ეს იაპონური კომპანია დაარსდა XIX საუკუნეში, თავდაპირველად სათამაშო ბარათებს აწარმოებდა, ხოლო მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვიდეო თამაშების შემქმნელი მსოფლიოში
“Nintendo”
ეს არტეფაქტები DC სამყაროში ძალას აძლევს მწვანე ლამპრებს
ძალის ბეჭედი
ეს ტექნოლოგიური კომპანია ფლობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემას და მისი სახელწოდება მათემატიკურ დიდ რიცხვს უკავშირდება
ეს ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნავს იესო ქრისტეს დაბადებას და ხშირად აღინიშნება დეკემბრის ბოლოს ოჯახური შეკრებებით, საჩუქრებითა და ტრადიციული სადღესასწაულო დეკორაციებით
შობა
დუღილით მიღებული ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მზადდება ქერისაგან ან სხვა მარცვლეულისაგან და განსაკუთრებით პოპულარულია გერმანიასა და ჩეხეთში
ლუდი
იაპონურ მითოლოგიაში ეს არსება არის მელიის ფორმის სული, რომელიც ხშირად ასოცირდება ჭკუასთან, მოტყუებასთან და ზოგჯერ ღმერთ ინარისთან დაკავშირებულ მფარველ ძალასთან
კიცუნე
გოთემში მდებარე ეს ფსიქიატრიული დაწესებულება განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ იქ ხშირად ხვდებიან ბეტმენის ყველაზე საშიში მტრები
არკჰემის ფსიქიატრიული საავადმყოფო
ეს ეკონომიკური ცნება აღწერს სიტუაციას, როცა ერთი კომპანია აკონტროლებს მთელ ბაზარს და შეუძლია ფასების დამოუკიდებლად განსაზღვრა
მონოპოლია
ირლანდიური დღესასწაული, რომლის სიმბოლოა მწვანე ფერი და სამყურა
წმინდა პატრიკის დღე
ეს ქვეყანა ითვლება კარტოფილი ფრის წარმოშობის მთავარ კერად
ბელგია
იაპონელი მეომრების - სამურაების - ეთიკური და ქცევით კოდექსი, რომელიც ხაზს უსვამდა ერთგულებას, ღირსებას, სიმამაცესა და სიკვდილთან მიმართებაში უშიშრობას
ბუშიდო
ეს კოსმიური ლურჯი კუბის ფორმის ობიექტი Marvel-ის სამყაროში ასოცირდება სივრცის მართვასთან და ერთ-ერთი უსასრულობის ქვაა
ტესერაქტი
ეს ვიდეო გაქირავების ქსელი არ დათანხმდა სტრიმინგის სფეროში პარტნიორობას იმ კომპანიასთან, რომელიც მოგვიანებით გახდა მისი მთავარი კონკურენტი და ბაზრიდან თითქმის სრულიად ჩაანაცვლა
Blockbuster
ეს თარიღი აღინიშნება მექსიკაში და უკავშირდება 1862 წლის პუებლის ბრძოლას, რომელშიც მექსიკურმა ძალებმა დაამარცხეს ფრანგული არმია, რაც ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ იქცა
5 მაისი / სინკო დე მაიო
ეს იტალიური ყველი მზადდება ძროხის რძის ნაღების ნაწილობრივ გამყარებით და ხშირად გამოიყენება დესერტებში, განსაკუთრებით ტირამისუში
მასკარპონე
ეს ლეგენდარული იაპონელი კენსეი ცნობილია დაუმარცხებელი დუელებითა და საკუთარი ორმაგი ხმლის სტილის შექმნით; მან ასევე დაწერა ცნობილი ნაშრომი სტრატეგიაზე სახელად „ხუთი გრაგნილი“
მუსაში მიამოტო
ბეტმენის ბნელი ვერსია მულტივერსიდან - ჯოკერის შცამით „დაზიანებული“ და სიგიჟეში გადასული პერსონაჟი, რომელიც ერთდროულად ბეტმენის ტაქტიკურ გონებასა და ჯოკერის ქაოსს აერთიანებს
ბეტმენი, რომელიც იცინის
ეს ბიზნესსტრატეგია აღწერს მდგომარეობას, როცა კომპანია თავდაპირველად დაბალი ფასით ან მარტივი პროდუქტით შედის ბაზარზე, შემდეგ კი ნელ-ნელა ანაცვლებს ძლიერ კონკურენტებს და ინდუსტრიას ცვლის
დისრუპციული ინოვაცია
ეს ინდური ფესტივალი გაზაფხულზე აღინიშნება და ადამიანები ერთმანეთს ფერად ფხვნილებს ესვრიან და წყლით ასველებენ, რაც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას აღნიშნავს
ჰოლი
ტრადიციული ქართული (და არამარტო) სასმელი, რომელიც მიიღება თაფლის ფერმენტაციით და ითვლება ერთ-ერთ უძველეს ალკოჰოლურ სასმელად მსოფლიოში
თაფლის ღვინო / მიდი / თაფლუჭი
XVIII-XIX საუკუნის ამ იაპონელ სუმოისტს ეკუთვნის რეკორდი 264 ოფიციალურ ბრძოლაში 254 მოგება და 10 წაგება, რომელიც სუმოს ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით დღემდე მოუხსნელი რეკორდია
რაიდენ ტამეემონი
მარველის ამ სუპერგმირის ნამდვილი სახელი ილიანა რასპუტინაა
მეჯიკი
ეს ეკონომისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილია „ტყვის დილემის“ პოპულარიზაციითა და თამაშთა თეორიაში შეტანილი წვლილით, რომელიც ბიზნესში კონკურენტული სტრატეგიების ანალიზშიც ფართოდ გამოიყენება
ჯონ ნეში
ეს აღმოსავლეთ აზიის ტრადიციული ფესტივალი იმართება შემოდგომაზე, როდესაც მთვარე ყველაზე სავსეა; მას უკავშირდება ოჯახის გაერთიანება, მთვარის ნამცხვრები და ღამის ცის ქვეშ მთვარის თაყვანისცემა
შუა შემოდგომის დღესასწაული / მთვარის ფესტივალი / მთვარის ნამცხვრის ფესტივალი
ეს ფრანგული ტექნიკა გულისხმობს ხორცის ნელ, დაბალ ტემპერატურაზე საკუთარ ცხიმში მომზადებას, რის შედეგადაც ის ხდება ძალიან რბილი და არომატული
კონფი