რომელი ციხის შესახებ არსებობს ლეგენდა ოსტატისა და შეგირდის შესახებ?
ლეგენდა ხერთვისის ციხეზე.
სად არის გამოსახული თამარის ფრესკა?
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში.
რომელი ხალხის მიხედვით ეწოდა მხარეს სახელი?
მესხების მიხედვით
როდის დაიწყო ისლამის გავრცელება მესხეთ-ჯავახეთში მასობრივად?
ჯერ დიდგვაროვნებამ მიიღეს ისლამი, შემდეგ გლეხებმა მე-18 საუკუნეში
რამ გამოიწვია ტერასების წარმოშობა მესხეთში?
მიწის და სახნავ-სათესი ფართობის ნაკლებობამ.
რა ერქვა სამალავებს და თავშესაფრებს სამხრეთ საქართველოში?
დარანები
რომელი ტაძარი შემორჩა ვანის ქვებების კომპლექსში და ვინ მოღვწაეობდა იქ?
წიმინდა გიორგის ეკლესია. აქ მოღვაწეობდნენ მონაზვნები.
ვინ ჩამოასახლა რუსულმა ხელისუფლებამ სამცხე-ჯავახეთში?
სომხები.
რა აიძულებდა ქართველებს ისლამის მიღებას?
სამმაგი გადასახადები, შევიწროვება, უუფლებობა.
რა არის ბაქმაზი და აპოხტი, თათარბერაქი?
ბაქმაზი თუთის გადადუღებული წვენია, აპოხტი დამარილებული, გამხმარი ხორცი, რომლისგანაც ხინკალს აკეთებენ. თათარბერაქი მოხარშული დაჭრილი ცომია, შემდეგ ხახვით მზადდება.
რამდენი ადამიანი თავსდებოდა ერთ დარანში და როგორი იყო ის?
150-200 ადამიანი, მდებარობდა სახლის , ან სოფლის ქვეშ, ზემოდან ქვებით იყო დაფარული და შეუმჩნეველი რჩებოდა, მასზე ბალახიც კი ამოდიოდა, შიგნით იყო პურის საცხობი და ყველა საჭირო ნივთი.
რა ეწოდება მუსლიმურ სალოცავს, რომელიც რაბათშია?
მეჩეთი
რას უწოდებდა რუსული ხელისუფლება ქართველ მუსლიმებს?
თათრებს და თურქებს.
ვინ არიან მალაკნები და დუხაბორები?
რუსები, რომელებიც არ აღიარებენ მართლმადიდებლობას და აქვთ საკუთარი რწმენა.გამოირჩევიან ჩაცმულობით და ტრადიციებით.
რატომ უწოებდნენ მესხეთ-ჯავახეთს საქართველოს პურის ბეღელს?
აქ იყო ყველაზე დიდი ხაროები-პურის შესანახი ორმოები და მოჰყავდათ ხორბლის ძველი ჯიშები დოლის პური, დიკა.
რას წარმოდგენდა სახიზარები?
გახიზვნა გაქცევას ნიშნავს. სოფელთან ახლოს კლდეებში იყო შეუმჩნეველი გამოქვაბულები, სადაც ხალხი თავს აფარებდა.
ვარძიის რომელ ტაძარშია შემორჩენილი მე-12 საუკუნის ფრესკები?
ღვთისმშობლის ეკლესიაში
საიდან გადმოასახლეს დუხობორები და მალაკნები სამხრეთ საქართველოში?
ცენტრალური რუსეთის სოფლებიდან.
როგორ შეინარჩუნეს სომხებმა და ქართველებმა ქრისტიანობა მუსლიმურ ოსმალეთის იმპერიაში?
მიირეს კათოლიკობა, რომელიც ნაკლებად იდევნებოდა.
რომელი მცენარისგან ხდიდნენ ზეთს მესხები?
სელისგან.
დაასახლეთ სამცხისა და ჯავახეთის ციხე-სიმააგრეები.
თმოგვი, აწყური, ხერთვისი, ახალციხე, ახალქალაქი, ოქროს ციხე, ასპინძა და მრავალი სხვა
დაასახელეთ მესხეთ-ჯავახეთის მნიშვნელოვანი ტაძრები.
წუნდა, საფარა, კუმურდო, ზარზმა, ჭულე
რა უწოდეს ქართველ კათოლიკებს?
ფრანგები
რატომ უნდა იცოდეს ყველა კონფესიამ სახელმწიფო ენა?
საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინტეგრაციისთვის.
ვინ შემოიტანა კარტოფილი ევროპიდან საქართველოში მე-19 საუკუნეში?
გერმანელებმა.