რომელ წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?
1939
ვინ იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ომის უდიდეს ნაწილში, რომელიც დღესაც ასოცირდება ფრაზასთან: „მე ვერაფერს შემოგთავაზებთ სისხლის, შრომის, ცრემლებისა და ოფლის გარდა"?
უინსტონ ჩერჩილი
აშშ-ის რომელ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მიიტანა იერიში იაპონიამ 1941 წლის 7 დეკემბერს, რამაც ამერიკა აიძულა ჩაბმულიყო მეორე მსოფლიო ომში?
პერლ-ჰარბორი
ძირითადად რომელი ერის/ხალხის მასობრივ განადგურებას ეწოდება "ჰოლოკოსტი"?
ებრაელების
რომელ წელს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი?
1945 წელს
რომელი ქვეყანა დაესხა თავს პოლონეთს?
გერმანია
რომელი გენერალი ხელმძღვანელობდა "თავისუფალი საფრანგეთის" ძალებს დევნილობაში, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა?
შარლ დე გოლი
რომელი გარდამტეხი ბრძოლა მიმდინარეობდა სსრკ-ის ტერიტორიაზე 1942-1943 წლებში, რომელიც დასრულდა გერმანიის მე-6 არმიის სრული განადგურებით და ითვლება ომის მთავარ გარდატეხად?
რომელი იყო ყველაზე დიდი და ცნობილი ნაცისტური საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა?
აუშვიცი
რომელი იარაღი გამოიყენა აშშ-მა იაპონიის წინააღმდეგ 1945 წელს, რამაც ომს საბოლოო წერტილი დაუსვა?
ატომური ბომბი
რა ეწოდებოდა გერმანიის სწრაფ შეტევით ტაქტიკას, რომელიც მათ პოლონეთში და საფრანგეთში გამოიყენეს?
ბლიცკრიგი
ვინ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი 1945 წლის აპრილში, რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, და მიიღო ატომური ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება?
ჰარი ტრუმენი
რა კოდური სახელწოდებით არის ცნობილი მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნორმანდიაში (საფრანგეთი) 1944 წლის 6 ივნისს, რითაც ევროპაში მეორე ფრონტი გაიხსნა? (ასევე უწოდებენ "D-Day"-ს).
ოპერაცია „ოვერლორდი“
რა სიმბოლოს (კონკრეტული ფერისა და ფორმის) ტარებას ავალდებულებდნენ ნაცისტები ებრაელებს ტანსაცმელზე საჯარო სივრცეში?
ყვითელ დავითის ვარსკვლავს.
აპონიის რომელ ორ ქალაქში ჩამოაგდო ამერიკამ ატომური ბომბები?
ჰიროსიმასა და ნაგასაკიში
რა ერქვა გერმანიასა და სსრკს-ს შორის 1939 წელს გაფორმებულ თავდაუსხმელობის პაქტს, რომელმაც საიდუმლო მუხლით გადაანაწილა გავლენის სფეროები ევროპაში?
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი
რომელი ბრიტანელი პოლიტიკოსი იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს ომის დაწყებისას (1939 წელს) და ცნობილი იყო ჰიტლერის მიმართ გატარებული "დაშოშმინების პოლიტიკით"?
ნევილ ჩემბერლენი
რომელი საზღვაო ბრძოლა (1942 წლის ივნისში) ითვლება გარდამტეხ მომენტად წყნარი ოკეანის თეატრში, სადაც აშშ-ის ფლოტმა მძიმე მარცხი მიაყენა იაპონიას და 4 ავიამზიდი ჩაუძირა?
მიდუეის ბრძოლა
რა ერქვა 1935 წელს მიღებულ რასისტულ კანონებს გერმანიაში, რომლებმაც ებრაელებს მოქალაქეობა ჩამოართვეს და გერმანელებთან ქორწინება აუკრძალეს?
ნიურნბერგის კანონები
რა ეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, 1945 წელს, მომავალი გლობალური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად?
გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია).
რა ეწოდებოდა ჩეხოსლოვაკიის იმ რეგიონს, რომლის ანექსიაც მოახდინა ჰიტლერმა 1938 წელს "მიუნხენის შეთანხმების" საფუძველზე, ომის ოფიციალურ დაწყებამდე?
სუდეტის ოლქი
რომელი ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს იალტის კონფერენციაზე?
სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი
რომელი ბრძოლა (1943 წლის ივლის-აგვისტოში) ითვლება ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სატანკო შეტაკებად, სადაც გერმანიამ დაკარგა სტრატეგიული ინიციატივა აღმოსავლეთ ფრონტზე?
კურსკის ბრძოლა
რომელი გერმანელი ბიზნესმენი გახდა ცნობილი იმით, რომ საკუთარ ქარხნებში დასაქმებით სიკვდილს გადაარჩინა 1200-ზე მეტი ებრაელი? (მის შესახებ გადაღებულია ცნობილი ფილმიც).
ოსკარ შინდლერი
რა ერქვა ამერიკულ სამხედრო გემს, რომლის ბორტზეც 1945 წლის 2 სექტემბერს ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციას, რაც ომის ოფიციალურ დასასრულად ითვლება?
მისური