ტიბეტელები ამ მაღალ მთას ჩომოლუნგმას უწოდებენ, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „წმინდა დედა“.
ევერესტი
. XII საუკუნისთვის ჩინელებმა უკვე იცოდნენ მაგნეტიზმის შესახებ; გასაკვირი არაა, რომ ამ ხელსაწყოსაც იყენებდნენ.
კომპასი
ამ ბალახის სახეობებს შორისაა ჩინური მთისა და იაპონური ხის; ზოგიერთი სახეობის სიმაღლე 40 მეტრს აღწევს.
ბამბუკი
AMC თეატრების განცხადებით, ისინი ყოველწლიურად ამ სასუსნავის 52 მილიონ პაკეტს ყიდიან.
პოპკორნი
დაასრულეთ ციტატა ერთი სიტყვით: იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, რადგან იმ ღამეს დაიბადა…
გალაკტიონი
2025 წელს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის სახელობის ყურეს ამერიკის ყურე უნდა ეწოდოს.
მექსიკა
1363 წელს ინგლისში მიღებული დადგენილებით, ამ აქტივობაში ვარჯიში და წვრთნა სავალდებულო გახდა; იგი მერიდასთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
მშვილდოსნობა
ქსეროფიტები მცენარეებია, რომლებიც ადაპტირებული არიან ისეთ ადგილებში ცხოვრებას, სადაც ეს შეზღუდული რაოდენობითაა.
წყალი
მართალია დენთი ჩინელებმა გამოიგენეს, მაგრამ თავდაპირველად ისინი მას მხოლოდ ამ სადღესასწაულო სანახაობისთვის იყენებდნენ.
ფოიერვერკი
პავლე ინგოროყვას ვერსიით, ამ ადამიანის მიერ შექმნილი მეორე ნაწარმოები უნდა ყოფილიყო პოემა იოსებ მშვენიერზე, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.
შოთა რუსთველი
იგი ევროპის მეორე უგრძესი მდინარეა, რომელზეც ვენა, ბუდაპეშტი, ბუქარესტი და ბელგრადია გაშენებული.
დუნაი
ლეგენდის თანახმად, VIII საუკუნეში ჯადოქარმა ლიბუსემ ეს ევროპული ქალაქი დააარსა, რომელიც დღეს ჩეხეთის დედაქალაქია.
პრაღა
ამ სუკულენტის სახეცვლილი ფოთლების წვეტების სიგრძემ 30 სმ-ს შეიძლება მიაღწიოს, რაც თავდაცვაშიც ეხმარება და არიდულ ჰაბიტატში წყლის დაკარგვისგანაც იცავს.
კაქტუსი
იგი ალფრედ ნობელმა გამოიგონა, რომელმაც ძალიან არასტაბილურ ნიტროგლიცერინს ინერტული ნივთიერება დაუმატა, რათა უფრო ადვილად გასამკლავებელი ასაფეთქებელი მიეღო.
დინამიტი
“გრანუმ” ლათინურად მარცვალს ნიშნავს. პოეტი მიუთითებდა, რომ პატარა მარცვალი იყო, დაასახელეთ ეს პოეტი.
ტერენტი გრანელი
ეს ფენომენი წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ხდება და ესპანურ ენაზე „ბიჭს“ აღნიშნავს.
პასუხი: ელ-ნინიო
არჩათვლა: ლა-ნინია
შუა საუკუნეებში ამ ინსტრუმენტის დამზადება მარტივი იქნებოდა, თხის ან ცხვრის ტყავი და ჩასაბერი მილი თუ გექნებოდათ; ომის წინ შოტლანდიელები სწორედ ამაზე უკრავდნენ.
პასუხი: გუდასტვირი
ჩათვლა: Bagpipes, die Sackpfeife (der Dudelsack), Волы́нка
მცენარე ფრთაფოთოლას გრძელი ფოთლები განსაკუთრებით შესაფერისია წყალქვეშ ამ აირის შთანთქმისთვის.
ნახშირორჟანგი
ერთ-ერთი უდიდესი აფეთქება 1815 წელს, ინდონეზიაში მოხდა, როცა მათგან ერთ-ერთი, ტამბორა, ამოქმედდა.
ვულკანი
მის ფსევდონიმებს შორის მგელია ხინკალჭამიაშვილი, კათაკმეველი და რაზ-ვიც გვხვდება
ვაჟა ფშაველა
პასუხი ორი სიტყვით: აშშ-ის ცენტრალური ვაკის ამ რეგიონს სახელი ყოველწლიურად დიდი სიხშირით მომხდარი მეტეოროლოგიური მოვლენის გამო ჰქვია და ქუჩის სახელს წააგავს.
ტორნადოების ხეივანი
ამ მუსლიმმა ლიდერმა იერუსალიმი ქრისტიანებისგან დაიბრუნა და რიჩარდ ლომგულს მისი ხელახლა აღების უფლება არ მისცა.
სალადინი
მცენარეთა პიგმენტების 3 მთავარი კლასია: კაროტინოიდები, ფიკობილინები და ეს მწვანე პიგმენტები.
ქლოროფილი
ამ სამეცნიერო თეორიის მიხედვით, ელემენტები სამყაროს შექმნის პირველ რამდენიმე წუთში შეიქმნა.
დიდი აფეთქების თეორია
სწორედ მას შეხვდა 1778 წელს მოსკოვში დაბარებული მირიან ბატონიშვილი უკრაინის ქალაქ მირგოროდის გავლისას
დავით გურამიშვილი