გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ფედერალური მხარე, რომლის დედაქალაქია მიუნხენი
ბავარია
ეს თამაში მოიცავს უძრავი ქონების ყიდვას, ქირის შეგროვებას და მეტოქეების ფინანსურ გაკოტრებას
„მონოპოლია“
ამ ევროპულ ქალაქში, რომელიც აგებულია არხების ქსელზე, გადაადგილება ძირითადად ნავებით ხდება, და ისტორიულად ცნობილი გახდა როგორც სავაჭრო საზღვაო რესპუბლიკა
ვენეცია
ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება 4 ივლისს
ამერიკის შეერთებული შტატები
სწორედ ამ მერსისაიდულ კლუბს ეკუთვნის ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბებიდან
ლივერპული
ეს იმერეთის დასახლება ცნობილია როგორც ისტორიული ციხესიმაგრე, ხოლო მის ადგილას არსებობდა ქალაქი, რომელიც ბერძნულ წყაროებში როდოპოლისის სახელითაა ცნობილი
ვარციხე
მისი მნიშვნელობის დაკნინებას დედოფალ იზაბელა კასტილიელის პოლიტიკური გავლენის ზრდას მიაწერენ
მეფე, ჭადრაკის ფიგურა
ეს იტალიური ქალაქი უკავშირდება დანტე ალიგიერის, არის რენესანსის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და ისტორიულად ცნობილია ხელოვნებისა და კულტურის ძლიერი განვითარებით
ფლორენცია
ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში სამყარო ოთხ ძირითად ელემენტად იყოფოდა: წყალი, მიწა, ცეცხლი და ეს
მიწა
ეს მწვრთნელი ხელმძღვანელობდა არსენალს „Invincibles” სეზონში, რომელშიც გუნდი დაუმარცხებლად გახდა ჩემპიონი
არსენ ვენგერი
„ვარსკვლავური ომებიდან“ ეს იმპერიული საბრძოლო სადგური ერთი გასროლით პლანეტას ანადგურებს
სიკვდილის ვარსკვლავი
თამაში, რომელიც მოითხოვს რესურსების შეგროვებას, გზების აშენებას და გამარჯვების ქულების დაგროვებას კუნძულზე
„კატანი“
ეს გერმანული ქალაქი ცნობილია ძმები გრიმების ზღაპრით, რომელშიც ოთხი ცხოველი მიდის ამ ქალაქში, რათა თავისუფლება მოიპოვონ და მუსიკოსები გახდნენ
ბრემენი
ბიბლიის ამ წიგნში აღწერილია ოთხი მხედარი, რომლებიც სამყაროს დასასრულსა და მეორედ მოსვლას უკავშირდებიან;
„იოანეს გამოცხადება“/ „აპოკალიფსი“
ამ მეტსახელით ვიცნობთ ლონდონურ საფეხბურთო კლუბს ფულემს
„კოტეჯერები“
ეს ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პორტსა და ტურისტულ ცენტრს ბულგარეთში; ის ასევე ცნობილია როგორც ქვეყნის „საზღვაო დედაქალაქი“
ვარნა
ეს როლური თამაში შეიქმნა 1970-იან წლებში გარი გიგაქსისა და დეივ არნესონის მიერ და გახდა თანამედროვე ფენტეზი კამპანიების, პერსონაჟების შექმნისა და დილეგების კვლევის საფუძველი
„Dungeons & Dragons“ / „D&D“ / „დილეგები და დრაკონები“
ევროპული ქვეყანა, რომლის დედაქალაქია ვადუცი
ლიხტენშტაინი
დაასახელეთ ქართულად პოკერის კომბინაცია, რომელიც ნიშნავს ოთხი ერთნაირი კარტის ქონას
კარე
ფეხბურთელი, რომელსაც ეკუთვნის პრემიერ ლიგის ყველა დროის ასისტების რეკორდი
რაიან გიგსი
ეს იმერეთის დასახლება ცნობილია როგორც ისტორიული ციხესიმაგრე, ხოლო მის ადგილას არსებობდა ქალაქი, რომელიც ბერძნულ წყაროებში როდოპოლისის სახელითაა ცნობილი
სავარცხელი
დაასახელეთ ქართულად ან ფრანგულად ეს სპეციალური სვლა ჭადრაკში, რომელიც საშუალებას გაძლევს აიყვანო მოწინააღმდეგის ის პაიკი, რომელიც საწყისი პოზიციიდან დაწინაურებულია ორი უჯრით და დგას მეორე მხარის პაიკის გვერდით
„გავლით აყვანა“ / „en passant“
ამ ესპანურ ქალაქში ყოველ წელს ტარდება ფესტივალი „ლა ტომატინა“, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს ათასობით პომიდორს ესვრიან
ბუნიოლი
თამაში, რომელიც ინდოეთში გამოიგონეს და ჭადრაკის ოთხმოთამაშიან წინაპარს წარმოადგენს
ჩატურანგა
ამ ფეხბურთელს ეკუთვნის ინგლისურ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩის რეკორდი აფრიკელ ფეხბურთელებს შორის
კოლო ტურე