სხვადასხვა
სხვადასხვა
სხვადასხვა
მცენარეები ბიბლიიდან
სხვადასხვა
100

ნობელის პრემის დაჯილდოების დასრულების შემდეგ იმართება სადილი სადაც ყოველწლიურად იცვლება ამ სადილის მთავარი მენიუს ყველა პროდუქტი ერთის გარდა. დაასახელეთ იგი

დესერტი - ნაყინი

100

ვის მიუძღვნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა მესამე სიმფონია

ნაპოლეონ ბონაპარტეს

100

ცნობილია სპარტელების გამონათქვამი: x -ს დიდი ფასი ექნებოდა, ვაჟკაცის მხდალისგან გარჩევა რომ შეეძლოსო. დაასახელეთ x

ისარი

100

ამ მცენარის ნაყოფის ჭამა ნაზარეველებს ეკრძალებოდათ, ქრისტეს მოწაფეები ჭამდნენ პატივისცემის ნიშნად

ყურძენი

100

მოქანდაკის იარაღი ქვის სუფთად დამუშავებისთვის. რკინის ღეროს, მისი ერთი ბოლო ნიჩბისებურია, საპირისპირო მხარიდან ურტყამენ ჩაქუჩს

სკარპელი

200

ეს ნაწარმოები იწყება ეკლესიასტეს ციტატით: „–ვაი, შე ქალაქო, რომელსა შინა მეფე შენი ჭაბუკ“

ლაშარელა

200

ნუ გასჯავრდებით, შვილებო, 

 და ნუ დაგვიწყებთ გმობასა, 

 რომ ბევრი საქმე დაგიგდეთ  

გასაკეთებლად მოდგმასა. 

 ჩვენი დრო იყო გრძნობისა, 

 ჩვენაც ვგლოვობდით, ვტიროდით.  

რომ სნეულს წამალიც უნდა, 

 იმას ვეღარა ვფიქრობდით. 

 დრო იყო შეუსაბამო, 

 გარემოება ვერანი, 

 ამაოდ დაგვრჩა მამებსა 

 ფიქრი და გულის ძგერანი. 

 ეგებ თქვენ დაიჯილავოთ 

 ბარათაშვილის მერანი! 

 მინდოდა მკვდარსა გამეგო 

 ქართველთა ბედისწერანი,  

რად უნდა დარჩეს ტიალად 

 ცრემლით მორწყული მღერანი?!  

მინდოდა, ................................

 ............................................

 " ............................................

 ...........................................

 ..........................................

 ....................................... ". 

გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ლექსი " ანდერძი" და დაასრულეთ ლექსის ბოლო ტაეპი თუ ეს ლექსიის ეს ნაწილი ( ტაეპი ) პოეტის ოცნებაა

ჩამოგვძახებდით 

 საფლავში ერთად ყველანი: 

 „შვილთ აგისრულეთ ნანატრი, 

 აწ განისვენეთ ტკბილადა, 

 ჩვენაცა დავიწერენით 

 ქართველ მამულიშვილადა“.

200

ეს რომაელი ექიმი მოღვაწეობდა ჩვ. წ. აღ. II საუკუნეში. მას ეკუთვნის მოძღვრება ტემპერამენტებზე, ადამიანის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური აღწერა. მასვე მიეწერება ზოგიერთი პრეპარატის შემოღება

გალენოსი

200

ბიბლიის მიხედვით, სწორედ ამ წითელი საჭმლის სანაცვლოდ მიჰყიდა პირმშოება ესავმა იაკობს.

ცერცვის შეჭამადი

200

ამ შენობას აქვს 4 კარი, რომელთაგან თითოეული ორიენტირებულია დედამიწის 4 მხარედან თითოზე. ჩრდილოეთის კარს ჰქვია სამოთხის კარიბჭე, აღმოსავლეთისას - დავითის კარიბჭე. სამხრეთის შესასვლელი ითვლება ცენტრალურად და მის პირდაპირ მოჩანს მეჩეთი ალ-აქსა. დაასახელეთ შენობა.

ქუბათ-ას საჰრა (“კლდის/ქვის გუმბათი”)

300

ინდუიზმსა და ბუდიზმში ეს არის სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების დაუსრულებელი მონაცვლეობა. მიჩნეულია, რომ როგორც წესი მას დასასრული არ აქვს, თუმცა მისგან განთავისუფლება მაინც შეიძლება, როგროც ბუდიზმში (ნირვანა), ასევე ინდუიზმში (მოკშა). მისი დიაპაზონი უბრალო მწერიდან, ბოსტნეულიდან და მინერალიდან, უმაღლეს ღვთაებამდე, ბრაჰმამდე ვრცელდება.

სამსარა

300

ძველი მონეტების ახლით შეცვლა

რენოვაცია


300

ამ თეატრის თანამედროვე შენობა გაიხსნა 1997 წელს, აღდგენილია ძველი ჩანაწერებისა და გათხრებისას აღმოჩენილი საძირკვლის ნაშთების მიხედვით და მდებარეობს სულ 200 მეტრში მისი ისტორიული ადგილიდან.

თეატრი გლობუსი

300

ბიბლიაში ამ მცენარის კონით აპკურებენ ნაკურთხ წყალს. დაასახელეთ ეს მცენარე

უსუპი

300

დამისახელეთ ჯიში: დაბალი სიმაღლე, გრძელი და მკვრივი ტანი, მოკლე და მრუდი ფეხები, ჰქვია „ძაღლი“ და პატრონია ლეიტენანტ კოლომბო.

ბასეტი, ბასეტ ჰაუნდი

400

დაასახელეთ მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი იაპონურ "კაბუკსა' და "ტაკარაცუკას" შორის

პირველში ყველა როლს კაცები ხოლო მეორეში ქალები ასრულებენ

400

ნატოს სამხედრო საბჭოზე, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ იკრიბება, ესწრებიან წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების მეთაურები და ერთი სამოქალაქო პირი, რომელ ქვეყანას წარმოადგენს ეს პირი.

ისლანდიას

400

რა ეწოდება ჩრდილებს, რომლებიც ლეონარდო და ვინჩის ტილოებს ახასიათებდა და გამოარჩევდა თანამედროვე ტილოებისგან

ფუმატო

400

რისგან იყო დაწნული გვირგვინი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმისას ეფარა?

კვრინჩხი

400

ასტრონომიის ეს განყოფილება სწავლობს მსოფლიო მიზიდულობის ძალის გავლენით ციური სხეულების მოძრაობის კანონებს, საზღვრავს ციური სხეულების მასას და ფორმებს და მათი სისტემების მდგრადობას.

ციური მექანიკა

500

ამ აბრევიატურით აღინიშნება დასახელება ორგანიზაციისა, რომელიც 1989 წელს დაარსა დინ კამენმა. მისი დასახელება ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს - “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის აღიარებისა და შთაგონებისთვის”

FIRST - (For Inspiration and Recognition of Science and Technology)

500

ლუდვიგ ვან ბეთხოვენი, ფრანც პეტერ შუბერტი, ანტონ ბრუკნერი, ანტონინ დვორჟაკი და გუსტავ მალერი. ამ პიროვნებების საერთო ბედი ხასიათდება 3 სიტყვით. დაასახელეთ იგი

"მეცხრე სიმფონიის წყევლა"

500

დაასახელეთ ცნობილი ფრაზა, რომელიც ერთ-ერთი ბრენდის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა.  ფრაზა რეკლამაში პირველად 1988 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, 30 წელზე მეტია, აქტუალურია. ამ ფრაზით ეს ბრენდი ხშირად ეხმიანება მწვავე სოციალურ პრობლემებს და ერთგვარ ინკლუზიურ სლოგანადაც იქცა, რომელმაც ამ ბრენდის ქვეშ გააერთიანა სპორტსმენები და არასპორტსმენები, მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, ჯანმრთელები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები...
ჟურნალმა „Advertising Age“-მა სარეკლამო კამპანია ეს ფრაზა დაასახელა როგორც საუკეთესო XX საუკუნის რეკლამის ისტორიაში. 

Just do it - nike

500

რომელი მცენარეა ბიბლიაში ნახსენები ცეცხლმოკიდებული ბუჩქის ანალოგი, რომელიც იწვევს კანის დამწვრობას? მისი ლათინური სახელწოდებაა Dictamnus.

იფნურა

500

პეტრე I-ის დროს გაჩნდა ჩვეულება ამის საფლავში ჩაყოლებისა, რათა ადამიანი ღირსეულად წარმდგარიყო ღმერთის წინაშე.
დაასახელეთ ეს.

წვერი
(რამდენადაც პეტრე I აიძულებდა წვერის გაპარსვას)

M
e
n
u