თუ მარათონში გარბიხართ და გაასწრებთ მეორე ადგილზე მყოფ მორბენალს, რომელ ადგილზე იქნებით?
მეორზე
რომელი სიტყვა იწერება ყოველთვის არასწორად?
სიტყვა „არასწორად"
რას აქვს ერთი თვალი, მაგრამ ვერაფერს ხედავს?
ნემსს.
რა ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ არასდროს ადის ზემოთ?
წვიმა, თოვლი
რომელია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი და რომელ მთათა სისტემაში მდებარეობს ის?
ევერესტი (ჯომოლუნგმა), ჰიმალაის მთებში.
ოჯახში 5 დაა და თითოეულს ჰყავს ერთი ძმა. სულ რამდენი შვილია ოჯახში?
6
მას აქვს კბილები, მაგრამ ვერაფერს ჭამს. რა არის ეს?
სავარცხელი.
მე ვარ ყოველთვის შენს წინ, მაგრამ ჩემი დანახვა შეუძლებელია. რა ვარ მე?
მომავალი
მას აქვს ფრთები, მაგრამ არ დაფრინავს; აქვს კუდი, მაგრამ არ ქიცინებს. რა არის ეს?
თვითმფრინავი ან წისქვილი
ეს არის ერთადერთი კონტინენტი დედამიწაზე, სადაც არცერთი მოქმედი ვულკანი არ არსებობს. რომელია ის?
ავსტრალია
თბილისიდან ბათუმისკენ მიდის მატარებელი 60 კმ/სთ სიჩქარით. იმავე დროს ბათუმიდან თბილისისკენ გამოდის მეორე მატარებელი 80 კმ/სთ სიჩქარით. შეხვედრის მომენტში, რომელი მატარებელი იქნება უფრო ახლოს თბილისთან?
ორივე თანაბრად იქნება დაშორებული.
რა არის ის, რაც მხოლოდ შენ გეკუთვნის, მაგრამ სხვები შენზე ხშირად იყენებენ?
შენი სახელი
ადამიანი მანქანას მართავს. მას არ აქვს ჩართული ფარები, არც მთვარე ანათებს, თუმცა მან გზაზე გადასული შავი კატა მაინც დაინახა. როგორ?
დღე იყო.
რაც უფრო მეტს იღებ მისგან, მით უფრო დიდი ხდება. რა არის ეს?
ორმო
რამდენი წუთის განმავლობაში აღწევს მზის სხივი დედამიწამდე? (დაახლოებითი დრო).
8 წუთი (და 20 წამი).
აგური იწონის 1 კილოგრამს და კიდევ ნახევარ აგურს. რამდენს იწონის ერთი მთლიანი აგური?
2 კგ
რა არის ის, რაც იზრდება, მაგრამ არასოდეს მცირდება?
ასაკი
მე ვცხოვრობ მხოლოდ იქ, სადაც სინათლეა, მაგრამ თუ სინათლე პირდაპირ მეცემა, მაშინვე ვკვდები. რა ვარ მე?
ჩრდილი
რომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით?
ვატიკანი
ტბაზე ტივტივებს დუმფარები. ყოველდღე დუმფარების რაოდენობა ორმაგდება. ცნობილია, რომ დუმფარებმა მთელი ტბა 48 დღეში დაფარეს. რამდენი დღე დასჭირდათ მათ ტბის ნახევრის დასაფარად
47 დღე
"მე მაქვს ქალაქები, მაგრამ არ მაქვს სახლები; მაქვს მთები, მაგრამ არ მაქვს ხეები; მაქვს წყალი, მაგრამ მასში თევზი არ ცურავს. ერთი სიტყვით მითხარით, რა ვარ მე?“
რუკა
ოთახში იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცი. მას ცალ ხელში დამბაჩა უკავია, ხოლო მეორეში — დიქტოფონი. დეტექტივმა აიღო დიქტოფონი და ჩართო. ჩანაწერში ისმის ხმა: „მე დავიღალე ამ ცხოვრებით და გადავწყვიტე წავიდე...“ — ამის შემდეგ ისმის გასროლის ხმა. დეტექტივმა მაშინვე თქვა, რომ ეს მკვლელობაა და არა თვითმკვლელობა. რატომ?
იმიტომ, რომ თუ ადამიანმა თავი მოიკლა, გასროლის შემდეგ დიქტოფონს ვეღარ გამორთავდა (ჩანაწერი კი დასრულებული იყო).
რა არის ის, რაც დაფრინავს ფრთების გარეშე და ტირის თვალების გარეშე?
ღრუბელი
ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც დედამიწას წრე შემოუარა (პირველი მსოფლიო მოგზაურობის ხელმძღვანელი), თუმცა თავად მოგზაურობის დასრულებამდე დაიღუპა?
მაგელანი