მესაფლავე
ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა........!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა? დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მესაფლავე
ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა? დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
გველის მჭამელი
“მე ვარო ამის ........”;
სხვა გაიძახის - “იმისა;”
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს,
ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა.
გველის მჭამელი
“მე ვარო ამის წამალი”;
სხვა გაიძახის - “იმისა;”
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს,
ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა.
თუთა
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თავლს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ............. ფერი...
თუთა
ლამის სახლში შემომეჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თავლს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი...
ბარდნალა
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
......... ნაამბორალი.
ბარდნალა
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
პირამიდები
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი ........,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
პირამიდები
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ქუთაისი
ის ია თუ ქალაქია -
აი ქალა: ქუთაისი!
ისიამა, ისიამა
ნანგრევებზე სდგას .....
ა ის ია! ა ის ია!
აისია, ო აისი!
ის ია თუ ქალაქია,
აი ქალა: ქუთაისი!
ამ ქალაქმა, ამ ქალაქმა.
ისიამა, ა, .......
ქუთაისი
ის ია თუ ქალაქია -
აი ქალა: ქუთაისი!
ისიამა, ისიამა
ნანგრევებზე სდგას მაისი.
ა ის ია! ა ის ია!
აისია, ო აისი!
ის ია თუ ქალაქია,
აი ქალა: ქუთაისი!
ამ ქალაქმა, ამ ქალაქმა.
ისიამა, ა, მაისი.
კაი ყმა
აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო .......... სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
კაი ყმა
აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
ღრუბლები
მათ გადაიარეს ცა ...........,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…
ღრუბლები
მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…
ქართული ენა
საქართველოს მთებში გაგაჩინა ..........,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
ქართული ენა
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
ავტოპორტრეტი
ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,
ბუნებით შავი, ხელოვნურად ..............,
ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული,
ვამაყობ იმით, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.
ავტოპორტრეტი
ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,
ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული,
ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული,
ვამაყობ იმით, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა ..........!
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
რამ შემქნა ადამიანად
......... მოტრფიალე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.
რამ შემქნა ადამიანად
მზის მოტრფიალე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.
მკვდართა მზე ვარ
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ............
მკვდართა მზე ვარ
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...
ჩემი სამშობლო
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა, ტკბილია როგორც სურნელი ახლადმოხდილი ......,
ტკბილია,როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ჩემი სამშობლო
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა, ტკბილია როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა, ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
დილა
საბავშო ....... ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა
და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.
დილა
საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა
და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.
თოვლი
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული .......... მიყვარდა!
თოვლი
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
ალუდა ქეთელაური
....... მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური
მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ლაჰილზე
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე ........
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე ........
ლაჰილზე
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა...
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა...
საქართველოში
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ ...........
საქართველოში
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
მწვერვალებიდან
შეხიზნული ვართ .......... შეუვალ მთებში
და მივსდევთ ფერებს, ხმებს და სიტყვას მგელური მადით;
კლდეში ქარივით დატრიალდა ავსილი თეფში, და უსმენს სივრცე საყვარელი სტუმრების ნადიმს.
მწვერვალებიდან
შეხიზნული ვართ საქართველოს შეუვალ მთებში და მივსდევთ ფერებს, ხმებს და სიტყვას მგელური მადით; კლდეში ქარივით დატრიალდა ავსილი თეფში, და უსმენს სივრცე საყვარელი სტუმრების ნადიმს.
გარდაცვალება
ირგვლივ, გარშემო სევდიანი ისმის ქვითინი...
პიტალო მთებმა გლოვის ნიშნად შეიმკეს თავი;
ო, რა დროს მოწყდა და გარინდდა გრძნობათა ჟინი,
შავი .......... შეიმოსა ჩვენი გვირგვინი.
გარდაცვალება
ირგვლივ, გარშემო სევდიანი ისმის ქვითინი...
პიტალო მთებმა გლოვის ნიშნად შეიმკეს თავი;
ო, რა დროს მოწყდა და გარინდდა გრძნობათა ჟინი,
შავი ძაძებით შეიმოსა ჩვენი გვირგვინი.
დევების ქორწილი
ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
მთებს მოედრიკათ თავიო.
ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქარობს .......
დევების ქორწილი
ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
მთებს მოედრიკათ თავიო.
ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქარობს შავიო.
ბროწეულები
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
...........
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!
ბროწეულები
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!
ილიასადმი
უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,
აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,
დიდი მეტყველი და დიდი .........
ილიასადმი
უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,
აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,
დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი.
ლანდი სიცივეში
სიკვდილი მოდის… სად მიდიხარ, ან სად იყავი?
დახეულ ......... ძილი უნდა, ახლოა ბინდი.
მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი,
მწუხარო მგზავრო, ღამე ახე და აქვითინდი.
ლანდი სიცივეში
სიკვდილი მოდის… სად მიდიხარ, ან სად იყავი?
დახეულ თვალებს ძილი უნდა, ახლოა ბინდი.
მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი,
მწუხარო მგზავრო, ღამე ახე და აქვითინდი.