რამდენი ტიპის რიცხვითი სახელი არსებობს?
სამი. რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.
როგორ რიცხვს ეწოდება მარტივი რიცხვი?
ნატურალურ რიცხვს,რომელსაც აქვს 2 გამყოფი: 1 და თავისი თავი
რა დროს სჭირდება დედამიწას თავისი ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად?
23 სთ,56 წთ და 4 წამი
მეტყველების რამდენი ნაწილია ქართულ ენაში?
ათი
ჩამოთვლილთაგან რომელია 3-ის ჯერადი?
1) 29
2) 27
3)13
4)11
27
სად მდებარეობს ჩანჩქერი ანხელი?
ვენესუელაში
რომელ ბრუნვაში უნდა ჩავსვათ სახელი, როცა ფუძის გაგება გვინდა?
მოთხრობითში
რამდენია გაშლილი კუთხის გრადუსული ზომა?
180*
რომელმა მოგზაურმა გაცურა პირველად ევროპიდან ინდოეთამდე?
ვასკო და გამამ
რა მეტყველების ნაწილს განეკუთვნება სიტყვები: მე, შენ, ის, მან, ჩვენ, თქვენ?
ნაცვალსახელს
რას უდრის π ? (მეასედებამდე დამრგვალებით)
3,14-ს
რომელია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი?
ევერესტი