რა არის თვითშეფასება?
ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ· თავმოყვარეობა, საკუთარი თავის დაფასების უნარი, ღირსების გრძნობა.
თავდაჯერებას ამაღლებს ცოდნა. სწორია/არასწორია
თავდაჯერებას ამაღლებს ხარისხიანი ცოდნა.
არამყარი ცოდნა უფრო ზრდის ეჭვს და თავდაჯერება კლებულობს.
თვითშეფასება არის საკანონმდებლო ტერმინი.
კი/არა
ის გამოიყენება, საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ.
იგულისხმება სასწავლო პროცესის თვითშეფასება პედაგოგების და თავად დაწესებულების მიერ.
წარამატება თავდაჯერებას და თვითშეფასებას ამაღლებს.
წარმატება ყველაზე კარგი მოტივატორია.
რა არის თვითშეფასების კითხვარი?
შეკითხვების სია, ინსტრუმენტი, რომელიც გამოავლენს პირის, დაწესებულების წარმოდგენას საკუთარ თავზე.
ჩამოთვალე თვითშეფასების კრიტერიუმები.
საკუთარი უნარები, საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი ქცევები, ღირებეულებები.
ახსენი, რას ნიშნავს ობიექტური შეფასება.
სწორად, სამართლიანად შეფასება.
თავდაჯერებსა და თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს ეროვნული და კულტურული სტერეოტიპები.
ადამიანი საკუთარ თავს ადარებს სხვის შესაძლებლობებს. მიღებული სტერეოტიპები ხშირად ფონს ქმნის შინაგანი აღქმისთვის.
ახსენი, რას ნიშნავს სუბიექტური შეფასება.
არასწორი შეფასება. არა კრიტერიუმებით, არამედ მხოლოდ პირადი შეხედულებით.
სოციალური უნარები, კომუნიკაცია, გარემოსთან ურთიერთობა გადამწყვეტია თავდაჯერებისთვის.
პიროვნებას თავდაჯერება სჭირდება სწორედ სოციუმში, ინტერპერსონალურ სივრცეში.