სხვადასხვა
სხვადასხვა
სხვადასხვა
ფოტოგრაფია
პოეზია
100

ეს ძაღლი არის იაპონიაში ერთგულების სიმბოლო, რომელსაც 1934 წელს ქანდაკება დაუდგეს. დაასახელეთ ეს ძაღლი

ჰაჩიკო – ერთგულების სიმბოლო


100

სწორედ ამ ბრძოლის ადგილას დაარსებულ მონასტერში გამოაცხვეს პირველად ჭვავის პურის სახეობა, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, ჭვავის ალაოსა და კორეანდრს.

ბოროდინოს ბრძოლა

100

რა ქვია ინტერნეტში საიტიდან საიტზე ძრომიალს  ?

„ვებ სერფინგი"

100

ეს პრემია ჟურნალისტებსა და ლიტერატორებთან ერთად გადაეცემათ ფოტორეპორტიორებსაც და ამ უკანასკნელთათვის ყველაზე საპატიო პრემიად ითვლება.

პულიცერის პრემია

100

ნ.დუმბაძის " მარადისობის კანონის მიხედვით, რა არის ყველაზე მძიმე ადამიანის ორგანიზმში?

სული

200

x  ხშირად უმტკიცებს ადამიანებს, რომ ისინი უკვდავები არ არიან . x-ის დაძლევის სენი ბევრს გასჩენია. ისტორიას ახსოვს 200-ზე მეტი ადამიანი რომელთა სურვილმა ფიასკო განიცადა მათ შორის მოიაზრება ყველაზე ახალგაზრდა პიროვნებაც , რომლის ხილვაც ყოველი შემდგომი "ამ სენით" შეპყრობილი ადამიანების მთავარ გამაფრთხილებელ ფაქტორს წარმოადგენს. თუ ჩაწვდით x-ის რაობას დაასახელეთ ეს პიროვნება


ცევანგ პალჯორია ( ინდოელი ალპინისტი - ცნობილი როგორც " ევერესტის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი " )

200

ეს მთა იაპონიის მთავარი სავიზიტო ბარათია. იგი ვულკანური წარმოშობის ყველზე დიდი მთაა , რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს იაპონიაში. ყოველთვის იყო შთაგონების წყარო მხატვრებისთვის , პოეტებისთვის , მწერლებისთვის ფოტოხელოვანთათვის და საერთოდ იაპონელებისთვის. 

 სახელი  დაარქვა უძველესმა აბორიგენულმა ტომმა – იანებმა , რომლებიც დღესაც ცხოვრობენ კუნძულ ჰოკაიდოზე.  იანებმა დაარქვეს მთას თავიანთი მთავარი ღვთაების სახელი – x, რომელიც ფიგურირებს მთის დასახელებაში. ამიტომ მთას რელიგიური დატვირთვაც ააქვს. მთის მაღლობზე დგას უძველესი შინტოისტური ტაძარი რომელიც 2000 წლის ისტორია აქვს. დაასახელეთ ეს მთა

ფუჯისანი

200

დაასრულეთ ბერძნული გამონათქვამი: ზედმეტად ბევრი აზრი......

ჩაძირავს ნავს

200

ფოტოგრაფიაში კომპოზიციის აწყობის ფართოდ გავრცელებულია ე.წ. მესამედის წესი, რომელიც სურათს ამდენ ტოლ კვადრატად ყოფს

 ცხრა

200

შეეცადეთ მითხრათ ვის ეკუთვნის სტროფი, მგონი არ უნდა გაგიჭირდეთ:
“ღვინის მდინარე, ფერიები და ლხინის ტახტი,
მითხრეს, გელისო სამოთხეში, თუ ღირსი გახდი.
ამივსე თასი წმინდა ღვინით და მომაწოდე,
ათას ნისიას მირჩევნია ეს ერთი ნაღდი.”

ომარ ხაიამი

300

ზიგმუნდ ფროიდი განსაზღვრავდა ფსიქოსოციალური ცხოვრების სამ დონეს. დაასახელეთ სამივე დონე

ცნობიერი, ქვეცნობიერი, არაცნობიერი

300

x – არის ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარე , რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ  პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. იგი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ლანგარზე გაზრდილს”. ასევე ამერიკელი ჯარისკაცები ამ სიტყვით (შეძახილით აღწერდნენ იაპონელი კარისკაცების არეულ შემოტევას)

ბონსაი

300

ეს XIX საუკუნის ფრანგი კლასიკოსი ხშირად იმეორებდა: “მწერლები რომ მხოლოდ თავისი ეპოქისთვის წერდნენ, მე დავამტვრევდი ჩემს კალამს და შორს მოვისვრიდი მას”.

ვიქტორ ჰიუგო

300

ფოტოგრამა, ასე ეწოდება ფოტოაპარატის გარეშე გადაღებულ სურათს. მიახლოებით აღწერეთ როგორ ხდება ამგვარი სურათის გადაღება

გადასაღები ობიექტი თავსდება პირდაპირ ფოტოსენსიტიურ მასალაზე

300

რაკი სპარსულ პოეზიაზე ჩამოვარდა საუბარი, დამისახელეთ პოეტი-სუფიტი, ერთი თქვენთვის კარგად ცნობილი ხვარაზმელის სეხნია, რომლის “დივანი” საქვეყნოდაა ცნობილი

ჯალალ ედ-დინ რუმი

400

ძველი აღთქმის ტექსტში ვკითხულობთ, რომ როდესაც კაენმა მოკლა აბელი მას უფალმა ჰკითხა, თუ სად იყო ძმაჲ მისი. ჯერ კიდევ განრისხებულმა კაენმა ღმერთს ამგვარი პასუხი გასცა: „არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?“ ამ სიძულვილითა და გულგრილობით სავსე კითხვას პასუხს სცემს და ეწინააღმდეგება სახარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწავლება (ქადაგება) თავისი არსით. დაასახელეთ ეს ქადაგება 

 „ქადაგება კეთილ სამარიტელზე“,(რომელიც ამგვარ პასუხს აძლევს კაენს: დიახ, ადამიანი თავისი ძმის მცველია, იგი ვალდებულია უყვარდეს და იზრუნოს თავის მოყვასზე, მთელი თავისი გულით და მთელი თავისი ძალით. )

400

სწორედ ასე ერქვა საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად ფინეთში აგებულ სიმეგრეებისა და თხრილების ხაზს. ეწოდა ფინელი ჯარისკაცის სახელი, რომელიც მსახურობდა რუსეთის იმპერიის ჯარში 1889-1917 წწ. 1931-39წწ ეროვნული თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდა. 1939-40 და 1941-44 წწ ფინური სამხედრო ძალების მეთაური გახდა, ხოლო 1944-46 წწ ფინეთის პრეზიდენტი იყო.

მანერჰეიმის ხაზი

400

ძაღლების ამ ჯიშის წარმოქმნა საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა ფოლკლორიდან და არქეოლოგიური გათხრებიდან ცნობილია, რომ მისი წინაპრები უძველესი ამერიკული ჯიშის წარმომადგენლები არიან. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეს ძაღლები წარმოიშვენ ტეჩიჩის ჯიშისა და კონკისტადორების მიერ ჩამოყვანილი ჩინური ჯიშების შეჯვარებით

ჩიხუახუა

400

ტექნიკა რომელიც ვიზუალური ინფორმაციას სამგანზომილებიანი ფორმით გადმოსცემს ან ქმნის სიღრმის ილუზიას

სტერეოსკოპია

400

პოეზიის ნებისმიერმა მცოდნემ იცის, რომ პირველში მარცვლები განაწილებულია ასე 5/7/5, მეორეში კი 5/7/5/7/7. დამისახელეთ პირველიც და მეორეც

პირველი-ჰოკუ(ითვლება ჰაიკუც); მეორე-ტანკა

500

ამის გამოგონება კი მიეწერება ბიზანტიელ კალინიკეს 678 წელს. გადმოცემის თანახმად ამან შეუშალა ხელი არაბებს კონსტანტინოპოლის აღებაში

ბერძნული ცეცხლი

500

ის ერთ-ერთი წინამორბედია როიალისა და კლავისინისაგან განსხვავებით მისი სიმები არა კლავიატურის უკან, არამედ მის გვერდით, ძირითადად მარჯვნივაა ხოლმე განლაგებული.

კლავიკორდი

500

იგი შედის ირანულ ენათა ოჯახში. ამ ენაზე 30 მლნ-მდე ადამიანი საუბრობს. მათ შორის ავღანეთის 40% და პაკსტანის მოსახლეობის 15%-მდე (ჩრდოლო-დასავლეთ პაკისტანი).

პუშტუ

500

ფოტოაპარატში, მოწყობილობა რომელიც აკონტროლებს ობიექტივში დროის განსაზღვულ მონაკვეთში გატარებული სინათლის ოდენობას

 შატერი

500

მოისმინეთ ჰოკუ და მითხარით რა მოვლენა მოხდა ცოტა ხნის წინ პოეტის ცხოვრებაში:
“აღარავინ აკეთებს ნახვრეტებს კედლებში,
მაგრამ ღმერთმანი,
როგორ ცივა სახლში.”

პოეტი ქალია, რომელსაც დაეღუპა შვილი. (ბავშვის გარდა ვინ გახვრეტს იაპონურ მუყაოს კედლებს?)

M
e
n
u