განმარტება: რით განსხვავდება მარტივი რიცხვი შედგენილისგან?
მარტივ რიცხვს მხოლოდ ორი გამყოფი აქვს (1 და თავისი თავი), ხოლო შედგენილს – ორზე მეტი
განმარტება: რას ნიშნავს აბრევიატურა „უსგ“ და რას ვპოულობთ ამ დროს?
უდიდესი საერთო გამყოფი – ყველაზე დიდი რიცხვი, რომელზეც მოცემული რიცხვები უნაშთოდ იყოფიან
განმარტება: როდის ვუწოდებთ ორ წილადს ტოლს?
როცა ერთი წილადის მნიშვნელოს და მრიცხველოს ერთი და იგივე რიცხვზე გამრავლებით ან გაყოფით არის მიღებული მეორე წილადი
შეკრიბე: 3 მთელი 2/7 + 1 მთელი 3/7
4 მთელი 5/7
როგორ მრავლდება ერთმანეთზე ორი წილადი?
მრიცხველი მრავლდება მრიცხველზე, ხოლო მნიშვნელი - მნიშვნელზე.
დაშალე 90 მარტივ მამრავლებად.
2•32•5
იპოვე 30-ისა და 45-ის უსგ.
15
შეკვეცე წილადი 30/45 ისე რომ მიიღო უკვეცი წილადი
2/3
გამოთვალე: 7 მთელი. 1/5 - 3 მთელი 3/5.
6 მთელი 6/5 - 3 მთელი 3/5 = 3 მთელი 3/5.
შეასრულე გამრავლება: (3/4) • (8/9).
შეკვეცის შემდეგ მიიღება 2/3.
დაშალე 540 მარტივ მამრავლებად და თქვი, რამდენი ორიანი შედის მის მამრავლებში.
შედის 2 ცალი ორიანი 540=22•33•5
იპოვე 6-ისა და 8-ის უმცირესი საერთო ჯერადი (უსჯ).
24
იპოვე წილადების 2/3 და 3/4 საერთო მნიშვნელი და მიიყვანე ამ მნიშვნელამდე.
8/12 და 9/12
გამოთვალე: 12 - 5 მთელი 3/8.
11 მთელი 8/8 - 5 მთელი 3/8 = 6 მთელი 5/8.
შეასრულე გაყოფა: (5/6) : (10/3).
მეორე წილადი ბრუნდება: (5/6) •(3/10) = 15/60 = 1/4.
იპოვე უმცირესი სამნიშნა შედგენილი რიცხვი, რომელიც 5-ის ჯერადია და ციფრთა ჯამი უდრის 6-ს.
105 (რადგან 1+0+5 = 6 და ბოლოვდება 5-ით, შესაბამისად იყოფა 5-ზე).
იპოვე 24-ისა და 36-ის უსგ-ისა და უსჯ-ის ჯამი.
უსგ(24, 36) = 12, უსჯ(24, 36) = 72. მათი ჯამია 12 + 72 = 84
იპოვე x, თუ ცნობილია, რომ X/36=5/9
x = 20 (რადგან მნიშვნელი 9 გაიზარდა 4-ჯერ, მრიცხველიც 4-ჯერ გაიზრდება: 5•4=20).
გამოთვალე: 8 მთელი 2/9 - 3 მთელი5/9 .
7 მთელი 11/9 - 3 მთელი 5/9 = 4 მთელი 6/9 = 4 მთელი2/3
შეასრულე მოქმედება: 2 მთელი 1/2 • 1 მთელი 1/5
5/2 • 6/5 = 30/10 = 3.