რომელი ქართველი მეფეები მონაწილეობდნენ ერევნის ციხის აღებაში შაჰის მხარეს?
გიორგი X (ქართლი) და ალექსანდრე II (კახეთი).
რა დათმობა მოსთხოვა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს ჯილდოს სანაცვლოდ?
ლორეს პროვინცია და დებედის ხეობა.
რა მიზნით შექმნა შაჰ-აბასმა ლორეში „სახანო“?
რათა ქართლში ადვილად შესულიყო და გამოსულიყო
რომელი პროვინციის დათმობა მოსთხოვა შაჰმა კახეთის მეფეს?
კაკ-ენისელის.
რომელი თურქმანული ტომი ჩამოასახლა შაჰ-აბასმა დებედის ხეობაში?
ბორჩალუ.
ვის გაუგზავნა სვიმონ I-მა წერილი 1596 წელს ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედით?
სვიმონმა წერილი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს გაუგზავნა.
რომელი ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის ცნობით ერქვა ბორჩალოს ადრე „ქურდვაჭრის ხევი“?
ვახუშტი ბატონიშვილის.
გეოგრაფიულად დღეს რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული მხარე ლორე?
თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე.
გეოგრაფიულად დღეს რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული მხარე კაკ-ენისელი?
თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (საინგილო).
რა ეწოდებოდა შაჰ-აბასის მიერ შექმნილ ახალ სამხედრო ნაწილებს, რომლებიც თოფით იყვნენ შეიარაღებულნი?
არკებუზთა რაზმი
რა ტიპის მმართველობა ჩამოაყალიბა შაჰ-აბასმა კაკ-ენისელში?
სასულთნო.
ვინ იგულისხმება „კეისარში“ სვიმონ I-ის ევროპულ წერილებში?
იგულისხმება გერმანელი საღვთო რომის იმპერატორი რუდოლფ II.
რომელ წელს დადებული ზავით ჩანდა, რომ ირანის ძალები ოსმალეთთან დასაპირისპირებლად საკმარისი არ იყო?
1590 წლის ზავით.
ვის გადასცა შაჰ-აბასმა სახელმწიფო საკუთრებაში გამოცხადებული მიწები დასამუშავებლად?
გლეხებს
მეურნეობის რომელი დარგის წარმოება და ვაჭრობა გამოაცხადა შაჰმა ირანის ხაზინის მონოპოლიად?
მეაბრუშუმეობა
ვისი დახმარებით დაიწყო შაჰ-აბასმა ზარბაზნების ჩამოსხმა ირანში?
თურქი და ევროპელი ხელოსნების.
რა ტიპის შენაერთს წარმოადგენდა ღულამების კორპუსი შაჰ-აბასის არმიაში?
ცხენოსანთა გვარდიას
რა საერთო მიზანს უსახავდა სვიმონ I ევროპელ მონარქებს ოსმალებთან ბრძოლაში?
მიზანი იყო იერუსალიმის გათავისუფლება და ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა.
რომელ წელს ავიდა სვიმონ I ქართლის სამეფო ტახტზე?
სვიმონ I ქართლში 1556 წელს გამეფდა.
სად მდებარეობდა სვიმონ I-ის რეზიდენცია იმ დროს, როდესაც თბილისში ირანელთა გარნიზონი იდგა?
სვიმონ მეფის რეზიდენცია ქალაქ გორში იყო.
რა ერქვა სვიმონ I-ის ძმას, რომელიც გამაჰმადიანდა და ირანელებმა ქართლის მმართველად დანიშნეს?
სვიმონის ძმას დავითი ერქვა, რომელსაც ისლამის მიღების შემდეგ დაუდ-ხანი უწოდეს.
რომელი მეფე მართავდა კახეთს სვიმონ I-ის გამეფების პერიოდში და რა პოლიტიკას ატარებდა ის ირანთან?
კახეთში ლევან მეფე მეფობდა, რომელიც ირანისადმი ერთგულების პოლიტიკას ატარებდა.
რომელ ბრძოლაში ჩაუვარდა სვიმონ I ირანელებს ტყვედ 1569 წელს?
სვიმონ მეფე ირანელებს ტყვედ ფარცხისის ბრძოლაში ჩაუვარდა.
მამა იაკობის ცნობით, რა იყო ქართველთა ჯარის ძირითადი ნაკლი ოსმალებთან ბრძოლისას?
ქართველებს არ გააჩნდათ კავალერია (ცხენოსანი ჯარი).
რა პირობა წაუყენა შაჰ-თამაზმა ტყვეობაში მყოფ სვიმონ I-ს თავისუფლების სანაცვლოდ?
შაჰი მისგან სჯულის შეცვლასა და ისლამის მიღებას მოითხოვდა.
რომელ ციხეში გამოკეტეს სვიმონ I ირანში ტყვეობისას, რელიგიის შეცვლაზე უარის თქმის გამო?
სვიმონ მეფე ალამუტის ციხეში გამოკეტეს.
რა მიზნით გაათავისუფლეს ირანელებმა სვიმონ I ტყვეობიდან 1578 წელს?
ის ოსმალების წინააღმდეგ ქართლში საბრძოლველად გაათავისუფლეს.
რომელი ტერიტორია დაიპყრეს ოსმალებმა მთლიანად 1578 წელს ირანელების დამარცხების შემდეგ?
ოსმალებმა მთლიანად დაიპყრეს სამცხე-საათაბაგო.
რომელმა ქართველმა მეფემ გამოუცხადა მორჩილება ლალა მუსტაფა-ფაშას რათა კახეთის დარბევა თავიდან აეცილებინა?
ოსმალებს კახეთის მეფე ალექსანდრე II დაემორჩილა.
რომელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე წაართვა სვიმონ I-მა ოსმალებს 1598 წელს?
სვიმონმა ოსმალებს გორის ციხე წაართვა.
ვინ იყო ირანის შაჰი 1577-1587 წლებში, რომლის დროსაც სვიმონი სარდლად დაინიშნა?
ამ პერიოდში ირანის მმართველი შაჰ-ხუდაბენდე იყო.
რომელი ადმინისტრაციული ერთეული ჩამოაყალიბეს ოსმალებმა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე?
ოსმალებმა იქ ახალციხის საფაშო ჩამოაყალიბეს.
რომელ წელს ავიდა ირანის ტახტზე შაჰ-აბას I?
შაჰ-აბას I ირანის ტახტზე 1587 წელს ავიდა.
რომელი ზავით დათმო ირანმა მთელი კავკასია ოსმალეთის სასარგებლოდ 1590 წელს?
ირანმა კავკასია ოსმალეთთან დადებული სტამბოლის ზავით დათმო.
რა ეწოდა ოსმალთა მიერ დაპყრობილ ქართულ მიწებზე შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს?
ამ ერთეულს გურჯისტანის ვილაიეთი ეწოდა.
რომელ ბრძოლაში ჩაუვარდა სვიმონ I ოსმალებს ტყვედ 1600 წელს და რომელ ციხეში გმოკეტეს ქართველი მეფე ოსმალებმა?
სვიმონ მეფე ოსმალებს ნახიდურის ბრძოლაში ჩაუვარდა ტყვედ. მეფე იედიყულეს ციხეში გამოკეტეს