჯიმი წყდებოდა საძოვრებზე გადაყვანის შემდეგ?
ბაგური კვება
რომელ საუკუნეში გამოცხადდა ქრისტიანობა ქართლში ოფიციალურ რელიგიად?
ახ.წ. IV საუკუნის დასაწყისში.
რა არის ჯამე?
მუსლიმთა სალოცავი
როგორ უნდა მოიქცეთ კულტურული ძეგლის დათვალიერებისას, რომ ის არ დააზიანოთ?
არ უნდა დავაზიანოთ ნაგებობა და უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, სადაც ის მდებარეობს.
რას აკეთებდნენ აჭარლები ციცაბო მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად?
ტერასებს
აჭარლები რით ამაგრებდნენ ტერასების კედლებს?
ხის კედლებით
რატომ მიჰყავდათ აჭარლებს საქონელი სოფლიდან მოშორებით მდებარე იაილებზე?
სოფლის მიწას მხოლოდ სახნავ-სათესად და სათიბად იყენებდნენ, მთაში კი ნოყიერი საძოვრები იყო
საძოვრების გარდა, კიდევ რას გულისხმობდა იაილა?
იქ აგებულ საცხოვრებლებს, იგივე სახლებს
ვინ იქადაგა პირველად ქრისტიანობა აჭარაში?
ანდრია პირველწოდებულმა.
რომელი ჯამე გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზითა და ორნამენტებით?
ჩიქუნეთის ჯამე.
როგორ უწოდებენ პერიოდს ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობის შემდეგ?
ძველი წელთაღრიცხვა და ახალი წელთაღრიცხვა.
რა იყო იაილაზე ყოფნის დროს აჭარელი მოსახლეობის მთავარი საქმიანობა?
რძის სხვადასხვა პროდუქტის დამზადება
რა ეწოდება იაილაზე ყოფნის შუა პერიოდში გამართულ ტრადიციულ დღესასწაულს?
შუამთობა
რომელი იაილაა დღეს ცნობილი როგორც სამთო-დასასვენებელი კურორტი?
ბეშუმი
ვინ გეგმავს და ახორციელებს შუამთობის დღესასწაულს თანამედროვე პერიოდში?
ადგილობრივი ხელისუფლება
რომელ საუკუნეში დაიპყრეს აჭარა თურქებმა?
XVI საუკუნეში.
ვინ იბრძოდა XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანობისა და მუსლიმი ქართველების ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის?
მემედ აბაშიძე.
რა ადასტურებს იმას, რომ სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი აჭარლები ერთი და იმავე ეროვნებისანი არიან?
საერთო ენა, კულტურა და კავშირი დანარჩენ საქართველოსთან.
რა სახელით არის ცნობილი აჭარაში ტრადიციულ მეფუტკრეობა?
გეჯური მეფუტკრეობა
რომელი ციხე-სიმაგრე მდებარეობს ბეშუმის მახლობლად?
ხიხანის ციხე-სიმაგრე
სად არის დღემდე შემორჩენილი იმ ტაძრის ნანგრევები, რომელიც გადმოცემით თავად ანდრია პირველწოდებულმა ააშენა?
სოფელი დიდაჭარა.
რამდენი საუკუნის განმავლობაში შედიოდა აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში?
სამი საუკუნის განმავლობაში.
რატომ მიიღეს აჭარის მკვიდრმა ქართველებმა ისლამი ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ?
ვეღარ გაუძლეს ოსმალებისგან მომდინარე დიდ ზეწოლას.
რომელი თანამედროვე ქვეყნის ძველი სახელწოდებაა „ოსმალეთის იმპერია“?
თურქეთის.
რომელი სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო აჭარა მისი წარმოქმნისთანავე?
ქართლის სამეფოს.