რა არის მონაკვეთი?
მონაკვეთი წრფის ნაწილია,რომელიც წრფის რომელიმე ორ წერტილს შორის არის მოთავსებული.
ორ მონაკვეთს, რომლებსაც ---- სიგრძეები აქვთ,
ტოლი მონაკვეთები ეწოდება.
ა) სხვადასხვა
ბ)ტოლი
გ)ან ტოლი ან სხვადასხვა
ბ) ტოლი
AB მონაკვეთზე აღებულია C და D წერტილები ისე, რომ AC:CD:DB=2:3:5. გამოთვალე CD მონაკვეთის სიგრძე, თუ AB=12სმ-ს.
3.6 სმ
რა არის შეკრებული ტეხილი?
თუ ტეხილის ბოლო წვერო საწყის წვეროს ემთხვევა, მაშინ ასეთ ტეხილს შეკრებულ ტეხილს უწოდებენ.
ორი წერტილის შემაერთებელ წირებს შორის -------
ამ წერტილების შემაერთებელი მონაკვეთია.
ა) გრძელი მონაკვეთი
ბ) უმოკლესი მონაკვეთი
გ) ნებისმიერი მონაკვეთი
ბ) უმოკლესი მონაკვეთი
13 მოცემულია ABCD ტეხილი. AB=1,5დმ, BC=0.2მ, CD=24 სმ. რისი ტოლია ტეხილის სიგრძე? პასუხი გამოსახე მეტრებში.🤔🤔
სწორი პასუხია 0.59 მ
რომელია სამკუთხედის უტოლობა?
სამკუთხედის ყოველი გვერდის სიგრძე დანარჩენი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე ნაკლებია
ტეხილის ბოლოებს შორის მანძილი ნაკლებია ტეხილის
შემადგენელი მონაკვეთების --------
ა) ჯამზე
ბ) სიგრძეთა ნამრავლზე
გ)სიგრძეთა ჯამზე
გ) სიგრძეთა ჯამზე
დაადგინე, წარმოადგენს თუ არა A, B, C სამეული სამკუთხედის წვეროებს, თუ:
ა) AB=16სმ; BC=13სმ; AC=22სმ;
სწორი პასუხია : კი
რას გვიჩვენებს მონაკვეთის სიგრძე?
მონაკვეთის სიგრძე არის რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენჯერ თავსდება მოცემულ მონაკვეთში სახაზავზე დატანებული დანაყოფი - სიგრძის ერთეული.
სამკუთხედის ტოლობაა :
სამკუთხედის ---- ---- ----- დანარჩენი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე ნაკლებია.
ა) ბისექტრისის სიგრძე
ბ) ერთ ერთი გვერდის სიგრძე
გ)ყოველი გვერდის სიგრძე
გ)ყოველი გვერდის სიგრძე
7 AB მონაკვეთს D წერტილი 4:3 შეფარდებით ყოფს. იპოვე AD და BD მონაკვეთების სიგრძეები, თუ AB=21სმ-ს.
AD=12სმ , BD=9 სმ
ყოჩაღ😉
სხივის მისათითებლად რას ასახელებენ?
სხივის მისათითებლად ასახელებენ მის სათავეს და შემდეგ კიდევ ერთ წერტილს, რომელიც ამ სხივს ეკუთვნის.
ტეხილს, რომელიც თავის თავს არ კვეთს, ---- ----- ეწოდება.
ა) მარტივი ტეხილი
ბ) სხივი
გ) მონაკვეთი
ა) მარტივი ტეხილი
იპოვე ABC ტეხილის სიგრძე, თუ AB მონაკვეთის სიგრძე ტეხილის სიგრძის 1/4-ია, ხოლო BC=1 (ასახე მეტრით)😊😊😊
სწორი პასუხია: 2მ.