რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება?
კიბერუსაფრთხოება არის კომპიუტერის, ტელეფონის და ინტერნეტში არსებული ინფორმაციის დაცვა უცხო ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგვაყენონ.
რა არის პაროლი?
საიდუმლო სიტყვა ანგარიშისთვის
რა წესები უნდა დავიცვათ ინტერნეტში?
უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ გავხსნათ უცნობი ბმულები და არ გავაზიაროთ პირადი ინფორმაცია.
რა ეწოდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვის განზრახ დაშინებას, შეურაცხყოფას ან დამცირებას?
კიბერბულინგი.
რა არის ფიშინგი?
ფიშინგი არის თაღლითობის მეთოდი, როცა ადამიანები ცდილობენ მოიპოვონ ჩვენი პირადი ინფორმაცია (პაროლები, ბარათის მონაცემები) ყალბი შეტყობინებების ან საიტების მეშვეობით.
რატომ არის მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოება?
კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პირადი ინფორმაცია, ფოტოები და ანგარიშები დაცული იყოს და არ მოხდეს მათი მოპარვა ან ბოროტად გამოყენება.
როგორი უნდა იყოს ძლიერი პაროლი?
ძლიერი პაროლი უნდა შეიცავდეს ასოებს, ციფრებს, სიმბოლოებს და არ უნდა იყოს მარტივად გამოსაცნობი.
როგორ გავიგოთ ვებსაიტი უსაფრთხოა თუ არა?
უნდა ვნახოთ აქვს თუ არა „https“ მისამართში.
ვინ შეიძლება გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი?
ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები.
როგოროგორ შეიძლება ამოვიცნოთ ყალბი შეტყობინება?
ყალბი შეტყობინება ხშირად ითხოვს პირად ინფორმაციას, შეიცავს უცნაურ ბმულებს ან დაწერილია შეცდომებით და საეჭვო ტონით.
რა არის პირადი ინფორმაცია?
პირადი ინფორმაცია არის ისეთი მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და პაროლები, რომლებიც არ უნდა გავუზიაროთ უცნობ ადამიანებს.
რომელი პაროლია უფრო უსაფრთხო: "12345" თუ "Mze#2026$"?
"Mze#2026$", რადგან შეიცავს ასოებს, ციფრებს და სიმბოლოებს ერთად.
როგორ დავიცვათ ჩვენი ციფრული უსაფრთხოება?
ფრთხილად უნდა ვიყოთ რას ვაქვეყნებთ და ვის ვუზიარებთ ინფორმაციას.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე გვაწუხებს ონლაინ?
უნდა დავბლოკოთ მომხმარებელი, არ ვუპასუხოთ და ვაცნობოთ უფროსს, მასწავლებელს ან მშობელს.
რატომ არ უნდა დავაჭიროთ უცნობ ბმულებს?
რადგან შეიძლება გადაგვიყვანოს ყალბ საიტზე, გადმოვიწეროთ ვირუსი ან მოგვპარონ პირადი ინფორმაცია.
რა უნდა გავაკეთოთ თუ უცნაური შეტყობინება მივიღეთ?
თუ უცნაურ ან საეჭვო შეტყობინებას მივიღებთ, უნდა ვაცნობოთ უფროსს ან მასწავლებელს და არ უნდა გავხსნათ ან ვუპასუხოთ მას.
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ერთი და იგივე პაროლი ყველა ანგარიშზე?
ერთი და იგივე პაროლის გამოყენება არ არის უსაფრთხო, რადგან თუ ერთი ანგარიში გატყდება, ყველა სხვა ანგარიშიც საფრთხეში აღმოჩნდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი მონაცემების დაცვა?
მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პირადი ინფორმაცია არ მოხვდეს უცხო ადამიანების ხელში და არ იქნას გამოყენებული ზიანის მოსაყენებლად.
რატომ არის კიბერბულინგი საშიში?
კიბერბულინგი საშიშია, რადგან ადამიანმა შეიძლება იგრძნოს შიში, სტრესი და მიიღოს ემოციური ზიანი.
როგორ ამოვიცნოთ ყალბი ვებსაიტი?
ყალბი ვებსაიტი ხშირად ჰგავს ნამდვილს, მაგრამ აქვს შეცვლილი მისამართი, უცნაური დიზაინი ან ითხოვს ზედმეტ პირად ინფორმაციას.
ვინ არის ჰაკერი?
ჰაკერი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს სხვის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას, ზოგჯერ ინფორმაციის მოსაპოვებლად ან ზიანის მისაყენებლად.
რა არის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია?
ეს არის დამატებითი უსაფრთხოების მეთოდი, როცა პაროლის გარდა საჭიროა კიდევ ერთი დადასტურება (მაგ. SMS კოდი).
უსაფრთხოა საჯარო Wi-Fi?
საჯარო Wi-Fi ყოველთვის უსაფრთხო არ არის, რადგან სხვა ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობა ნახონ ან მოიპარონ შენი მონაცემები
უნდა ვუპასუხოთ თუ არა კიბერბულინგს იმავე ფორმით?
არა, არ უნდა ვუპასუხოთ აგრესიით, უმჯობესია დავბლოკოთ და შევატყობინოთ უფროსებს.
ვის მიერ იგზავნება ფიშინგ შეტყობინებები?
ფიშინგ შეტყობინებებს აგზავნიან თაღლითები, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ ინფორმაცია