რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელი იყო ილია ჭავჭავაძე?
რეალიზმის
რომელი ორი ტაეპი მეორდება ლექსში?
"ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?"
"მგზავრის წერილები" ანუ მოგზაურობა....
ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე
რატომ დაიწერა "პასუხის პასუხი"?
გრიგოლ ორბელიანის ლექსის "პასუხი შვილთას" საპასუხოდ დაიწერა.
რომელი ეპიგრაფით იწყებს ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანს?!"?
"მოყვარეს პირში უძრახე, მტერს- პირს უკანაო."
1837 წელს.
როგორი სტილით არის დაწერილი "ბედნიერი ერი"?
ირონიული.
ილიას აზრით რა საბუთი აქვს ქართველ კაცს, რომ თერგდალეულები როგორღაც არ ეჭაშნიკებათ?
"თერგდალეულები, მართლაც რომ თერგდალეულები არიან".
რომელი ომონიმური რითმა გვხვდება ლექსში "პასუხის პასუხი"?
"უჩინონი - უჩინონი".
რა მიაჩნია ლუარსაბს წარღვნის მომასწავებლად?
ყმების ჩამორთმევა.
დაობლების შემდეგ ვინ ითავა ობლების აღზრდა?
მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავმა.
როგორ გესმით სიტყვა "თვალაბმული"?
თვალახვეული.
"ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა გადებული". რას გულისხმობს ილია ამ სიტყვებში?
რუსეთში გატარებულ ოთხ წელიწადს.
რას უწოდება ილია "მამათა" რწმენას?
ფარისევლობას.
რა უშლის ხელს ლუარსაბის მსჯელობას თათქარიძეთა გვარის სიძველეზე?
დარეჯანის ცოდნა.
რა ერქვა 1877 წელს ილიას მიერ დაარსებულ ყოველკვირეულ გაზეთს?
"ივერია"
"არრის მქონე, არრის მცოდნე" წერს ი. ჭავჭავაძე, ამის საპირისპიროდ როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ერი?
იშრომონ და ცოდნა შეიძინონ.
როგორია მყინვარი მთელი თავისი დიდებულებით?
საკვირველია და არა შესაყვარებელი.
რომელ ანდაზასა და აფორიზმს მიმართავს პოეტი საკუთარი აზრის ნათელსაყოფად?
"რაც კოკაში ჰსდგა, იგივე თურმე წარმოსდინდება"
რა გახდა დარეჯანის და ლუარსაბის გარდაცვალების მიზეზი?
დარეჯანის - უშვილობის წამალი, ლუარსაბის- კალმახის ჭამა და კუჭის ანთება.
რომელ წელს მოკლეს ილია?რა იყო მწერლის ბოლო სიტყვები?
1907 წელს." რას სჩადიხართ, ილია ვარ!
რომელ წელს დაწერა ილიამ "ბედნიერი ერი"?
1871 წელს.
რა კითხვას სვამს მწერალი ნაწარმოების ბოლოს?
"როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?"
გასცა თუ არა პასუხი გრ.ორბელიანმა?
"მამას არ უნდა ეწყინოს სილა თავისი პატარა შვილისა"
როგორი ქალი უნდოდა ლუარსაბს ცოლად?
მზეთუნახავი, კარგი გვარიშვილი, მდიდარი.