როდის აიღეს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი?
1453 წელს.
რომელ წელს შემოარტყეს ოსმალებმა ალყა ვენას სულეიმან I-ის დროს?
1529 წელს.
ვინ ითვლება სეფიანთა სახელმწიფოს პირველ შაჰად?
ისმაილ I.
სად გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ირანსა და ოსმალეთს შორის 1514 წელს?
ჩალდირანის ველზე.
ვინ იყო ქართლის მეფე 1505-1525 წლებში?
დავით X.
რამდენჯერ ილაშქრა შაჰ-თამაზმა საქართველოში?
ოთხჯერ.
ვინ იყო ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1520-1566 წლებში?
სულეიმან I.
რატომ ეწოდათ სეფიანთა სახელმწიფოს დამფუძნებელ ტომებს „ყიზილბაშები“?
რადგან ისინი წითელ ქუდებს ატარებდნენ.
რომელ წლებში მიმდინარეობდა პირველი ირან-ოსმალეთის ომი?
40 წლის განმავლობაში (1514-1555 წწ.).
რომელი წმინდა ქალაქები დაიკავეს ოსმალებმა 1534 წელს?
მექა და მედინა.
ვინ მართავდა ქართლს 1527-1556 წლებში?
ლუარსაბ I.
რომელ წელს გაიმართა სოხოისტის ბრძოლა?
1545 წელს.
რომელ ქართველ მეფესთან შეკრა პოლიტიკური კავშირი ლუარსაბ I-მა?
იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან.
რა შედეგით დასრულდა 1535 წელს ბაგრატ III-ის ლაშქრობა სამცხეში?
ბაგრატმა დაამარცხა ყვარყვარე და სამცხე იმერეთს შეუერთა.
რომელ წელს შედგა შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობა საქართველოში?
1541 წელს.
სად გამაგრდა ლუარსაბ I თბილისის დაკარგვის შემდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად?
გორში.
რომელ წელს დაარბია ვარძია შაჰ-თამაზმა?
1551 წელს
1554 წლს რომელ ციხესიმაგრე დაიკავეს ირანელებმა ქართლში. ამ ციხესიმაგრეში იმალებოდა ლუარსაბის დედაც?
ატენის
სად და როდის გაფორმდა ირან-ისმალეთის პირველი ომის დასრულების შემდეგ საზავო ხელშეკრულება?
1555 წელს, ქალაქ ამასიაში.
ამასიის ზავის მიხედვით, რომელი ქართული სამეფოები გადავიდა ირანის გავლენაში?
ქართლი და კახეთი.
ამასიის ზავის მიხედვით, საქართველოს რომელი ნაწილი ერგო ოსმალეთს?
დასავლეთ საქართველო (იმერეთი, ოდიში, გურია, აფხაზეთი).
ამასიის ზავით როგორ გაიყო სამცხე-საათაბაგო?
აღმოსავლეთი ნაწილი ირანს ერგო, დასავლეთი — ოსმალეთს.
რა მოიმოქმედა ლუარსაბ I-მა ამასიის ზავის შემდეგ?
არაღიარა ზავის პირობები, მან განაგრძო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ.
რომელ წელს გაიმართა გარისის ბრძოლა? ვინ დაიღუპა ამ ბრძოლაში და როგორ?
1556 წელს. ლუარსაბ I
მისი ცხენი ორმოში ჩავარდა და მეფე ქვეშ მოიყოლა.
რას ნიშნავს ტერმინი „ფადიშაჰი“?
მონარქის ტიტულს აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში.
რა ბედი ეწია ყარსის ოლქს ამასიის ზავის თანახმად?
გამოცხადდა ნეიტრალურ ზონად, ციხესიმაგრე კი მიწასთან უნდა გაესწორებინათ.
ვინ არის „ისტორია ალამარაი აბასის“ ავტორი?
ისქანდერ მუნში.
XVII საუკუნის რომელი ქართველი ისტორიკოსი გვაწვდის ცნობებს გარისის ბრძოლის შესახებ?
ფარსადან გორგიჯანიძე.
განმარტეთ ტერმინი: ათაბაგი
სამცხე-საათაბაგოს მმართველთა ტიტული.
რა მიზეზით ამართლებს ისქანდერ მუნში შაჰის ლაშქრობებს საქართველოში?
ქართველთა თავდასხმებით მუსლიმურ რაიონებზე.