სახელმწიფო ბიუჯეტი
ქართული ფული
პირადი ფინანსები
ერთი სიტყვით...
ზოგადი ფინანსები
100

დროის გარკვეულ პერიოდში (ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში) სახელმწიფოს ყველა შემოსავლისა და ხარჯის ერთობლიობა არის ...

სახელმწიფო ბიუჯეტი

100

რომელი წლიდან არის მიმოქცევაში საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი?

1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში გაეშვა და 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი.

100

ბანკში გახსნილი ანაბარი, რომელზეც ნებისმიერ დროს შეიძლება თანხის დამატება არის....

შეგროვებადი ანაბარი

100

რამდენიმე ციფრისგან შემდგარი ავტორიზაციის კოდი, რომელიც ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისთვის და გამოიყენება ბანკომატისა და პოსტერმინალის საშუალებით ოპერაციების შესასრულებლად

პინკოდი

100

რამდენი ხნით ადრე უნდა შეგატყობინოთ ფინანსურმა ორგანიზაციამ, თუ აპირებს თქვენთან დადებული სასესხო ან სადეპოზიტო ხელშეკრულების რომელიმე მნიშვნელოვანი პირობის ცალმხრივად ცვლილებას?

მინიმუმ ორი თვით ადრე, ამასთან აღნიშნული უფლების შესახებ მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულებაშიც.

200

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდა სავალდებულოა ქვეყნის ____ ______ . ( დაასრულეთ წინადადება )

მთელ ტერიტორიაზე

200

სად შეიძლება დაზიანებული/ მოძველებული ლარის ბანკნოტების გამოცვლა?

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ნებისმიერ კომერციულ ბანკში. 

200

ფინანსური ორგანიზაცია,რომელიც ინახავს მომხმარებლის ფულს,გასცემს სესხს და ახორციელებს გადასახადებს არის....

ბანკი

200

დესტრუქციული კომპიუტერული პროგრამა ან მავნე კოდი, რომელიც ელ. მოწყობილობაში შეღწევის შემთხვევაში საფრთხეს უქმნის მასზე არსებულ ინფორმაციას

ვირუსი

200

რომელ ფინანსურ ორგანიზაციაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია?

ყველა ფინანსური ორგანიზაცია: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, მიიღოს თქვენი პრეტენზია და გაგცეთ დასაბუთებული პასუხი წერილობით და ელექტრონული ფორმით მიღებულ პრეტენზიაზე.

300

დამატებული ღირებულების გადასახადი არაპირდაპირი გადასახადია, რომლის ოდენობა 18%-ია. მისი ღირებულება შედის თითოეული საქონლისა და მომსახურების ფასში, რომელსაც იხდის საბოლოო მომხმარებელი არის ....

დღგ (დეღეგე)

300

როგორ მოიხსენიება ძვ.წ. VI საუკუნეში მოჭრილი პირველი ქართული მონეტა?

კოლხური თეთრი

300

პირადი ფინანსების ხარჯვის ტიპებია: ........ და .......

ფიქსირებული და ცვალებადი

300

უძრავი ნივთის გამოყენება (დატვირთვა) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით

იპოთეკა

300

რას ეწოდება „ინფლაცია“?

ინფლაცია არის საქონლის და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდა.

400

სახელმწიფოს მიერ დონორი ორგანიზაციისგან სხვადასხვა მიზნობრიობით უსასყიდლოდ მიღებული სახსრები არის ....

გრანტი

400

რა ეწოდება ქართულ დროებით ფულის ნიშანს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იყო მიმოქცევაში?

ბონი. 1919 წელს პირველად გავიდა მიმოქცევაში დროებითი ფულის ნიშნები - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები.

400

კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია. შეტევის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. ძირითადად, მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა ბანკი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თუ პირი ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ქონდეს ურთიერთობა.- არის ...

ფიშინგი

400

 ქვეყანა ევროპაში, სადაც პირველი ფული დაიბეჭდა

შვედეთი

400

რა შეუძლია მომხმარებელს მოიმოქმედოს, თუ შეძენილ საქონელს ნაკლი აღმოაჩნდა?

შეუძ₾ია მიმართოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტო განიხილავს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და შეუძლია:

  • დაავალოს მეწარმეს დარღვევის გამოსწორება,

  • უზრუნველყოს მომხმარებლის ინტერესების დაცვა,

  • დააჯარიმოს მეწარმე კანონის დარღვევის შემთხვევაში.

500

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მოიცავს შემდეგ სამ ბიუჯეტებს: 1. სახელმწიფო ბიუჯეტი

2.....

3......

2.ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

3.მუნიციპალური ბიუჯეტი

500

რომელ ბანკნოტსა და მონეტაზეა გამოსახული ფრაგმენტები ნიკო ფიროსმანის შემოქმედებიდან?

5 ლარიანი ბანკნოტი, 20 თეთრიანი მონეტა. (5 ლარის განახლებული ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ნახატი „კალო“ და ფრაგმენტი „მეთევზე წითელ პერანგში“, ხოლო 20 თეთრიანი მონეტის წინა მხარეს გამოსახულია ფიროსმანის ნახატის დეტალი - ხარირემი. )

500

ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ დაგიცვათ თქვენ, თქვენი ოჯახი ან თქვენი ბიზნესი გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯებისაგან არის...

დაზღვევა

500

გამყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საბანკო რეკვიზიტები, პროდუქტის, მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა და სხვა  რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორების საფუძვლად

ინვოისი

500

რა განსხვავებაა დანაზოგსა და ინვესტიციას შორის?

დანაზოგი – თანხის შენახვა; ინვესტიცია – მისი გაზრდა

M
e
n
u